x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"გამევსო ინბოქსი შეკითხვებით, გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ" - რას წერს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი თავის წინა სტატუსის გარშემო ფეისბუქმომხმარებლების მხრიდან გამოხატული მაღალი საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად მორიგ პოსტს აქვეყნებს და მისთვის ინბოქსში სიგარეტის დანებების მეთოდებთან დაკავშირებით გაგზავნილ ყველა შეკითხვას ერთიანად პასუხობს.


"გამევსო ინბოქსი შეკითხვებით და ვერსიებით სიგარეტის გადაგდებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტე ყველას ერთიანად გიპასუხოთ კითხვებზე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და არა მგონია სახელმძღვანელოდ გამოდგეს ყველასთვის, რასაც პასუხებიდანაც მიხვდებით.


1. ვეწეოდი ბევრს, მერე ძალიან ბევრს და ამ ბოლო პერიოდში უკვე 4 კოლოფამდე ავიდა დღე–ღამეში.


2. თავის დანებება ჯანმრთელობის გამო არ გადამიწყვეტია. მიზეზი სხვაა და არ მინდა ამაზე ლაპარაკი.


3. არანაირი დათქმა, აღთქმა და ფიცი არ დამიდია და არც ამიკრძალია საკუთარი თავისთვის მოწევა – ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და უკურეაქცია მაქვს ყოველთვის. უბრალოდ გადავწყვიტე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე.


4. სახლში მიდევს სიგარეტი სრულიად გამიზნულად – ვიცი, მაქვს და მშვიდად ვარ – თუ ვერ გავძლებ, მოვწევ. მეოთხე დღეა “ვძლებ”. ორჯერ სააბაზანოში მოვუკიდე ნაპაზის გარეშე, დავდე და სრული სიმშვიდით ვუყურე როგორ ჩაიწვა.


5. სიგარეტი მარტო ნიკოტინი არ არის, ჩვევაცაა. ამიტომ ტელეფონზე ან ისე საუბრისას პასტა მიჭირავს თითებში, პრინციპში აუნთებელი სიგარეტიც შეიძლება, მაგრამ შორს მიდევს და მეზარება აღება.


ჯერჯერობით სულ ესაა. ვინც მე მიცნობს, ის კარგად მიხვდება რამხელა გადატრიალებაა ეს ჩემ ცხოვრებაში. ვერ ვიტყვი რომ თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ სხვანაირად რომ ვგრძნობ, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, ეს ფაქტია და ამაზე მაგრად ვკაიფობ.


ჰო და კიდევ – საგრძნობლად იმატა თავისუფალმა დრომ და ფულმა … თუ კიდევ რაიმე საინტერესო იქნება ამ პროცესში, აუცილებლად მოგიყვებით .


P.S. სხვათაშორის, ყავას უშაქროდ ვსვამდი ისედაც და უსიგარეტოდაც მშვენივრად წავიდა"- წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ყოფილმა დეპუტატმა პოსტი გაავრცელა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაანება უკვე სამი დღეა სიგარეტის მოწევას თავი, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


"18 წლიდან ერთად მოვდიოდით. ჭირშიც, ლხინშიც შენზე ერთგული არავინ მყავდა. დღისით, ღამით, ყველგან, ყოველთვის ერთად ვიყავით. ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი.


ბოლოს ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი. მესამე დღეა უშენოდ ვარ. კი გამიჭირდა, მაგრამ რა ვიცი, ვსუნთქავ, ვჭამ, ვსვამ, ვიცინი, მძინავს.... გავუძლებ ალბათ...


მესამე დღე უსიგარეტოდ", - ვკითხულობთ ყოფილი პარლამენტარის პოსტში.





0
448
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
448