x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508583
„როცა გავიმარჯვებ, მერე შეგირიგდებით სუყველას“ - რატომ არის შერიგების იდეა უპერსპექტივო?

image
ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აქტუალური შერიგების და პოლარიზაციის აღმოფხვრის თემას „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე“ ეხმიანებიან.


image
თამარ ჩერგოლეიშვილი შერიგებას ამ ეტაპზე შეუძლებლად მიიჩნევს.

„შერიგებაზე საუბარი მხოლოდ გამარჯვებულის პოზიციიდან შეიძლება. ყველა სხვა პოზიციიდან, შერიგებაზე საუბარი, არის კაპიტულაცია. ამიტომ არ ვერევი ამ საუბრებში. როცა გავიმარჯვებ (თავს გამარჯვებულად ვიგრძნობ) - მერე შეგირიგდებით სუყველას“, - წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“.


image

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ შერიგების შედეგად კიდევ უფრო "ცხადი გახდება პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმე…“

„რატომ არის შერიგების იდეა ყალბი და უპერსპექტივო? ასეთი შერიგება შესაძლებელია რეჟიმის მმართველობიდან გამოსვლისთანავე, სისტემის მიერ დანაშაულის აღიარების, მის მიმართ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის, მონანიების, დაზარალებული საზოგადოების მხრიდან პატიების და ამ ყველაფრის შემდეგ ფართო ამინისტიის ბაზაზე, სისტემის მსახურების პირველი წრისთვის მინიმუმ ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში საჯარო სამსახურიდან ჩამოშორებით.

დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც არსებული ხელისუფლება გახდა პრაქტიკულად სრული სამართალმემკვიდრე მანკიერი სისტემის იმ ნაწილის, რომელმაც მას ლოიალობა გამოუცხადა, ანუ, თითქმის სრულად გადმოიბარა და შესაბამისად პასუხისმგებლობა აიღო მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე და აქცია საკუთარი დანაშაულის ინსტრუმენტად.

ჩვენ ახლა უკვე ვსაუბრობთ სხვადასხვა დროს ერთი დანაშაულის მონაწილე ორი სუბიექტის შერიგებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ ისევ ხალხის გვერდის ავლით და ფაქტობრივად ისევ ხალხის ხარჯზე, რომლისთვისაც და რომლის სახელითაც ეს თითქოს კეთდება. ისინი შერიგდებიან და შედეგად კიდევ უფრო ცხადი გახდება პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის უფსკრულის სიღრმე…“, - წერს ხუხაშვილი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ის პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა უახლესი ისტორიის საერთო აღქმას მივაღწიოთ, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.


0
614
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
614
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0