x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116381
  • ვიდეო:353111
  • სურათი:490213
"ბარემ წინასწარ ვთქვათ ამ ვალუტაზე უარი" - ზვიად ხორგუაშვილი
ზვიად ხორგუაშვილი
ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი სოციალურ ქსელში გაზრდილ ინფლაციას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ლარიზაციის პროგრამამ არ გაამართლა, გამოსავალი კი ლარზე უარის თქმაა, თუკი ევროზონის წევრები გავხდებით.

"2016 წლიდან, ანუ თითქმის 6 წლის წინ, ხელისუფლებამ დაიწყო ე.წ. ლარიზაციის პროგრამა. იმისათვის, რომ ლარი არ გაუფასურებულიყო და მარტივად რომ ვთქვათ, კარგი (ძლიერი) ვალუტა გვქონოდა. დაახრჩეს ყველა და ყველაფერი რეგულაციებში. დღემდე იგივეს აკეთებენ.

შედეგი:

საშუალო წლიური გაცვლითი კურსი:

2016: 1 USD - 2.37 GEL
2017: 1 USD - 2.51 GEL
2018: 1 USD - 2.53 GEL
2019: 1 USD - 2.82 GEL
2020: 1 USD - 3.11 GEL
2021 10 თვე: 1 USD - 3.24

ამავე პერიოდში ინფლაცია იყო 35%-ზე მეტი. ანუ 100 ლარი რაშიც გყოფნიდა, ახლა 135 ლარი გჭირდება.

მილიონობით დაზარალებულ და ათიათასობით გაუბედურებულ ადამიანზე პასუხისმგებლობა ვინ აიღო? არავინ.

მინიშნება: მთავრობას და ცენტრალურ ბანკს უნდა აეღოთ.

გამოსავალი: ლარზე უარის თქმა მოგვიწევს ევროზონის წევრები რომ/თუ გავხდებით. რაც ძალიან მაგარი იქნება. ბარემ წინასწარ ვთქვათ ამ ვალუტაზე უარი", - წერს ხორგუაშვილი "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა.
6
330
2-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
330
  
2021, 15 დეკემბერი, 0:53
შეთქმულების თეორიასავით გამომივა :), მაგრამ თუ დავუკვირდებით, ვისი პატრონაჟით მოქმედებს ეროვნული ბანკი, ეს ყველაფერი უკვე გასაგები ხდება. ვიცი, რომ შტატობას არავინ გვიპირებს, ეს ამ მონებს უნდათ, რადგან გონიათ, რომ ცხოვრებას აიწყობენ. :))))) გუბერნიობა და შტატობა - ეს ტრიალებს ამ ბიო-მასების თავში.
2021, 13 დეკემბერი, 10:01
ეროვნული ბანკი რო ვერ ასრულებს მოვალეობას კარგად ესეც ფაქტია და ამდიდრებს ბანკებს. მისი დანულება არ არის ბანკების კეთილდღებაზე ფიქრი,მაგრამ ამას აკეთებს და თან პასუხისმგებელობას იხსნის ყველაფრისგან. ბოლო პერიოდში ახალი ნაბეჭდი ფული მხვდება სულ ე.ი. ფულის მასა გაზარდეს მიმოქცევაში და ეს იწყვევს ინფლაციას,ფასების არასტაბილურობას. იმ დღეს რაქვიაშვილმა მიჯირყვნა ეროვნულის ბოსი,მარა რათ გინდა,როცა მაინც მიიღებენ და რაქვიაშვილს მხარდაჭერა არ ექნება. რაქვიაშვილი საერთოდ რა შუაშია,ჩვენ გვეხება ყველას და ყველა გადაწყვეტილება ჩვენს ჯიბეებს ურტყავს. დღეს რაც ხდება ქვეყანაში და რა ფასების სიტუაციაც არის,ამაში დამნაშავე არის ეროვნული ბანკი და მისი თავჯდომარე,ხოლო მერე მთავრობა.
2021, 13 დეკემბერი, 9:53
სიმართლე გითხრათ,არ ვიცი ნაცების პოზიცია ამაზე და არც მომიძიებია,რადგან ნეოლიბერალური პარტია მგონია და მემარცხენეობას აწვებიან უფრო. იმ ბევრი ცოდვის გამო და კიდევ ამ მიზეზით არ განვიხილავ მათ მობრუნებას,მით უფრო ჩემს მხარდაჭერას. ერთი კი ვიცი,რომ 51 შტატობას არავინ გვიპირებს :) სავარაუდოდ,ვერ გადმოსცა სათქმელი კარგად ან დაუმახინჯეს ინფორმაცია,თორე ცუდი ბიჭი არ არის :) ისეთი დრო არის,რომ თავს ვერავისზე დადებს ადამიანი და არც მე დავიწყებს ამას,მარა ვვარაუოდობ უბრალოდ.
2021, 9 დეკემბერი, 0:31
მაგრამ საკითხავი ის არის, ამ კუთხით უყურებენ თუ არა ეს მავნებლები საკითხს. რაღაც არ მგონია. ისინი პრიმიტიულად პირდაპირ ლარის გაუქმებას და მის ნაცვლად დოლარის შემოღებას უფრო ითხოვენ (51-ე შტატობაზეც თანახმა არიან). მოკლედ წითელი მონებისგან უკვე ლურჯ-წითელი მონები მივიღეთ.
2021, 8 დეკემბერი, 23:50
ზვიადი მცოდნე ბიჭია და ძალიან კარგი ეკონომისტი,კარგი ლექტორიც,მარა ერთი მინუსი აქვს ნაციონალია და მაგრად უტეხავს. ვივარაუდებ,რომ უცხოურ ვალუტაში გადასვლაში მულტი სავალუტო რეჟიმს გულისმხობს და არა ერთ კონკრეტულ ვალუტას. ყოველშემთხვევაში,მისაუბრია მასთან ამ თემაზე და მაშინ ამაზე შევთანხმდით :)

რას ნიშნავს მულტი სავალუტო რეჟიმი,რჩება ეროვნული ვალუტა,მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონს ნებისმიერი ვალუტა ტრანზაქციისთვის. მაგალითისთვის,თუ ადამიანი ენდობა ამერიკულ დოლარს,მაშინ ის გამოიყენებს დოლარს და თუ ვიღაც ენდობა იაპონურ იენს,მაშინ ამას გამოიყენებს. ესეთი მიდგომა ჩვენისთანა განვითარებადი ქყვენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამოისუნთქებს ადამიანები ამ ქვეყანაში. სულ მარტივი მაგალითიც საკმარისია ამისათვის,ბანკების რისკი დაიკლებს,რადგან დოლარში გაცემული სესხი უფრო დაბალრისკიანია და მსესხელბელიც უფრო მშვიდად იქნება,რადგან მასაც დოლარში ექნება შემოსავალი,თან დაზღვეული იქნება კურსთაშორის სხვაობისგან.

ისტორიულად გვქონდა მსგავსი შემთხვევა საქართველოში და ვიყენებდით მულტისავალუტო რეჟიმს. დავით IV დროს შესაძლებელი იყო ვაჭრობა სხვადასხვა მონეტებით და ყველა იმით ვაჭრობდა,რაც მათი აზრით სანდო იყო. ეს აადვილებდა ვაჭრობას და დაბრკოლება იხსნებოდა,რამაც საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა. რაღა შორს წავიდეთ,იმ პერიოდს "ოქროს ხანა" ეწოდა.
2021, 8 დეკემბერი, 22:09
ასეთ უაზრობას ან მავნებელი თუ იტყოდა ან უგუნური. სულ მცირე ის მაინც უნდა იცოდეს, რომ უცხო ვალუტაზე გადასვლა ამავე ვალუტის მფლობელის ფინანსური დაქვემდებარების ქვეშ ყოფნას ნიშნავს. ეს რომ უგუნური ან მავნე არ იყოს (თუ ამას სერიოზულად წერს), იმას უნდა ითხოვდეს, რომ ლარი შესაბამისი ქმედებებით დარეგულირდეს ან გამყარდეს.
0 1 6