x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
Jeep-ის ცენტრში საახალწლო აქცია დაიწყო

image

ახალი წელი ყოველთვის უსაზღვრო ემოციებს უკავშირდება. Jeep-ის ცენტრმა კი გადაწყვიტა თავისი მომხმარებელი ამ პერიოდში განსაკუთრებულად გაანებივროს!


საახალწლო აქციის ფარგლებში, ავტომობილის ყიდვის მსურველებს ეძლევათ საშუალება, საახალწლო სპეციალური ფასების გარდა, შერჩეულ ნებისმიერ მოდელზე, ისარგებლონ 0% ავტოგანვადებით და მხოლოდ ღირებულების 10% დაფარონ სასურველი ავტომობილის შეძენისას. არაჩვეულებრივ საახალწლო შენაძენთან ერთად მომხმარებელს საჩუქრად 1 ტონა საწვავიც გადაეცემა.

image

Jeep-ის ნამდვილი ყველგანმავლები ზამთრის სეზონს განსაკუთრებულად უხდება, თოვლი და უგზოობა ხომ Jeep-ის ერთ ერთი მთავარი სტიქიაა.


ცენტრში წარმოდგენილი Jeep-ის მოდელების მრავალფეროვანი არჩევანი - Jeep Wrangler, Grand Cherokee, Gladiator და Compass, ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს დააკმაყოფილებს. მსურველებს შეუძლიათ დარეკონ და წინასწარვე დაგეგმონ შერჩეული მოდელის Test Drive.

image

ამასთანავე Jeep-ის ცენტრში მოქმედებს Trade In პირობა, რაც გულისხმობს ცენტრიდან ახალი ავტომობილის ყიდვისას თქვენი კუთვნილი ნებისმიერი მარკის თუ წლოვანების მანქანის ჩაბარებას მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით, სხვაობის დაფარვა კი შესაძლებელია განვადებით. მომხმარებელთა კომფორტისთვის ავტომობილის შეფასება შესაძლებელია დისტანციურად განხორციელდეს.


კომპანია სტრადა მოტორსი, რომელიც Jeep-ის, Alfa-Romeo-ს და FIAT-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, მომხმარებელს საუკეთესო ავტომობილებს, განსაკუთრებულ პირობებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.



Jeep გილოცავთ ახალ წელს!

Jeep-ის ცენტრი

0322307307

აკ. ბელიაშვილის ქ. 191

https://www.jeep.ge/

FB: www.facebook.com/jeepgeorgia/


R

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0