x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ავსტრალიაში დედამიწის შავი ყუთი გამოჩნდება

image
ავსტრალიის დასავლეთით ტასმანიაში წლის ბოლოს უჩვეულო ობიექტი გამოჩნდება - დედამიწის შავი ყუთი. თვითმფრინავების შავი ყუთების მაგალითზე, ეს ჩამწერი ჩაწერს დედამიწაზე მიმდინარე ყველა კლიმატურ ცვლილებას, იმ შემთხვევისთვის, თუ ჩვენი ცივილიზაცია ვერ გაუმკლავდება კლიმატის კრიზისს და დაიღუპება.

შავი ყუთი იქნება ავტობუსის ზომის დიდი სტრუქტურა: ათი მეტრი სიგრძით, ოთხი მეტრი სიგანით და სამი მეტრი სიმაღლით. მისი კორპუსი დამზადდება 7, 5 სანტიმეტრი სისქის ფოლადის ფურცლებით.

შიგნით, იგი შეივსება მრავალი შესანახი მოწყობილობით და ჩართული იქნება ინტერნეტთან, მთელი სტრუქტურა იქნება დამოუკიდებელი და კვება ექნება სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებიდან. ბატარეები ასევე უზრუნველყოფენ სარეზერვო ენერგიის შენახვას.

პროექტის ავტორებმა ჩანაფიქრით, მზიან ამინდში შავი ყუთი ჩამოტვირთავს სამეცნიერო მონაცემებს და სპეციალური ალგორითმი ინტერნეტიდან შეაგროვებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მასალებს. ხმელეთისა და ზღვის ტემპერატურის გაზომვებს, ოკეანეების მჟავიანობას, ატმოსფერული CO2-ს, სახეობების გადაშენებას, მიწათსარგებლობის ცვლილებებს, ასევე მოსახლეობის, სამხედრო ხარჯებს და ენერგიის მოხმარების ძირითადად აღირიცხებვებს გარდა ამისა, ჩამწერი პროგრამა შეაგროვებს კონტექსტურ მონაცემებს, როგორიცაა გაზეთების სათაურები, სოციალური მედიის პოსტები და ძირითადი მოვლენების სიახლეები.

გავრცელებული ინფორმაციით, მარადიული ყუთის მშენებლობა დაიწყება მომავალი წლის შუა რიცხვებში, მაგრამ მყარი დისკები ჩაიწერება მიმდინარე წლის ნოემბრიდან, გლაზგოში დაწყებული COP26 კლიმატის კონფერენციის მერე.

0
559
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0