x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ" - წინასწარმეტყველი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

image

“მეგობრებო, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი უკვე მოქმედი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკაში ჩართვის მსურველთა მხრიდან კვლავაც გრძელდება "გიორგი ბრწყინვალის" თემით სპეკულირება, გვსურს შეგახსენოთ იმ წინასწარმეტყველებათა ნაწილი, რომლებიც სწორედ "გიორგი ბრწყინვალის" შესახებ აქვს წარმოთქმული და გამოქვეყნებული ლელა კაკულიას.

მავანთ გვსურს მოვუწოდოთ, კარგად ჩახედონ ჩანაწერებს, გულდასმით გაიაზრონ საქართველოს მომავალი მმართველის ნიშან-თვისებები, მისი გარეგნული აღწერილობა თუ პიროვნული მახასიათებლები, მისი ცოდნა-განათლების მაჩვენებლები და მხოლოდ შემდეგღა გამოთქვან ამბიციები "გიორგი ბრწყინვალეობაზე".

მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ასეთი ამბიცია აწუხებს: ნუ შეეცდებით მოირგოთ "გიორგი ბრწყინვალის" ტიტული - ეს სრულიად ფუჭი და ამაო მცდელობაა!

მით უმეტეს, რომ როგორც სულ რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ, "გიორგი ბრწყინვალე" ჯერ არ არის საქართველოში და ჯერ არ სწვევია ქართველ წინასწარმეტყველს — რაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, მისი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს!!!" - აღნიშნულია წინასწარმეტყველის ოფიციალურ ვერდზე, რომელიც 5 დეკემბრით თარიღდება.

"ვხედავ, ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან. დიახ, ახალი სახეები და არა ძველი სახეები ახალი პარტიის სახელით. ბოდიში, ბედისწერა ყველას კარისკენ მიუთითებს.

ვხედავ, საპატრიარქო ნელ–ნელა იწმინდება. მოდის ახალი პატრიარქი - ამ წუთში ყევლასთვის უცნობი, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. და კიდევ, გინდათ თუ არ გინდათ, დეკანოზი მაინც გათავისუფლდება ციხიდან", - აღნიშნულია გამოქვეყებულ ტექსტში.

1
575
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
575
  
2021, 13 დეკემბერი, 17:32
ლელა რაღაც მოფანფალებული ხარ ნამეტანი. ოღონდ შენ კარგად იყავი და იბჟუტურე რამდენიც გინდა, აღარ გაგიბრაზდები.
0 1 1