x
Peloton-ის აქციების ფასი მას შემდეგ დაეცა, რაც სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გაგრძელება გამოვიდა
image
ტრენაჟორების მწარმოებელი კომპანია Peloton -ის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც "სექსი დიდ ქალაქში“-ს სიქველის პირველი 2 სერია გამოვიდა. სერიალის გამოსვლამდე თითო აქციის ფასი 45 დოლარი იყო და ის 39, 42 დოლარამდე დაეცა, - წერს გამოცემა rollingstone.


გამოცემა წერს, რომ სერიალის მთავარ პერსონაჟს, მისტერ ბიგს ამ ტრენაჟორზე ვარჯიშის შემდეგ გულის შეტევა ეწყება. კომპანიას მოუწია განმარტების გაკეთება, რომ მათ ველოტრენაჟორს კავშირი არ აქვს ამ გამოგონილი პერსონაჟის გარდაცვალებასთან.


„პელოტონის“ საკონსულტაციო საბჭოს წევრისა და კარდიოლოგის სუზანა სტეინბაუმის თქმით, სერიალის თაყვანისმცემლების მსგავსაც ისიც წუხს, რომ სერიალში მთავარი გმირის ბედი ასე ტრაგიკულად განვითარდა. „მისტერ ბიგის ცხოვრების წესი ექსტრავაგანდული იყო - კოკტეილები, სიგარები და უზარმაზარი სტეიკები - ეს დიდი რისკი იყო, გარდა ამისა, მეექვსე სეზონში მას უკვე ჰქონდა მიღებული გულის შეტევა“, - თქვა მან.


image
კომპანიამ იცოდა, რომ მის სავარჯიშო მოწყობილობას გამოიყენებდნენ ახალ სერიალში, მაგრამ მათთვის ცნობილი არ იყო კომპანიის ნაწარმი ასეთ საბედისწერო როლს თუ ითამაშებდა სერიალის ყველასთვის საყვარელი გმირის გარდაცვალებაში.



კომპანია „პელოტონი“ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს, მისი სათავო ოფისი ნიუ-იორკშია და ის მეწარმე ჯონ ფოლმა დააარსა.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0