x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არის სტამბოლი ის ქალაქი, რომელშიც თავს სახლში გრძნობ...
სტამბოლი ის ქალაქია
სადაც თავს სახლში გრძნობ,
მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,
ალბათ კონსტანტინეპოლის
ქრისტიანული სული მაინც ტრიალებს.”
“თურქეთიდან დავბრუნდი ორი დღის წინ, საქმე მქონდა და თვალს წყალიც დავალევინე.
სტამბულში რამდენჯერმე ვყოფილვარ, მაგრამ ისე რომ დრო მქონოდა, არსად მეჩქარებოდა პირველად იყო.
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და მინდა გაგიზიაროთ.
ქალაქი სავსეა ტურისტით, ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება ჭირს, ღიაა გუგუნებს და გუზგუზებს ბაზრები, კაფეები, რესტორნები, მუზეუმები, საგამოფენო და სავაჭრო სივრცეები. როგორც მოგვიყვნენ ვირუსი პრობლემებს უქმნით, მაგრამ მომეჩვენა ამაზე განგებ არ ლაპარაკობენ და განწყობას ქმნიან თითქოს ყველაფერი რიგზეა, "პრობლემა იოხ". გულმხურვალედ გეპატიჟებიან ყველგან "ბურუნ ეფენდი, ბუირუნ, ხოშგელდნს.."
არსად არ მინახავს ამდენი მონდომებული, ენერგიული ახალგაზრდა კაცი თავგამოდებით მშრომელი, ჭიანჭველებივით, ყველა რაღაცას მიათრევს, მოათრევს, მირბის, მორბის, ადის ან ჩამოდის. ვაკვირდებოდი, ვერც ერთ ადამიანს ვერ ნახავ თავის დახლთან, მოწყენილს, მოღვენთილს, დაღონებულს.. ჭრელჭრელი თავშლების გამყიდველი ამოვიჩემე, დალაგებულ დახლს ურევდა და თავიდან კეცავდა, ალაგებდა, აწყობდა, ახარისხებდა, შოუს აკეთებდა ალბათ გაუცნობიერებლად, არ ვიცი. ყველგან ახალგაზრდა კაცები ჭარბობენ და ერთი სანახავია ან როგორ გეპატიჟებიან, გემსახურებიან, გიხსნიან და გთავაზობენ, ან როგორ ხეხავენ და რეცხავენ ჯაგრისებით ტროტუარებს, დახლებს, მაგიდებს, ფანჯრებს, ვიტრინებს...
ჩაიხანებში თავზე დაგტრიალებენ, სულის მოთქმას არ გაცდიან ჩქარჩქარა ხალისით მოაქვთ წელშიგამოყვანილი ჭიქებით ჩაი, შენც ხვრეპ ამ მომწარო ცხელ სითხეს და ფიქრობ რა ყოჩაღები არიან, როგორ გვჯობნიან.
შუადღის ნამაზზე მინარეთებიდან შენთვის უცხო, უჩვეულო ხმები გესმის და ფხიზლდები, ხვდები რომ სხვა, უცხო ქვეყანაში ხარ, კიდევ ბევრ რამეზე ფიქრობ მაგრამ გირჩევნია ცქერა განაგრძო და აკვირდები..
სულში აქვთ გამჯდარი ვაჭრობა, საღამოს უკვე დაღლილი ძალაგამოცლილები მაინც გულიანად გმასპინძლობენ, გებოდიშებიან, მადლობას გიხდიან, გეხუმრებიან და ცდილობენ ხასიათი გამოგიკეთონ ან იმიტომ რომ ანგარიში არ შეიცხადო ან უბრალოდ სხვანაირად არ იციან.
არც ერთი მოვაჭრე, პოლიციელი, პარიკმახერი, წიგნების, წვრილმანის ან ბოსტნეულის გამყიდველი არ მინახავს ტელეფონში თავჩარგული, ჯერ ხარ შენ და ალბათ თვალს რომ მოეფარები მერე ჩაიხედავს არ ვიცი..
ვაკვირდებოდი ადამიანებს და მათზე ვისზეც ახლა ვწერ არცერთი მათგანი არ გამოირჩეოდა მაღალი ინტელექტით, არც დიდი აღზრდა და ოჯახიშვილობა ეტყობოდა რომელიმეს, მაგრამ ამის მიუხედავდ შთამბეჭდავია მათი ეს ჩვენთვის იშვიათი უნარი იშრომოს თავგამოდებით, მონდომებით და ბოლომდე დაიღალოს. დასვენებული, გაკვირვებული, ნასიამოვნები, ცოტა გაბრაზებული და შურის განცდით დავბრუნდი შინ. შინ სადაც ყოველთვის მომიხარია, ჩემია, მიყვარს, მტკივა, მეამაყება, მედარდება, მეიმედება და მეფიქრება, შინ სადაც ისე ნამდვილად არ ვშრომობთ როგორც სხვა ქვეყნებში, სურვილები, წარმოდგენები, ამბიციები კი ვეჭვობ მათზე მეტიც გვაქვს ვინც ჩვენზე ადრე იღვიძებს და ჩვენზე გვიან იძინებს, შუალედში კი ჩვენგან განსხვავებით შრომობს და ბევრი სხვა რამისთვის არ სცალია.”
/ფოტო და მასალა გვერდიდან“GardeniaShevardnad. ze”/
image
0
213
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0