x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„სააკაშვილმა მთელი პარტია ციხეში ჩაყარა ოღონდ ირინას არ შეეხო.... როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?“

image

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილის მიერ ირინა სარიშვილისთვის მიწერილ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს სქრინი შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო? თავად განსაჯეთ:

სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო, სააკაშვილი ჯერ კიდევ მგონი "მოქკავშირი"-ს ახლაგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო საჯაროდ "პოლიტიკური კახპა" უწოდა.

სანაცვლოდ "ედპ"-ს მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებუოლი ამ პარტიიდან) სააკშვილს სახლთან დახვდნენ და როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს.

მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს და კრემლის მსახურ იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა. სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა ოღონდ ირინას არ შეეხო. როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?

როგორც არ უნდა იყოს, დღეს ერთად არიან. დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრმაა ქართულ პოლიტიკაში", - წერს მერაბ მეტრეველი.

ირინა სარიშვილმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც წერს, რომ ძალიან უყვარს და დარწმუნებულია, ერთად გაანგრევენ [ხელისუფლებას]...

"უმაგრესი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მაგარი პოსტებისთვის. ბოდიში, რომ აქამდე ვერ შევხვდით, მაგრამ იცოდე, ძალიან მიყვარხარ, დარწმუნებული ვარ, რომ გავანგრევთ ამათ, გკოცნი", - წერს მიხეილ სააკაშვილი ირინა სარიშვილს.


imageimage
.

"არადა, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი და სარიშვილი ერთმანეთის მტრებად მოიაზრებოდნენ და მკვეთრ დაპირისპირებაში იყვნენ. ირინა სარიშვილს აღმაშენებლის გამზირზე "ნაცმოძრაობამ" საოფისე ფართი წაართვა. იმხანად სარიშვილი იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომნარე იყო და სააკაშვილის გუნდი სარიშვილს მიღალატეს უწოდებდა. ვიდრე სააკაშვილს სარიშვილი შეუყვარდებოდა, სამშობლოს მოღალატედ აცხადებდა. სარიშვილის მიერ თბილისში გამართულ სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე გიორგაძის ზარების გამო სკანდალებიც ხშირად მომხდარა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ "ვარდებიას რევოლუციის" დროს საქართთველოს პრემიერმინისტრი სწორედ ირინა სარიშვილი გახლდათ და ისიც საყურადღებოა, რომ 7 ნოემბრის დარბევისთანავე სააკაშვილის გადადგომის დროს დანიშნილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთერთ კანდიდატად კენჭს ირინა სარიშვილიც იყრიდა და სააკაშვილთან კონკურენციაში შევიდა", - ავტორის მინაწერი.

0
807
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
807
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0