x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პირველი ღამის 5 ველური ტრადიცია მესამე სამყაროს ქვეყნებში

image


რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავისი საქორწინო ადათ-წესები გააჩნია, მაგრამ ის, რაც აფრიკის ზოგიერთ ტომში ხდება, უბრალოდ გასაოცარია. წარმოგიდგენთ, აფრიკაში დღემდე შემორჩენილი პირველი საქორწინო ღამის 5 სრულიად გაუგებარ ტრადიციას.



1. ბერბერული ტომები


image


ბერბერული ტომებიდან პატარძალი და სიძე საქორწინო ცერემონიალის შემდეგ მარტო არასდროს რჩებიან. მათი ქორწილის ღამე კოლექტიურია. ახალდაქორწინებულებს რამდენიმე ოჯახური წყვილი უერთდება და მათ სასიყვარულო ხრიკებს ანდობს, რამაც შესაძლოა რამდენიმე დღესაც გასტანოს.



2. კენია


image


რუანდაში, კენიასა და სუაჰილის ენაზე მოლაპარაკე სხვა ქვეყნებში ახალდაქორწინებულებს ასევე არ ტოვებენ უყურადღებოდ. ტრადიციის თანახმად, ახალგაზრდებთან ერთად პატარძლის უხუცესი ნათესავი წვება, რომელიც პროცესს თვალს ადევნებს, ხოლო დილით ყველას ამცნობს თუ როგორ ჩაიარა ყველაფერმა.



3. უგანდა

image


ჩრდილო-დასავლეთ უგანდაში მცხოვრები ბანიანკოლეს ტომში, პატარძლის დეიდა, რომ დარწმუნდეს რომ საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აქვს, ის ქორწილამდე ღამეს დისშვილის რჩეულთან ატარებს, შემდეგ კი თავად პროცესსაც ესწრება.





4. ტანზანია


image


ტანზანიაში პატარძალი ცერემონიალში საერთოდ არ მონაწილეობს, სანამ ყველა მხიარულობს, ის ჩაცმულ - მოკაზმული სახლში ქმარს ელოდება, რომელიც ღამით მოდის და ცოლქმრული ცხოვრებაც იწყება.


5. სუდანი


image


ნუერის ტომში, საქორწინო ზეიმის შემდეგ, მეგობრებს პატარძალი საქმროს სოფელში მიჰყავთ, სადაც ჯერ მას თავს პარსავენ და ქმართან მხოლოდ უკვე ამის შემდეგ მიჰყავთ. ამ რიტუალის მნიშვნელობა ბოლომდე გასაგები არ არის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: თმიან გოგონას კანონიერ მეუღლესთან დაწოლის უფლება არ აქვს.






0
1315
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1315