x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ბიჭუნა "სათამაშოდან" - რა ბედი ეწია 70-იანი წლების ყველაზე პოპულარულ ბავშვს?
image45 წლის წინ, 1976 წლის 8 დეკემბერს შედგა ფრანგი რეჟისორის ფრანცის ვებერის ფილმის პრემიერა "სათამაშო", რომელიც მილიონობით მაყურებლის საყვარელ ფილმად იქცა.

როდესაც ფაბრის გრეკო გადასაღებ მოედანზე მოხვდა 10 წლის იყო.ის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ახლობლის შვილი იყო.მილიონერის ჭირვეული შვილის როლი ერთადერთი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.

ჟურნალისტებს დიდი ხნის განმავლობაში მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ და დაგეშილები ეძებდნენ 70-იანი წლების პოპულარულ ბიჭუნას.


image

ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ფაბრის გრეკო პარიზის გარეუბანში, გონესში ცხოვრობდა, სადაც ის ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა.

ქუჩაში გამვლელები ბიჭუნას თითით მიანიშნებდნენ, სადარბაზოსთან პაპარაცები ელოდნენ, ხოლო უამრავი გოგონა სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა.ერთხელ რომელიღაც ფანატმა ქურთუკი შემოაგლიჯა.

ამის შემდეგ ფაბრის ნერვიული შეტევა დაეწყო და მშობლებმა იგი 6 თვით სახლში გამომაწყვდიეს.

ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ პროდიუსერები აპირებდნენ სურათის გაგრძელებას, მაგრამ ფაბრის მამას ეტყობა აუვარდა თავში "ჩემი შვილი ვარსკვლავიაო", რომ მორიგ სერიაზე თანხის ფსონები ასწია..მალე პროდიუსერებმა ინტერესი დაკარგეს ბიჭუნას მიმართ, რის გამოც ფაბრიუსი ძალზე გახარებული იყო...ნელ-ნელა ბიჭუნა მიივიწყეს კიდეც.


image



სკოლის დამთავრების შემდეგ ფაბრის გრეკომ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, სადაც ინჟინერ-პროგრამისტის პროფესია აითვისა.ამჟამად იგი ვებ-დიზაინერად მუშაობს და ისევ მშობლიურ გონესში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.


image


image

image

როგორც ამბობენ ერთხელ ჟურნალისტებმა გაიგეს გრეკოს მისამართი, სახლში მიადგნენ და სთხოვეს რამდენიმე კითხვისთვის გაეცა პასუხი.ფაბრიუსის პასუხი ასეთი იყო:"რა საჭიროა?", თუმცა ფაბრიუსი თბილად იხსენებს ფილმის გადაღების პროცესს.

ფილმის შესახებ

ფილმი "სათამაშო" გამოვიდა 1976 წელს, გახდა ფრენსის ვებერის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი. ვებერმა, რომელმაც დაწერა სცენარები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა "დამიძახე მატილდა", "იყო ერთი პოლიციელი", "მაღალი ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში" და სხვები, როგორც რეჟისორმა გადაიღო თავისი პირველი ფილმი, თავად პიერ რიშარის დაჟინებული თხოვნით. დებიუტი წარმატებული განოდგა და ვებერი სცენარისტიდან რეჟისორად „გადაკვალიფიცირდა".

image

1977 წელს "სათამაშო" იყო ნომინირებული "სეზარის" სამ ნომინაციაში: საუკეთესო სცენარი, საუკეთესო გადაღება და საუკეთესო დეკორაცია, მაგრამ, ვერცერთი ჯილდო ვერ აიღო, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია ეს ფილმი შეიყვარ ა მაყურებლემა და აგერ უკვე ლამისა ნახევარი საუკუნის შემდეგაც დიდი სიყვარულით უცქერის.

საბჭოთა კავშირმა ფილმი 1978 წელს შეიძინა და მაშინვე დაიმსახურა მაყურებლის დიდი სიმპატია.



image

ასევე იხილეთ


image

აგერ უკვე ერთი თვე გავიდა საკულტო მსახიობის, ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალების შემდეგ, რომელიც უზომოდ უყვარდათ და პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც თავად ფრანგული ფილმები .მის გარდა თუ ფილმის აფიშაზე იყო ისეთი სახელები, როგორიცაა: ალენ დელონი, პიერ რიჩარი, ლუი დე ფიუნესი, მაშინ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფილმის წარმატება პრაქტ...


"ბელმონდო სინამდვილეში ფრანგული გვარი არ არის, ის - სიცილიურია, სადაც დაიბადნენ ჟან-პოლის ბებია და ბაბუა, მამის მხრიდან... ამიტომაც იტალიელები ბელმონდოს თავისიანად თვლიან და ხუმრობითა და სიყვარულით ეძახიან ილ ბრუტოს მახინჯს... დახვეწილმა ფრანგებმა კი მას შეარქვეს ბებელი ბედით განებივრებული, რადგანაც სწორედ ამ სახელწოდების ფილმში მონაწილ...


image

ღვინო, კრუასანები, ფრანგული კოცნა ... ამ და სხვა დეტალებზე ქვემოთ ვისაუბრებთ...გაგაცნობთ 7 საუკეთესო ეროტიკულ ფილმს საფრანგეთიდან. 1)შუადღის ლამაზმანი-ლუის ბუნიუელის 1967 წლის ფილმი. ეს იყო ბუნიუელის პირველი ფერადი ფილმი. ფილმმა მიიღო ვენეციის ოქროს ლომი. იგი გადმოსცემს საშუალო კლასის, ბურჟუაზიის წარმომადგენელი ქალის, დიასახლისის ამბავს.(კატრინ დენ...



(იხილე დასაწყისი) 1970-იანი წლებიდან 1990 წლამდე-პორნოგრაფიის "ოქროს ხანა" ნახევარ საუკუნეზე მეტი დასჭირდათ რეჟისორებსა და სცენარისტებს, რომ შეექმნათ პროფესიონალური პორნო ფირები. მაგრამ დამღლელი ლოდინი ნამდვილად ღირდა - 1972 წელს გამოვიდა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი "ღრმა ყელი", სადაც მთავარი როლს ლინდა ლოველასი ასრულებდა. ...

0
894
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0