x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რატომ გახდა მილიარდერი ილონ მასკი "უსახლკარო"?

image
ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა გაყიდა ვილა ჰილსბოროში (კალიფორნია, აშშ) და ოფიციალურად გახდა უსახლკარო, იტყობინება Fox News-ი.

მან ქონება 32 მილიონ დოლარად გაყიდა, მყიდველის სახელი არ გახმაურებულა. ამავდროულად, ვილა იყო მასკის „უკანასკნელი სახლი“. მან უძრავი ქონება ადრევე გაყიდა.

ტელეარხი იუწყება, რომ მამული სახელად Guignecourt, რომლის ფართობი 19 ჰექტარია, 1912 წელს ფრანგმა გრაფმა კრისტიან დე გიინმა ააშენა.

იანვარში ელონ მასკმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა მთელი თავისი ქონების გაყიდვა მარსზე დასასახლებლად.

მასკის თქმით, მარსის კოლონიზაციას ძალიან სერიოზული ფინანსური ინვესტიციები დასჭირდება და ის თავისთვის მხოლოდ აუცილებელ ნივთებს შეინახავს.

0
386
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0