x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
,,ევერესტის დედოფალი" - აი რას ჰყვება ქალი, რომელმაც ევერესტი 9-ჯერ დაიპყრო

ლაკპა შერპა- ქალი, რომელმაც ევერესტი არა ერთხელ და ორჯერ, არამედ 9-ჯერ დაიპყრო. შერპა უკვე 47 წლისაა, მაგრამ არა მხოლოდ მთაზე ადის, არამედ იქ მთამსვლელებსაც მიჰყავს. ევერესტის სიმაღლე თითქმის 9 ათასი კილომეტრია და მთამსვლელების მწვერვალზე "სიკვდილის ზონა" ელის.

image

ქალი დაიბადა პატარა სოფელში ჰიმალაის ძირში. 15 წლიდან ხელმძღვანელობდა ექსკურსიებს მთაში. უნდოდა ექიმი ან პილოტი გამხდარიყო, მაგრამ სკოლაში არ მისცეს უფლება. ახლა ჰყავს ოჯახი და შვილები, მუშაობს ერთ-ერთ მაღაზიაში ჭურჭლის მრეცხავად, თავისუფალ დროს კი ევერესტზე ექსკურსიებს მართავს. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქალია, ვინც ამ მთაზე ამდენჯერ ავიდა.

image
რა ღირს ევერესტზე ასვლა? საშუალოდ 25 ათასი დოლარი. მხოლოდ ასვლის ნებართვის მისაღებად იხდით 11 ათასს. თქვენ ასევე უნდა შეიძინოთ აღჭურვილობა, ჟანგბადის ავზი და აიყვანოთ გიდი.

image
8 ათასი მეტრის სიმაღლეზე იწყება „სიკვდილის ზონა“. ლაკპა ამბობს, რომ მან ბოლო წელს 6 გაყინული გვამი ნახა. გვამები მთიდან არ ჩამოჰყავთ, რადგან ეს ძალიან საშიშია. მრავალი წლის განმავლობაში, მთამსვლელები იხსენებდნენ გარდაცვლილ კაცს, სახელად "მწვანე ჩექმები". ეს არის მთამსვლელი, რომელიც 1996 წელს გარდაიცვალა. ახლა ის მდებარეობს 8500 მეტრის სიმაღლეზე.

image
რატომ იღუპებიან ალპინისტები? ყველაზე ხშირად ზვავების გამო. ასევე სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

image

რომელია გზის ყველაზე რთული ნაწილი?

ბოლო 800 მეტრი ზევით ყველაზე რთულია. ჟანგბადის ნაკლებობის გამო იწყება ცნობიერების დაბინდვა. ძნელია გადაადგილება, სწრაფი სიარული გჭირდებათ, რათა გზაზე დარჩეთ. ლაკოპა ამტკიცებს, რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ ზევით არაუმეტეს 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი სწრაფად უნდა დატოვოთ "სიკვდილის ზონა".

“თავს ზომბივით ვგრძნობ, რომელიც ზეცას აწყდება. ევერესტზე, მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ მსოფლიოს მწვერვალზე ვარ. ეს არის ეიფორიის გრძნობა, რომლის მიღწევაც სხვა გზით შეუძლებელია", - ამბობს ქალი.

0
60
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0