x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
სოსო გოგაშვილი: "იმედია, ეს ტაძარი გააძლიერებს სოფელს, კუთხეს და ჩვენს ქვეყანას"

image

ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში სოსო გოგაშვილმა დაწერა, რომ მშობლიურ სოფელში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში აპირებს იოსებ არიმათიელის სახელობისტაძრის მშენებლობას.

"გილოცავთ მაჩხაანელებო! დღეს მძიმე დღეა საქართველოსთვის და მინდა ცოტა გაგახაროთ. +ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს დიმიტრის ლოცვა კურთხევით, დღეს ზემო მაჩხაანში დავიწყეთ იოსებ არიმათიელის სახელობის ტაძრის მშენებლობა. უწმინდეს პატრიარქსაც თავის დროზე მოვახსენეთ ამ იდეის შესახებ და ლოცვა-კურთხევაც მოგვცა ბუნებრივია.

დღეს გავჭერით საძირკველი და მინდა გაცნობოთ, რომ ეს იქნება იოსებ არიმათიელის სახელობის პირველი ტაძარი, როგორც საქართველოში ასევე ჩემი ინფორმაციით მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. ღმერთმა შეგვაძლებინოს მალე ბოლომდე მიყვანა ამ საშვილიშვილო საქმის მთელს სოფელს

ნებისმიერ ბოროტებაზე, ღვარძლზე, ცილისწამებაზე, ღალატზე და დაუმსახურებელ არაადამიანურ მოპყრობაზე გიპასუხებთ მხოლოდ კეთილი და ღვთის სათნო საქმეების კეთებით. თუ ძალიან ზედმეტები არ მოგივათ;) ბოროტსა სძლია კეთილმან... "

რამდენიმე დღის წინ იოსებ გოგაშვილმა დაანონსა ეკლესიის საძირკვლის გაჭრა სოფელ ზემო მაჩხაანში.

"ზემო მაჩხაანის წმ.იოსებ არიმათიელის სახელობის ტაძრის მშნებლობა წინ მიიწევს. საძირკვლის ჩასხმაც დაიწყება. მაგრები ხართ ბიჭებო, მეც და კიდევ ბევრი მსურველი მალე შემოგიერთდებით უფალი ფარავდეს ზემო მაჩხაანს და მთლიან საქართველოს" - წერს სოსო გოგაშვილი

image
დღეს, 13 დეკემბერს კი იოსებ გოგაშვილმა ფეისბუქის გვედზე გამოაქვეყნა შემდეგი სახის სტატუსი ვიდეოთი.

"ისტორიული დღე გვაქვს ქიზიყში!დღეს ზემო მაჩხაანში ეკურთხა იოსებ არიმათიელის სახელობის ტაძრის საძირკველი. მეუფე დიმიტრის კურთხევით ეს ლოცვა აღავლინა მამა ნიკოლოზმა, მამა გიორგიმ და მამა ლევანმა, მირზაანის დედათა მონასტრის დედებთან ერთად.

პეტრემ სურვილი დაწერა და საძირკველში ჩააყოლა. აი სურვილი: “უფალო, შემისრულე ეს სურვილი.მე მინდა სულ ბედნიერი, ჯანმრთელი ვიყო და მინდა რო დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო”
"იოსებ არიმათიელის ისტორია ალბათ ყველა ქრისტიანისთვის ცნობილია. ადამიანი, რომელმაც ქრისტეს ჯვარცმული სხეული გამოისყიდა პილატესგან და დაასვენა აკლდამაში. ის იოსებ მართალის სახელითაა ცნობილი.

წლების განმავლობაში ჩვენ ასე ვიცოდით რატომღაც, რომ არმათიონის აღმართზე მდებარე ეკლესია იყო იოსებ არიმათიელის სახელობის.

შემდგე, როცა წამოვიზარდეთ და გავიგეთ ის იყო წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად მიჩვეული ვიყავით, თითქოს ჩვენ გვქონდა არიმათიელის სახელობის ტაძარი.

რამდენიმე წლის წინ პატრიარქთან შეხვედრის დროს მე მას ეკლესიის მშენებლობის ინიციატივა გავაცანი.მას ძალიან გაუხარდა, რადგა ეკლესიის აღმშენებლობის და ქრიტიანობის გაძლიერების საკითხი მას ყოველთვის ახარებს.

შემდეგ ამაზე საუბარი გვქონდა მეუფე დიმიტრისთან, მეუფე სვიმიონთან, მეუფე იაკობთან.მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით გადაწყდა, რომ აშენებულიყო ამ ფორმით ეს ეკლესია არის ქაშუეთისა და სამთავრისის ტაძრების ასლი, არქიტექტორი არის პაატა ნუცუბიძე, უწესიერესი კაცი, რომელმაც ეს პროექტი შეადგინა.

ერთიანი ძალებით, ჩვენი სოფლელების, ზემო მაჩხაანელების და არა მარტო, უამრავი უცხო ადამიანი მიკავშირდება და სურვილს გამოთქვამს, რომ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ფორმით. მე იმედი მაქვს, რომ ამ მშენებლობას ბოლომდე მივიყვანთ ერთიანი ძალისხმევით

სიმბოლურია, სიახლეა, ჩვენი სოფელი განებივრებულია ძირძველიძველი ტაძრებით, მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარია ჩვენს სოფელში, არის ყველაწმინდანთა ქართველთა, არის დედაღვთისმშობელი, წმინდა ნინოს აღსადგენი ტაძარი, წმინდა გიორგის კავთის ტაძარი, რომელიც აღსადგენია, წმინდა ფოტინეს, ალავერდის და ეს იქნება კიდევ ერთი მარგალიტი ამ ტაძრებს შორის.

სიახლეა, სიმბოლურია, რომელიც გაახლებს და გააძლიერებს ჩვენს სოფელს, კუთხეს და იმედია, ქვეყანასაც." ამბობს სახალხო პარტიის აღმასრულებელი მდივანი სოსო გოგაშვილი.
0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0