x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლეგენდარული მეფე ართური ბრიტანელი არ იყო

მეფე ართურის და კამელოტის ციხე–სიმაგრის შესახებ, არაერთი ისტორია არსებობს. შუა საუკუნეების ლეგენდის მიხედვით, VI საუკუნის დასაწყისში, საქსონელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ართური ბრიტანეთის ჯარის მთავარსარდალი და მისი ნდობით აღჭურვილი, მრგვალი მაგიდის რაინდთა ხელმძღვანელი იყო. მაგრამ, რეალურად არსებობდა კი, ასეთი პიროვნება?


image


მიუხედავად იმისა, რომ კამათი ამ საკითხზე, რამდენიმე საუკუნის მანძილზე მიმდინარეობდა, ისტორიკოსებმა მისი არსებობის ფაქტი, ვერც უარყვეს და ვერც დაადასტურეს.

ბრიტანეთის ისტორიის მკვლევარი ჯეფრი მონმაუთელი XII საუკუნეში ცხოვრობდა. სწორედ მის მიერ დაწერილ წიგნში — «ბრიტანეთის მეფეების ისტორია» არის მოთხრობილი ისტორია მეფე ართურზე და მის მსახურზე, მენტორზე და მეგობარზე, მერლინზე.image
როგორც ავტორი ამტკიცებს, მერლინს, მეფის კარზე, უმაღლესი კატეგორიის ბარდის თანამდებობა ეკავა და
ამავდროულად, ჯადოქარიც (ფილიდი) იყო. ის მეფეს ყოველთვის გვერდში ედგა და ქვეყნის მართვაში, რჩევებით და ჯადოქრობით ეხმარებოდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მან შეიტყო, რომ მეფე ბრძოლის დროს დაიღუპა, შეიშალა, შოტლანდიის ტყეში გაიქცა და ღრმა მოხუცებულობამდე იქ ცხოვრობდა.

ლეგენდარულ მეფე ართურზე და მის მრჩეველ მერლინზე, შუა საუკუნეების კიდევ ერთი ავტორი მოგვითხრობს. 1485 წ. ინგლისელმა მწერალმა თომას მელორმა წიგნი – «არტურის სიკვდილი» გამოაქვეყნა, რომელშიც მეფე ართურის და მერლინის თავგადასავლები დეტალურად არის აღწერილი. ავტორი დადებითად ახასიათებს მერლინს. მისი თქმით, ის კეთილი ჯადოქარი იყო, რომელიც უთერ პენდრაგონის კარზე მსახურობდა, შემდეგ კი, მისი ვაჟის, ართურის აღმზრდელი გახდა. ხოლო, როდესაც ართური ტახტზე ავიდა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი, მას გვერდიდან არ მოშორებია.

მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მეფე ართური ბრიტანეთის ისტორიის ქრონიკებში, მეფედ მოხსენიებული არ არის. იმ პერიოდში, როდესაც, სავარაუდოდ, მეფე ართურს და მერლინს უნდა ეცხოვრათ, ბრიტანეთში ძალიან რთული სიტუაცია იყო. ბრიტანეთის მეფეს, ვორტიგერნს, შოტლანდიელი პიქტები (შოტლანდიის უძველესი მოსახლეობა) დაუპირისპირდნენ. მათი ამბოხების ჩასახშობად, მეფემ გერმანული ტომები, საქსები მიიწვია, რითაც დიდი შეცდომა დაუშვა. ბრიტანეთში მისულმა საქსებმა, ყველაფერი დაივიწყეს, ბრიტების დახოცვა და კუნძულზე დასახლება გადაწყვიტეს. თავიდან ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით მიდიოდა. მაგრამ, უეცრად, გამოჩნდა გმირი, რომელმაც საქსები დაამარცხა. ის ბრიტების ჯარებს სათავეში ჩაუდგა, გერმანელების წინააღმდეგ წარმოებულ 12 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა. საქსებზე გამარჯვების შემდეგ, მადლიერმა ბრიტანელებმა, ართური სამეფო ტახტზე აიყვანეს.
მაგრამ, ბრიტანელმა დიდგვაროვნებმა ის მეფედ არ მიიღეს... და თუ რატომ, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი — მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ართური უცხოელი იყო.

image

«მეფე ართური არ იყო მონარქი: ის იყო ნიჭიერი მხედართმთავარი, რომლის ხელმძღვანელობით ბრძოლები სამხ. შოტლანდიასა და ნორთამბერლენდში გაიმართა» — ბრიტანეთის ძველ ქრონიკებზე დაყრდნობით, განაცხადა ფილოლოგმა და კელტური კულტურის ექსპერტმა, ესპანეთის ნავარას უნივერსიტეტიდან დოქ–მა ენდრიუ ბრიზმა (Andrew Breeze). «ბრიტანელთა ისტორიის» ქრონიკების ავტორი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, უელსელი ისტორიკოსი ნენია (ლათ. Nennius), რომელიც IX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის თავის წიგნში 9 ადგილს ასახელებს და დეტალურად აღწერს, სადაც რეალური ართური მტერს შეებრძოლა და გაიმარჯვა.
მეცნიერმა ასევე განაცხადა, რომ «მეფე» ბრეტანელი (ბრეტანი — რეგიონი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე) იყო და ის ალტ კლუტში სამხ. შოტლანდიაში ცხოვრობდა. ართური ჯერ შოტლანდიელი მეამბოხეების მხარეს იბრძვოდა, ხოლო როდესაც ქვეყანას გერმანული ტომები შემოესივნენ, ბრიტანეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში.

მაგრამ, გლაზგოს უნივერსიტეტის კელტური კულტურის პროფესორმა თომას ოუენ კლენსმა (Thomas Owen Clancy) ბრიზის მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენა, რადგან აღნიშნული ქრონიკები, მასში აღწერილი ისტორიული მოვლენებიდან, საუკუნეების შემდეგ არის დაწერილი.

ასე, რომ, მეფე ართურის საკითხთან დაკავშირებული დაპირისპირება, ჯერ–ჯერობით, ამოწურული არ არის. თუ ლეგენდარული მეფე მართლაც არსებობდა, ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, რა კავშირი ჰქონდა სამეფო კარის ჯადოქარს, უცხოეთიდან ჩამოსულ ართურთან?


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. სტალინი და იუმორი – 15 რეალური ფაქტი, ბელადის ცხოვრებიდან

2. ყველაზე ხელგაშლილი "მათხოვარი" - ამ ადამიანის შესახებ ყველამ უნდა გაიგოს

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 4600 წლის პირამიდების გამოსახულება აღმოაჩინეს ნივთზე, რომლის ასაკი 5000 წელს აღემატება

6. დროის მარყუჟი: შესაძლებელია, თუ არა წარსულში დაბრუნება?



0
969
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
969
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0