x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
იაპონური სიბრძნე, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში, ყველას დაგვეხმარება

იგავი ბრძენ სამურაიზე და პროვოკატორზე


თითოეული ჩვენგანი, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, უხეშობას შეჯახებია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ბრაზს, შეურაცხყოფას და სიძულვილს. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კი, ასეთი სიტუაციებიდან ღირსეულად გამოსვლა უნდა შეგვეძლოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებით.

ასეთ მომენტებში, უნდა გვახსოვდეს, რომ უხეშად, უფრო ხშირად, უბედური და უიღბლო ადამიანები იქცევიან და ამიტომ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამ იგავის გმირი - ბრძენი სამურაი მოიქცა:


image


იაპონიაში, დედაქალაქის მახლობლად, ერთ სოფელში, მოხუცი სამურაი ცხოვრობდა, რომელიც სიბრძნეს და საბრძოლი ხელოვნებას ასწავლიდა.

ერთხელ, როდესაც ის საკუთარ მოსწავლეებთან გაკვეთილს ატარებდა, მასთან ახალგაზრდა მეომარი მივიდა. რომელიც, თავისი უხეშობით და უზნეობით იყო ცნობილი. მისი საყვარელი ილეთი, ბრძოლის დროს, პროვოკაცია იყო: მას მოწინააღმდეგე მდგომარეობიდან გამოჰყავდა, ეს უკანასკნელი კი, მრისხანებისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და ბრძოლას აგებდა.

ახალგაზრდა მეომარმა მოხუცისათვის შეურაცყოფის მიყენება დაიწყო: ის მას ქვებს ესროდა, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, იგინებოდა და იფურთხებოდა. მაგრამ, მოხუცი არაფერს იმჩნევდა და გაკვეთილს აგრძელებდა. დღის ბოლოს, მეომარი დაღალა და გაღიზიანებული სახლში წავიდა.
მოსწავლეებმა, რომლებიც გაკვირვებულები იყვნენ მოხუცის ნებისყოფით, მას ჰკითხეს:

— რატომ არ გამოიწვიეთ ბრძოლაში? ნუთუ, დამარცხების შეგეშინდათ?

რაზეც, ბრძენმა სამურაიმ უპასუხა:

— თუ ვინმე თქვენთან საჩუქრით მოვა, მაგრამ თქვენ მას არ მიიღებთ. ის ვის დარჩება?
— მის ძველ ფლობელს. — უპასუხა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
— იგივე ეხება შურს, ზიზღს, ლანძღვას და გინებას. იმ დრომდე, ვიდრე საჩუქარს არ მიიღებთ, ის მას ეკუთვნის, ვინც მოიტანა.


უდიდესი სიბრძნე


image


ერთხელ, ღამე, პროვინციაში, სადაც მონასტერი იყო, დიდი თოვლი მოვიდა. დილით მოსწავლეები, რომლებსაც წელამდე თოვლში გავლა მოუხდათ, მედიტაციის დარბაზში შეიკრიბნენ და მასწავლებელმა მათ ჰკითხა:

— აბა, რას იტყვით, რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?

— უნდა ვილოცოთ, რომ თოვლმა დნობა დაიწყოს – თქვა ერთმა მოსწავლემ.

— ყველა ჩვენ-ჩვენს კელიებში უნდა დავრჩეთ, ხოლო თოვლი თავის გზაზე წავა – აზრი გამოთქვა მეორემ.

— მისთვის, ვინც ჭეშმარიტება შეიცნო, სულ ერთი უნდა იყოს — თოვლი არის, თუ არ არის – თქვა მესამემ.

მაშინ მასწავლებელმა მათ უთხრა:

— ახლა კი მომისმინეთ, მე რას გეტყვით!

მოსწავლეები უდიდესი სიბრძნის მოსასმენად მოემზადნენ.

მასწავლებელმა მათ თვალი მოავლო და უთხრა:

— ახლა აიღეთ ნიჩფები და საქმეს მიხედეთ!

მორალი: არასდროს დაივიწყოთ ის, რაც მართლა მუშაობს — ეს მოქმედება არის!


image

არხის სხვა სიახლეები:



image


1. ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

2. 10 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. მაიკლ ჯექსონი ნამდვილად ზეადამიანი იყო!.. და ამის სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს

5. რატომ უნდა იყოლიოს სახლში კატა ყველამ და განსაკუთრებით – მამაკაცებმა?

6. «მომავალ წელს სულს მოვითქვავთ»... რა იწინასწარმეტყველა ვანგამ და ნოსტრადამუსმა 2022 წლის შესახებ


0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0