x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
აჭარაში მამამ ცოლ-შვილი დახოცა და თავი მოიკლა
image

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს.

ეს არის გარდაცვლილი 21 წლის ლევან საგინაძის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მეზობლების თქმით, კაცის ქალიშვილმა და მკვლელობაში ბრალდებულის დედამ გაქცევით გადაირჩინეს თავი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ხელვაჩაურში ამბობენ, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

ნათესავმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ოჯახის ტრაგედიაზე საუბრობს.

"ყველანი გაოგნებულები და შეძრულები ვართ ამ ტრაგედიით. ოჯახის წევრები, ნათესავები და მთელი სოფელი ჯერ კიდევ შოკშია. არ ვიცით რა და როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ საშინელება დატრიალდა. ვიცით, რომ თემურ საგინაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ის ცოლ-შვილთან ერთად სოფელ ჭარნალში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი – ქალ-ვაჟი.

რამდენიმე დღის წინ მე და ლევანმა ერთად ვიმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით… ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი. ბევრი ვისაუბრეთ. მერე მკითხა, ხომ არ იცი სად შეიძლება, რომ უფასოდ მივიღო უმაღლესი განათლებაო. ერთი დიდი ოცნება ჰქონდა, უნდოდა საზღვაო სასწავლებელში ჩაებარებინა და მეზღვაური გამოსულიყო, მაგრამ ეს ოცნებაც აუსრულებელი დარჩა…

ლევანს ჰყავს და, რომელსაც ფარმაცევტული აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. როგორც გავიგეთ, ის და ბებია სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩნენ, რომ სახლიდან გაქცეულან, მაგრამ დედისა და ძმის გადარჩენა ვერ შეძლეს…" – ამბობს ოჯახის ნათესავი.

შეგახსენებთ, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.


* * *
.

ანტივაქსერების საყურადღებოდ!... პასუხი მარტივ ენაზე...

image
.
თამაზ ალვანელი: „ჩემი აზრს ცოტა უხეშად, მაგრამ ხალხურ ენაზე გადმოგცემთ ამ საშინელი ვირუსის, მეცნიერების მნიშვნელობაზე და ანტივაქსერული პროპაგანდის შესახებ...
.
დღემდე რომ მოვაღწიეთ, მოვაღწიეთ მეცნიერებისა და მედიცინის წყალობით... და ვსხედვართ ინტერნეტში მეცნიერებისა და მედიცინის დამსახურებითა და წყალობით და ვწერთ ათასნაირ ყ...ობებს ეკოლოგიაზე, რომ ბუნებამ უკეთ იცის, რომ ორგანიზმი თვითონ შეებრძოლება ნებისმიერ ვირუსს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს და რომ ახლა მეცნიერები და მედიცინა ცდილობენ დაგვიქვეითონ იმუნიტეტი და რომ აცრები გვინადგურებენ იმუნიტეტს და ასე შემდეგ... და რომ ბუნებამ ადამიანი გააჩინა ჯანმრთელი და იგი მდგრადია და დაცულია ვირუსებისგან და ასე შემდე...
.
ანტივაქსერებო, დაიმახსოვრეთ, რომ ბუნებამ ადამიანი გააჩინა რომ მხოლოდ იცოცხლოს 30, მაქსიმუმი 40-45 წელი... ხოლო დანარჩენი კი მეცნიერებისა და მედიცინის დამსახურებითაა... რომ არა მეცნიერება და მედიცინა, ახლა ყველა ჩვენთაგანი უნდა ვიწვეთ სამარეში...
.
ვსხედვართ და ვუკაკუნებთ უაზროდ კლავიატურაზე და ვწერთ, როგორც ზემოთ ვთქვი, ათას სისულელეს...
.
აბა კარგად შევხედოთ თუ რით კვდებოდნენ და რა ასაკში კვდებოდნენ ადამიანები როცა არ იყო არც ქიმია, არც ვაქცინა, არც მეცნიერება, არც სმარტფონები, არც კოკა-კოლა და არც კანფეტი... აბა გაიხსენეთ რა დაავადებით კვდებოდნენ ადამიანები 30 წლის, რა დაავადებითა და ეპიდემიები მძვინვარებდა... და როგორ გაიმარჯვა და ვისი დამსახურებით დამარცხდა ის ეპიდემიები...
.
ჩვენ დღევანდლამდე მოვაღწიეთ მათი დამსახურებით და რომ ჩვენი მშობლები და ბებია-პაპები 80 წლამდე ცოცხლობენ და ცოტა იქითაც, ეს სწორედ მეცნიერებისა და მედიცინის დამსახურებაა და არა ამბიონიდან გადმომდგარი გაბურძგნული ანტივაქსერი მღვდლის დამსახურება!!!
და ბოლოს - ადამიანი უნდა დაეყრდონოს განათლებასა და ცოდნას და არა ვიღაცის ბოდვას!
.
ძველად ადამიანი, მედიცინის განვითარებამდე ათასნაირი სატკივრით კვდებოდა. თუნდაც ჩვენი მეფეების მაგალითი, მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტად შეეძლოთ საკუთარი თავის მოვლა, იცოცხლეს 50 წლამდე.
.
კიდევ ერთი მაგალითი - საქართველოში ერთადერთი ადგილი თუშეთში სადაც აკლდამებია... აკლდამები აშენდა ერთი მიზნით - როცა ეპიდემია მძვინვარებდა (შავი ჭირი და ამდაგვარი) და ამის საწინააღმდეგო წამალი არ არსებობდა, ადამიანი რომელიც ავადდებოდა, თავისი ფეხით მიდიოდა აკლდამაში, წვებოდა სიპი ქვებით გაკეთებულ თაროზე და ელოდებოდა სიკვდილს რომ სხვებისაგან იზოლირებული ყოფილიყო და არ გადაედო სხვისთვის, მერე სხვა დაავადებული მოდიოდა, იქ მწოლიარე გარდაცვლილის ადგილს იკავებდა და ელოდა სიკვდილს... თუშეთის ერთ-ერთი სოფლიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა ამ სატკივარს... დღეს დღეისობით ეს დაავადება დამარცხებულია მედიცინის წყალობით... ანდა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩვენი ყოფა ანტიბიოტიკების გარეშე? განა ცოტა მტერი ჰყავდა პენიცილინს?
.
მოკლედ, ადით მთებში, წადით ტაიგაში სადაც არაა არც ექიმები, არც წამლები და არც ვირუსები და იცხოვრეთ ჯიხვებისა და დათვების გვერდით!
ბოდიში, ძვირფასებო. არ ვიცი, სხვანაირად როგორ გადმომეცა სათქმელი?
პ.ს. ერთადერთი გამოსავალი ეპიდემიის წინააღმდეგ არის საყოველთაო ვაქცინაცია და წერტილი... სხვა ალტერნატივა არაა!


* * *

„ვაქცინირებულები „ომიკრონთან“ უფრო დაცულები არიან, ვიდრე აუცრელები“ - მაია ბუწაშვილი

image



„ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. ინფექციონისტის თქმით, ომიკრონის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილიანობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

.

„ახალ შტამს, „ომიკრონს“ გავრცელების სისწრაფე და ხარისხი მეტად მაღალი აქვს და ეს ყველა ახალ მუტაციას ახასიათებს მის წინამორბედზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ექიმები ვისაც უკვე გამოცდილება აქვს ამ პაციენტებთან გვამშვიდებენ, რომ ამ ახალ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა და მაღალი ლეტალობა არ აქვს. გაჩნდა ის ვერსიაც, რომ ვინაიდან ეს შტამი ბევრად ეფექტურად ვრცელდება და მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავს, ჰოსპიტალიზაციის პროცესი არის დაბალი. მთელ რიგ ქვეყნებში ახალი შტამით ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და საბედნიეროდ ჯერჯერობით რაღაც ისეთი ინფორმაცია მის უფრო რთულ მიმდინარეობაზე და გაზრდილ სიკვდილიანობაზე არ ვრცელდება“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

.

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსული ინფექცია მყარ იმუნიტეტს არ იძლევა.

.

„კოვიდის გადატანის შემდეგ ყალიბდება იმუნიტეტი და გარკვეულწილად გვიცავს, თუმცა არსებობს რეინფექციის რისკი. კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც იძლევა მყარ იმუნიტეტს. გარანტია იმისა რომ კოვიდგადატანილს ისევ არ დაემართება ვირუსი არ არსებობს. ვაქცინირებულები „ომიკრონის“ შემთხვევაში უფრო დაცულები არიან, ვიდრე აუცრელები. ვაქცინირებულს შესაძლოა შეხვდეთ ნებისმიერი შტამი, თუმცა ინფიცირების რისკი დაბალია. ვაქცინის მთავარი ამოცანა არის დაგვიცვას: გართულებებისგან, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობისგან და ამ როლს ის შესანიშნავად ასრულებს“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.


ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.

.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ვირუსში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა.

.

„ისრაელმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკვე გამოაცხადეს რომ აკრძალეს მგზავრების მიღება სამხრეთ აფრიკიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან (South Africa, Namibia, Lesotho, Eswatini, Zimbabwe and Botswana) მას შემდეგ რაც დღეს სამხრეთ აფრიკამ გამოაცხადა კოვიდ ვირუსის ახალი B.1.1.529 შტამის აღმოჩენა.
.
ყველას ვინც ამ ქვეყნებიდან ჩამოვიდა ბოლო 10 დღის განმავლობაში მოეთხოვა აუცილებლად გაიკეთოს პისიარ ტესტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი ხვალ უკვე იკრიბება, რომ განიხილოს ეს ახალი ვარიანტი, რომელშიც ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა, რამაც ასეთი შეკრების აუცილებლობა გამოიწვია“, - აცხადებს წერეთელი.
0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0