x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"არ მაქვს კარგი ინფორმაცია"- რას აცხადებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "სამართლისა და კანონის" თავმჯომარემ თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში საერთო ეროვნულ შერიგებასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, დეპუტატის თქმით, მას აქვს ინფორმაცია რომ საქართველოს ექს - პრეზიდენტი თავს კარგად ვერ გრძნობს.


"რატომ უნდა გავაკრიტიკო ადამიანი თუ გადამწყვეტ სიტუაციაში გონივრულ ნაბიჯს გადადგამს. გამიხარდება, რომ პუტინის ნომერ პირველმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადადგას მისთვის ნაბიჯი, რომლის ამონარიდიც გამოყენებულია ჰააგაში რუსების მიერ საქართველოს წინააღმდეგ, ეს იქნება ჩემნაირი ადამიანისთვის სალომე ზურაბიშვილი სრული რეაბილიტაცია… არ მაქვს კარგი ინფორმაცია … არ არის კარგად მესამე პრეზიდენტი და საშინელება დაგვემართება ამ კაცს, რომ რამე მოუვიდეს – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველთან" საუბარში.


"სტაბილურად ცუდია", - ასე შეაფასა პატიმრობაში მყოფ ექს- პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. იგი მასთან გორის ჰოსპიტალში გუშინაც იმყოფებოდა და ექიმის შეფასებით, ვითარება გაუმჯობესებული არ არის.



0
260
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
260