x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
„იცოდე ძალიან მიყვარხარ და გკოცნი! ბოდიში რომ ვერ შეგხვდი“ – სააკაშვილ-სარიშვილის მიმოწერა

image

ირინა სარიშვილმა, პატიმარ მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც წერს, რომ ძალიან უყვარს და დარწმუნებულია, ერთად გაანგრევენ [ხელისუფლებას]

"უმაგრესი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მაგარი პოსტებისთვის. ბოდიში, რომ აქამდე ვერ შევხვდით, მაგრამ იცოდე, ძალიან მიყვარხარ, დარწმუნებული ვარ, რომ გავანგრევთ ამათ, გკოცნი", - წერს მიხეილ სააკაშვილი ირინა სარიშვილს.

"მიშა წერს თავის გვერდზე რაღაც მორიგი ინიციატივის გამო რომ გიჟს მეძახდნენ ამაზეო. გიჟი ხარ და მა რა დაგიძახოთ? და არც იფიქრო დაჭკვიანება. ახლა აქაურობას მარტო გიჟები უშველიან, თორემ ნორმალურები ვედრა მანეთია ოპოზიციაში", - წერს ირინა სარიშვილი.

"ვერ მივცემ თავს უფლებას და ვერ შევძახებ ყველაფერზე წამსვლელი ხელისუფლების ციხეში მყოფ მიშას, რომელიც უვადო უშიმშილობას აცხადებს და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, – მიდი მიშა, მაგარი ხარ!

მიშა კია მაგარი, მაგრამ ჩვენ – ვისი გულისთვისაც გადადო მან თავი, რას ვაკეთებთ იმ საქმისთვის, რისთვისაც მიშა თავს წირავს – აქ ვაკაკუნებთ?! ვიყოთ ყველა მაგრები! ყველა! ჩვენი სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა! სირცხვილი!", – აცხადებს სარიშვილი.


imageimage

"არადა, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სააკაშვილი და სარიშვილი ერთმანეთის მტრებად მოიაზრებოდნენ და მკვეთრ დაპირისპირებაში იყვნენ. ირინა სარიშვილს აღმაშენებლის გამზირზე "ნაცმოძრაობამ" საოფისე ფართი წაართვა. იმხანად სარიშვილი იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომნარე იყო და სააკაშვილის გუნდი სარიშვილს მიღალატეს უწოდებდა. ვიდრე სააკაშვილს სარიშვილი შეუყვარდებოდა, სამშობლოს მოღალატედ აცხადებდა. სარიშვილის მიერ თბილისში გამართულ სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე გიორგაძის ზარების გამო სკანდალებიც ხშირად მომხდარა. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ "ვარდებიას რევოლუციის" დროს საქართთველოს პრემიერმინისტრი სწორედ ირინა სარიშვილი გახლდათ და ისიც საყურადღებოა, რომ 7 ნოემბრის დარბევისთანავე სააკაშვილის გადადგომის დროს დანიშნილ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის ერთერთ კანდიდატად კენჭს ირინა სარიშვილიც იყრიდა და სააკაშვილთან კონკურენციაში შევიდა", - ავტორის მინაწერი.


0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0