x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
"კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

image

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სოფლად მცხოვრებლების მორიგ ისტორიას გვთავაზობს:

"კარგა ხანია, თავის მოკვლა მინდა. ერთი ოცი წელია. მაგრამ დრო ვერ გამოვძებნე - გათენებიდან მზის დაბრეცამდე ვშრომობ. ჰოდამ, ვერ მოვიცალე. განა ვხუმრობ შე კაცო, რა გაცინებს? მართლა მინდა თავის მოკვლა, მარა ამ სამუშაოს რა ვუყო? მივალ თოკთანა, ვფიქრობ აჰა, ჩამოვიკიდავ თავსა და ძროხა მომაბღავლებს, ეგ შენი კი არა, ჩემი თოკიაო. ჰოდა, ასე დავფიქრდი, რომ ცხოვრება არის შრომა და შრომა კიდევ სიკვდილის დავიწყება არის, სიკვდილისთვის არმოცლა. თორე წინ რა უდგას? ვერაფერი.

ხომ გითხარი, გიორგი აზრუმელაშვილი ვარ, სოფელ თონეთიდან. თუ არ გითხარი?!

ნუნუ აზრუმელაშვილი ვარ. გიორგის ცოლი ვარ, მაგან რომ თავის მოკვლა დააპირა, იქამდე კიდევ ორმოცი წელია, თუ მეტი არ არის. ერთმანეთი მაყვალზე გავიცანით, მერე მოგიყვები.

მე ამათი მეზობელი ვარ, ყაზბეგი გოგიჩაშვილი. ადრე გოგიჩაიშვილები ვიყავით, დიპლომში გოგიჩაშვილი მიწერია. ჩემი სურათი რო განახო ახლა, ვერ მიცნობ, მე ვარ თუ არა - ულამაზესი ტანი და რგვალი პირ-სახე მქონდა. მეტრა ოთხმოცდაათი უტოლიდა სიმაღლე - ახლა, რა - ოთხმოცდამესამეში ვარ. სიმაღლეში კი არა - წელში. მა მენგლისში გამიყიდია ნახშირი. ჰოდა, იცი რა ნახშირი? ვაჟა-ფშაველას სახლი რომ დაიწვა, იქ ეყარა ნახშირი. ჭირდა კაცო. პატარები ვიღავით, ვიპარავდით იმ ნახშირსა და მანგლისში ვყიდდით. კაი იყო ნახშირი".

0
491
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0