x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119535
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491883
"შვილებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არავინ მელოდებოდა... მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ, მეტი არაფერი" - იტალიაში სამუშაოდ წასული ქალის აღსარება

image

სოციალურ ქსელში "სასოწარკვეთილი ქალების" ჯგუფი გამოცემა PAPARAZZI-ის მიერ იტალიაში მომუშავე ქალის ისტორიის შესახებ გამოქვეყნებულ ბმულს აზიარებს. ქალი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ უკვე 10 წელია იტალიაშია სამუშაოდ წასული, მაგრამ როდესაც სახლში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, შვილებს აშკარად არ არ ესიამოვნათ.

“იტალიაში სამუშაოდ პრობლემების გამო წავედი, ჩემს ოჯახს დახმარება სჭირდებოდა. ქმარი უეცრად გარდაიცვალა, ბოლომდე ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოვიდა.დავრჩი ორ ვაჟთან ერთად მარტო. თავიდან როგორღაც გაგვქონდა თავი, მაგრამ შემდეგ უფროსმა შვილმა ცოლი მოიყვანა და ცოლთან გადავიდა საცხოვრებლად, უმცროსმა კი სახლში მოიყვანა მეუღლე. დემეტრესთან და მის ცოლთან ერთად ბებია და ბაბუა ცხოვრობდა და ძალიან ვიწროდ იყვნენ.უმცროსი შვილი კი წუწუნებდა, რომ ჩვენი სახლი სარემონტო იყო და ამის საშუალება არ ჰქონდა. ერთ დღეს იტალიაში სამუშაოდ წასვლა შემომთავაზა. მითხრა, რომ ახლობლები ჰყავდა და დამეხმარებოდნენ სამსახურის შოვნაში. მეც მომეწონა ეს აზრი და გავფრინდი.ვფიქრობდი, 2-3 წელიწადში უკან დავბრუნდებოდი, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, უცხო ქვეყანაში 10 წელი დავყავი. ვუვლიდი მოხუცებს და მთელს შემოსავალს შვილებს ვუგზავნიდი. დემეტრემ ცალკე სახლი იყიდა, ვახომ კი საუკეთესო რემონტი გააკეთა.მთელი მონდომებით ვმუშაობდი, ამას ხომ ჩემი შვილებისთვის ვაკეთებდი? თუმცა, როდესაც დაბრუნების სურვილი გამოვთქვი, არ ესიამოვნათ.

მე კი უბრალოდ სახლში დაბრუნება მინდოდა. 60 წელს მივაღწიე და ჩემიანები მენატრებოდნენ. ვოცნებობდი, როგორ შევიკრიბებოდით ყველანი ერთად და მოვესიყვარულებოდით ერთმანეთს. შვილებთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ იქ არავინ მელოდებოდა. მათ მხოლოდ ჩემი ფული უნდოდათ, მეტი არაფერი.პრობლემა კიდევ ის იყო, რომ ქალი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვუვლიდი, გარდაიცვალა და უმუშევარი დავრჩი. ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა მასთან გადასვლა და ახალი სამსახურის შოვნაში დახმარება, მაგრამ სახლში მინდა.ჩემი დაბადების დღე მარტომ გავატარე. შვილებმა და რძლებმა დამირეკეს და მომილოცეს, ჩემი 3 წლის შვილიშვილიც მანახეს, რომელიც ახლოდან არასდროს მინახავს. იმ დღეს კიდევ უფრო დავითრგუნე.ეხლა აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. აღარ მიდა მხოლოდ ფულის ტომარა ვიყო. იმის თქმაც მეშინია, რომ აღარ დავეხმარები, მერე შვილიშვილით დაიწყებენ მანიპულირებას და აღარ მანახებენ", - აღნიშნავს გულისტკივილით ქალი.

"მე რომ დამაშანტაჟოს შვილმა ფულს თუ არ გამომიგზავნი შვილიშვილს არ გაჩვენებოო, ვეტყვი რომ არ მჭირდება არც შვილი და არც მისი შვილი.რას ქვია ფულის გამო მაჩვენონ ბავშვი.არ მოქცეულა კარგად.გაზულუქებული ყავს შვილები.რომ ჩამოვა რომელი მიუშვებს თავისთაან არცერთს არ ენდომება უფულო დედასთან ცხოვრებაა.უსინდისობის პიკიააა.დარჩეს ცოტახანს იყიდოს ერთოთახიანი სახლი და იყოს თავისთვის. გულსატკენია მაგრამ რეალობააა", - წერს ამ ამბავთან დაკავშირებით მომხმარებელი ნანა ქევხიშვილი.


image

გასულ თვეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბოლო 10 თვის (იანვარი-ოქტომბრის თვის ჩათვლით) უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მონაცემები გამოქვეყნა, ემიგრანტებისგან საქართველოს მოსახლეობამ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება. აქედან ლომის წილი იტალიას ეკუთვნის 315.8 $, რაც წინა წლეთან შედარებით 31%-ით მეტია, იტალიას ფულადი გზავნილებით მხოლოდ რუსეთი ასწრებს(სრულ სიას გაეცანი აქ)

0
691
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0