x
მეტი
  • 14.08.2022
  • სტატია:121505
  • ვიდეო:354827
  • სურათი:493598
8 ხრიკი, რომელსაც მედპერსონალი გვიზიარებს
ვინ იცის, თუ არა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალმა, თუ როგორ გაუმკლავდნენ ნებისმიერ პირველ სამედიცინო დახმარებას თავად, მარტივად და თან ძვირადღირებული ფარმაცევტული პროდუქციის გამოყენების გარეშე.


image

სწორედ დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ თუ რას გვიზიარებენ ისინი და ნუ შეგეშინდებათ ყოველდღიური სირთულეების და ამ ხრიკების გამოყენების.

8 ხრიკი, რომელსაც მედპერსონალი გვიზიარებს

1. ლაქები ტანსაცმელზე

image


წყალბადის ზეჟანგი იდეალურად აცილებს ღვინისა და კენკრის ლაქას ტანსაცმელს. ახალ ლაქაზე შეგიძლიათ ადგილობრივად გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, მაგრამ თუ ლაქა ძველია, მაშინ სჯობს ჯერ 20 წუთით ჩაალბოთ საპნიან წყალში და ამის შემდეგ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი.

2. აკნე

image

ცოტა თქვენგანმა თუ იცის, რომ აკნეს წინააღმდეგ კბილის პასტა უებარი საშუალებაა. წაისვით დაწითლებულ ადგილას და ცოტახანს გაიჩერეთ, ნახავთ, რომ ის როგორც სიწითლეს ჩააცხრობს, ისე ხელს შეუწყობს მათ შეხორცებას.

3. თუ დამშვიდება გჭირდებათ...

image

მეცნიერებმა დაამტკიცეს და მედპერსონალიც ეთანხმება აზრს, რომ როდესაც დამშვიდება გჭირდებათ, პირსახოცების დაკეცვა ამ დროს ყველაზე უებარი თერაპიაა. პროცესი ამშვიდებს და ალაგებს თქვენს აზრებსაც. სცადეთ და დარწმუნდებით, რომ გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს.

4. სისხლდენის შესაჩერებლად...

სისხლდენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონები, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაქვთ ხელთ მოცემულ მომენტში.

5. ხელიდან საღებავის მოსაშორებლად
image

ხელიდან საღებავის მოსაშორებლად გამოიყენეთ საპარსი ქაფი. შეიზილეთ დალაქულ ადგილას და ჩამოიბანეთ. კვალი გაქრება.

6. თუ თმა აგებლანდათ და ვერ ივარცხნება
image

ამ პრობლემის გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი. კვანძზე დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი და მსუბუქად შეიზილეთ. სულ რაღაც ერთ წუთში, მარტივად დაივარცხნით.

7. ლიმონი მარილის ნაცვლად

image

ლიმონი, მისი მჟავიანობის გამო მარილის შესანიშნავი ალტერნატივაა. თუ მარილის მოხმარების შეწყვეტას გადაწყვეტთ, რაციონში ლიმონი დაამატეთ!

8. თუ აგტკივდათ თავი
image

ყველაზე ხშირად, თავის ტკივილის მიზეზი დეჰიდრატაციაა. ამიტომ, ნუ იჩქარებთ მყისიერად აბების დალევას, რადგან შესაძლოა, რომ თქვენ სხეულს მხოლოდ დამატებით წყლის მიღება სჭირდება.

0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0