x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალ ზელანდიაში მამაკაცი ერთ დღეში 10 -ჯერ აიცრა კოვიდ-ვაქცინით
image


DW-ის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ფული გადაუხადეს იმაში, რომ სხვა ადამიანების სახელით აცრილიყო. ის სხვადასხვა ვაქცინაციის ცენტრს ეწვია, რათა მათ ნაცვლად გაეკეთებინა აცრა. ამრიგად, ახალ ზელანდიელმა ერთ დღეში მიიღო 10 დოზა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა.


საინფორმაციო პორტალ Stuff-ის ცნობით, მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ამ დროისთვის გამოძიების პროცესშია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდა. ჯანდაცვის წარმომადგენლები მამაკაცს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვისთის განკუთვნილი დოზების მიღებაში ადანაშაულებენ.


„საშიშია სხვა ადამიანად გაასაღო თავი და ამისთვის სამედიცინო დახმარება მიიღო. ეს საფრთხეს უქმნის პირს, რომელიც "აცრას იკეთებს"ფიქტიურად და რომლის სამედიცინო ჩანაწერშიც ჩანს, რომ ის აცრილია, თუმცა რეალურად არ მიუღია ვაქცინა“, - განაცხადა ახალი ზელანდიის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამის მენეჯერმა ასტრიდ კორნიფმა.


სამინისტრომ მამაკაცს ურჩია, რაც შეიძლება მალე მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას დახმარებისთვის.


ოკლენდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგმა ჰელენ პეტუსის-ჰარისმა განაცხადა, რომ ვაქცინის კვლევა არ მოიცავს ასეთ გადაჭარბებულ დოზებს, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, ვინც ერთ დღეში 10 ვაქცინას გაიკეთებს . მეცნიერის თქმით, მამაკაცი სავარაუდოდ თავს ცუდად იგრძნობს ერთი ან ორი დღის განმავლობაში, რადგან მისი ორგანიზმის იმუნური სისტება რეაგირებას მოახდენს მრავალ ვაქცინაზე. "ეს წარმოუდგენლად ეგოისტურია, " დასძინა მან.


ხოლო მალაგას ინსტიტუტის დირექტორმა და იმუნოლოგმა გრემ ლე გროსმა დასძინა, რომ ასეთი ქმედებები "უაზრო და საშიშია". ასეთ შემთხვევაში ადამიანი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოკვდეს 10 აცრით, მაგრამ ამდენი დოზის მიღებისას ვაქცინა აღარ იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა.


აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში არ არის საჭირო აცრის დროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.



დღეის მონაცემებით ახალი ზელანდიის მოსახლეობის 89% აცრილია და ინფიცირების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა.პანდემიის დაწყების დრიდან 5 მილიონიან ქვეყანაში 12 ათასი ინფიცრებული დაფიქსირდა სულ 46 გარდაცვალებით.


წელს ზაფხულში 34 წლის ავსტრალიელმა მამაკაცმა თომას ლიმ გადაწყვიტა თავის აზრით სუპერ-დაცვა განეხორციელებინა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ და ორ-ორჯერ აიცრა Pfizer- სა და AstraZeneca-ს მონაცვლეობით.

0
263
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0