x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494964
"გამოვარდება მერე ვინმე ქოცი და ამიწევს ისტერიკას, რა ვქნა, ცოტა არგუმენტი მაქვს?!" - გურამ შეროზია
image

"მე-8 თუ მე-9 კლასში ვიქნებოდი, როცა მშობლებთან ერთად თბილისში მოვხვდი, მათემატიკის მორიგი შეჯიბრების ფინალში...

ჰოდა, შეგხვდა ვიღაც კაცი, რომელიც უნივერსიტეტში მუშაობდა და ჩამოვარდა ჩემს ნიჭიერებაზე საუბარი, როგორ გადაჰსარევად ვსწავლობ ყველა საგანს და რომ სკოლაში კი არა - ქალაქშიც ერთ-ერთი ყველაზე ბეჯითი ბავშვი ვარ, ცოტა ხანში აბიტურიენტიც გახდება და ჩაბარების დროც მოვაო...

ამ კაცმა ძაან კაიო, მაგრამ უნივერსიტეტში რომ ჩაირიცხო, თან ფასიანზე - ხუთი ათას დოლლარზე ნაკლები ვერაო (ეს მაშინ ძაან დიდი ფული იყო, ერთ ოთახიან ბინას იყიდდი ფოთში).

ბავშვი ვიყავი, მაგრამ სრული სიმძაფრით გავიაზრე და საშინლად მეტკინა ჩემი ლამპის შუქზე გატარებული და სწავლაზე თავგადაკლული ყოველი ღამე!

მერე მოვიდა მიშა, მოიტანა ერთიანი ეროვნული გამოცდები და 100% გრანტით ჩავირიცხე. სახლს რომ მარტო ერთ წელში სამჯერ გვიტეხავდნენ ქურდ-ბაცაცები და დედაჩემის კივილ-ტირილები ახლაც მახსოვს - ამ ამბებსაც მიშამ შეუყენა წყალი.

ქუჩაში რომ ნაფტალინა ჩა*ლევებული ბირჟავიკები დიდ გულზე იდგნენ და ფულს სთხოვდნენ ბეჯით, მშრომელ ბიჭებს (ნუ მე ბავშვი ვიყავი და ამცდა ეს *ლეობა) - ამისგანაც მიშამ გვიხსნა. ტურისტებით რომ არის სავსე ქვეყანა და ბათუმ-თელავ-ანაკლია-სიღნაღი და სხვა ქალაქები ასე რომ მეამაყება - ესეც.

ჰოდა, მოდი და არ მიყვარდეს ახლა და არ ვიყო მადლიერი...გამოვარდება მერე ვინმე ქოცი და ამიწევს ისტერიკას, რა ვქნა, ცოტა არგუმენტი მაქვს?! ან იქნებ მე გამომრჩა რამე და შემახსენოთ " - წერს სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი, ბლოგერი და ლექტორი გურამ შეროზია.

image

ასევე იხილეთ


"ოჯახის წევრების და მეზობლების გაფითრებული, გაშეშებული სახეებით გარემოცული, 9 აპრილს, ძალიან პატარა, პირველად შევხვდი სიკვდილს. ისეთი ტრაგედია ტრიალებდა ირგვლივ, განცდა მქონდა რომ ნახევარი ქვეყანა იმსხვერპლა იმ დღემ. თინეიჯერობის ასაკამდე წამომეწია სამოქალაქო ომი, ...



"მარშუტკაში მოხუცი ქალი მეჯდა გვერდზე. გამომელაპარაკა - ზვიადის კლასელი ვარო. დოჩანაშვილიც ჩვენი კლასელი იყოო. კიდევ ჩამოთვალა რაღაც გვარები. პირველად რომ დააპატიმრეს ზვიადი, 7 კლასელი იყო მაგასთან ერთად დაჭერილი. აი როგორი კლასი მყავდაო. ჰმ, მე ვერ



-მაიტა ერთი, უფროსო, ბილეთი ამიღეო - ბარათი გაუწოდა შუახნის კაცმა კონტროლიორს. ამან - ჩემ გვერდით დგახარ და სალაროც აგერაა, დაადე და აიღეო. იმან - შენ რო ამიღო, არ გეკადრებაო? ამან - ეგ რა შუაშიაო, სალაროსაც წვდები და ხალხიც არ გიშლის ხ



მოქალაქე უჩა აბაშიძე თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს სოციალურ ქსელში-იგი ტაქსის მძღოლს 30 წლის ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. "გუშინ რო ელაპარაკე, და დღეს დილას რო ნახულობ რო სახე აქვს გადაგლეჯილი და გასისხლული (გოგოს) ამბავი ხდება ამ ღამით მეგობარი, გოგო, იყო სტუმრად ლისზე, სხვ...

1
507
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
507
  
2021, 11 დეკემბერი, 23:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1