x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"აიკრძალოს თოვლი და ზამთრის საბურავები" - სახალისო ალეგორია, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

imageსოციალურ ქსელში სახალისო ალეგორიული ხასიათის პოსტი ვრცელდება ზამთრის საბურავებზე, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

"მე უარს ვამბობ ზამთრის საბურავების გამოყენებაზე, რადგან: ჩემი მანქანაა, ჩემი არჩევანია და ჩემი თავისუფლებაა....

არ დაიჯერებთ მარა, ზამთრის საბურავების ეფექტიანობის შეფასება ძირითადად იმავე კომპანიების გაკეთებულია რომლებიც მათ აწარმოებენ! მე ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვისაც ზამთრის საბურავები ეყენა, მაგრამ მაინც მოუვიდა ავარია! მე არ ვიცი რისგან და როგორ მზადდება ზამთრის საბურავები, ხოდა არ დავიყენებ. თურმე ყოველ 3-4 სეზონში ერთხელ ახალი ზამთრის საბურავები უნდა იყიდო, ჩემი აზრით, ეს ამტკიცებს რომ ზამთრის საბურავები არ ვარგა.

მე თუ არ დავაყენებ ზამთრის საბურავებს, ეს სხვას რას უშლის ამიხსნის ვინმე?! - ვისაც უნდა იმან დააყენოს მე ჩემ თავს მივხედავ... (ნახევარი ავტო-ავარიებისა პლანეტაზე - მესამე ადამიანს აშავებს და უქმნის სიცოცხლეს საფრთხეს...) ზამთრის საბურავები დიდმა კორპორაციებმა გასამდიდრებლად მოიგონეს და სამთო გზებზე თვითონ ყრიან თოვლს და ყინავენ. თუ ზამთრის საბურავების დაყენებამ შეიძლება მაინც ასი პროცენტით არ მიშველოს და ავარია მომივიდეს, მირჩევნია ზაფხულის საბურავებით ვივლი და განგებამ გადაწყვიტოს ავილეწები თუ არა ყინულზე... გაახილეთ ხალხო თვალი, ნუ იქნებით ცხვრები, ზამთრის საბურავი რო კარგი იყოს - უფასოდ დაგვირიგებდნენ?"

აღსანიშნავია, რომ "ფეისბუქზე" გავრცელებული ტექსტის ორიგინალი ინგლისურიდან არის ნათარგმნი და მე მგონი ბევრსითვის ადვილი მისახვედრია, პარალელი რასთანაა გავლებული.



0
326
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0