x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
“რაღა დროს “მიშა მაგარიაა”? – ეგ გოიმობაა... მიშაზე კრიტიკა ხსნილია" - რას წერს მაია ორჯონიკიძე

image


პუბლიცისტი და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქსპსოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის გვერდზე კომენტარებში აღნიშნულ სქრინს შემდეგი კომენტარით აზიარებს.

image


"რაღა დროს “მიშა მაგარიაა”? – ეგ გოიმობაა. ახლა ტრენდში “მელია მაგარია” არის. აბა გაბედე და თქვი, რომ მელია არაა მაგარი – ეგრევე ნაცმოს მტრად გამოგაცხადებენ, მეტიც – სუსის მიგზავნილად, როგორც თავად მელიას შეუმკია არაერთი მისი კრიტიკოსი.მიშა დაბალი ღობეა, მიშაზე კრიტიკა ხსნილია, მეტიც-მაგარ პრადვინუტობად ითვლება”, – წერს მაია ორჯონიკიძე გვარამიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


ახლა კი, გთავაზობთ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის იმ პოსტს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული მხარდამჭერის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.


"ქოცებს არაფერი ეშველებათ. ნაცებიც მაგ კონდიციამდე მივლენ (არც თუ დიდი ხნის მერე), თუ ყველასგან “მიშა მაგარიას” მოსმენის ღრმად ჩაკირული სურვილი სწრაფად არ ამოიგდეს თავიდან", –ვკითხულობთ გვარამიას პოსტში.






0
274
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
274