x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
გამოვლინდა "მის სამყაროს" გამარჯვებული

image

მის სამყაროს კონკურსში გამარჯვებული გახდა ინდოეთის წარმომადგენელი ჰარნაზ სანდჰუ.


21 წლის ინდოელი გოგონა ჰარნაზ სანდჰუ(Harnaaz Sandhu) გახდა გამარჯვებული 70-ე საიუბილეო "მის სამყაროს(Miss Universe) კონკურსზე, წერს PhilStar Global.ის გახდა ინდოეთის მესამე წარმომადგენელია, რომელმაც ეს ტიტული მოიგო ამ სილამაზის კონკურსის არსებობის მანძილზე

მორიგი საიუბილეო კონკურსი გაიმართა ისრაელის ქალაქ ეილატში .

სანდჰუ მუშაობს ადმინისტრატორად, თავისუფალ დროს, ის დამატებით მოდელად და მსახიობად მუშოაბს . გარდა ამისა, გოგონა სოციალურ აქტივობებშია ჩართულია და ქალთა უფლებების გაძლიერებისთვის იბრძვის.

მოდელი დაინტერესებულია პროექტებით, რომელიც გარემოს დაცვას შეეხება და არის ნახშირორჟანგის ემისიების შეზღუდვის მხარდამჭერი.

გამოცემა Insider-ის ცნობით, კონკურსის წამყვანმა, კომიკოსმა სტივ ჰარლიმ, გვირგვინის მფლობელის სახელის გამოცხადებისთანავე, სთხოვა მას "მიაუ" ეთქვა. სანდჰუმ მანამდე განაცხადა, რომ მას შეუძლია ცხოველების მიბაძვა და ეს აჩვენა კიდეც მაყურებელს.

image

მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ლალელა მსვანე(Lalela Mswane) გავიდა, ხოლო მესამეზე - ნადია ფერეირა (Nadia Ferreira) პარაგვაიდან.

image

image

ამის გარდა კატეგორიაში საუკეთესო ნაციონალური კოსტუმი, გაიმარჯვა ნიგერიელმა მარისტელა ოკპალამ, ხოლო პრემია "კარნავალის სული" მოიგო შანტელ ო ' ბრაინმა ბაჰამის კუნძულებიდან.ჯილდო "სოციალური ზეგავლენისთვის" მოიგო ჩილელმა ანტონაი ფიგეროამ.

image

ჟიურის კომისია 9 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის იყო ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა, 2016 წლის "მის სამყარო" აირის მიტენიერი, პუერტო-რიკელი მსახიობი ადამარი ლოპესი და სხვები.

მთლიანად "მის სამყაროს" კონკურსზე 80 კონკურსანტი იბრძოდა, სამწუხაროდ მათ რიცხვებში ვერ მოხვდა საქართველოს წარმომადგენელი, ფინალურ ეტაპზე გავიდა 16 კონკურსანტი.

0
297
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0