x
image
ირინა მ.
Mediator image
გავრცელებული მითები, რომლებისაც ზოგიერთს ჯიუტად სჯერა

image


1. ძველი ბერძნები დასრულებულ ქანდაკებებს თეთრ ფერში არ ტოვებდნენ, სხვადასხვა ფერის საღებავებით ფარავდნენ, თუმცა ამ საღებავებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ.

image

ოქტავიან ავგუსტუსი, რომის იმპერიის დამაარსებელი

2. ადამიანის სამყაროს ხუთი ძირითადი გრძნობით აღიქვამს: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოს შეგრძნება და ტაქტილური (შეხებითი) შეგრძნება. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს სხვა შეგრძნებებიც, მაგალითად, წყურვილი, შიმშილი, ტკივილის, წონასწორობის შეგრძნება და სხვ.

image

3. ნაპოლეონი არ იყო დაბალი. მისი სიმაღლე 170 სმ. იყო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალს ნიშნავდა.

image

4. აინშტაინი კარგად სწავლობდა და არ ყოფილა ოროსანი. განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. ერთადერთი გამოცდა რომელშიც "ჩაიჭრა", უმაღლეს სასწავლებელში "მისაღები ტესტები" იყო, თუმცა მომავალ წელს წარმატებით გაიარა.


image

5. აკნე ორგანიზმის გენეტიკური თავისებურებაა. მუწუკები არ არის კავშირში ჰიგიენასთან და დიეტასთან.

image

6. საეჭვოა ადამიანმა ძილში ობობა ჩაყლაპოს. ეს მწერები მშიშრები არიან, ხოლო ხვრინვა, სუნთქვა და ადამიანის გადატრიალება მათ ძალიან აშინებთ.

image

7. ნათურის ავტორი თომას ედისონი არ გახლავთ. მისი ავტორობა დააპატენტა ჯოზეფ უილსონ სუონმა 1860 წელს.

image

8. შამპუნებს არ ძალუძთ აღადგინონ დაზიანებული თმა შიგნიდან, ისინი მხოლოდ გარეგნულად ზემოქმედებენ მასზე, ჭუჭყს აცლიან თავის კანს და თმას.

image

9. "რკინის ქალი" (შიდა მხარეს განლაგებული ეკლებით) შუასაუკუნეების საწამებელი მოწყობილობა არ არის. XVIII საუკუნეში ის შექმნეს ხალხის დასაშინებლად, რომლის შესახებაც გამოფენებზე წარსულის საშინელებებზე უყვებოდნენ.

image

10. ჟესტების ენა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ასე რომ, ის საერთაშორისო ენა არ არის.

image

11. "ბედნიერების ორცხობილა", რომელსაც ჩინურ კაფეებში არიგებენ, ამ ქვეყანაში არ მოუგონიათ. მათი სამშობლო იაპონიაა. ჩინელები მას იყენებენ, როგორც სუვენირებს უცხოელებისთვის.

image

12. ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან არ ჩანს. მისი დანახვა მხოლოდ სპეციალური გამადიდებელი მოწყობილობით შეიძლება.

image

13. არ არსებობს დამადასტურებელი მონაცემები იმისა, რომ ვიკინგები რქებიან შლემებს ატარებდნენ. პირველად ასეთი მუზარადი გამოჩნდა ოპერა "ნიბელუნგების ბეჭედი"-ს თეატრალურ წარმოდგენაზე 1876 წელს.

image

14. კოლუმბი არ არის ამერიკის კონტინენტის პირველი აღმომჩენი. ამერიკის მიწაზე პირველმა ფეხი დადგა სკანდინავიელმა მეზღვაურმა ლეიფ ერიქსონმა, მე-10 საუკუნეში, კოლუმბამდე ხუთი საუკუნით ადრე.

image

ლეიფ ერიქსონი

image

კოლუმბი

15. ორსონ უელსის რადიოდადგმას "სამყაროთა ომი" არ გამოუწვევია პანიკა აშშ-ის მოსახლეობაში და არც არავის დაუჯერებია უცხოპლანეტელების შესახებ. მასობრივი პანიკის შესახებ ჭორები კორპორაცია CBS და ორსონის სარეკლამო ტრიუკი იყო.

image

16. ბუდა გუატამა სინამდვილეში არ არის მსუქანი. მისი ფიგურები, რომელიც ბევრს ასე ძალიან უყვარს, ბუტაიას (ლეგენდის პერსონაჟის) პროტოტიპია და მას გუატამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

image

17. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჟღალთმიანებისა და ქერების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება, ისინი არ გაქრებიან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ადამიანები პერიოდულად დაიბადებიან.

image

image

18. მიცვალებულებს არ ეზრდებათ თმები და ფრჩხილები. ეს ილუზია იქმნება იმის წყალობით, რომ როცა კანი შრება და იფიტება, სხეულის ზოგიერთი უბანი შიშვლდება.

image

19. ჯორჯ ვაშინგტონს არ ჰქონია ხისგან დამზადებული კბილები. მისი პროთეზი შედგებოდა მონების, სახედრების და ცხენების კბილებისგან; საფუძველი კი დამზადებული იყო ჰიპოპოტამის (ბეჰემოტის) ძვლისგან და ოქროსგან.

image





ეს საინტერესოა:




ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


პატარა აღმოჩენები, რომლებიც სოცქსელების მომხმარებლებმა გააკეთეს

image


უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა

image


როცა ბავშვები სახლში მარტო რჩებიან

image


საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image


საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

image


რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image

როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია

image


ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან

image


როგორ გამოიყურება მიკროსკოპის ქვეშ ჩვენი ორგანოები, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესი და ა.შ. (+ვიდეო)

image





0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
148