x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120533
  • ვიდეო:354518
  • სურათი:492611
მამაკაცმა ცოლ-შვილი დახოცა, რადგან მისი ცოლი სამსახურში ყალბ კოვიდ-პასპორტზე გამოიჭირეს
image

გერმანული ენის მასწავლებელმა გაუფორმებელი პისტოლეტით ამოხოცა საკუთარი ოჯახი, შემდეგ კი თავი მოიკლა მას შემდეგ, როდესაც ცოლის უფროსებმა გაიგეს, რომ მას ვაქცინაციის ყალბი საშვი ჰქონდა და ამის გამო „სასტიკად დევნით“ დაემუქრნენ.

40 წლის მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც დევიდ რ. გარდაცვლილი იპოვეს მეუღლესთან ერთად, 40 წლის ლინდასთან და ქალიშვილებთან ერთად-ათი წლის ლენთან, რვა წლის იანისთან და სამი წლის რუბისთან, საკუთარ სახლში, სენციგში, ბერლინის სამხრეთით 20 მილის მანძილზე.

image

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, დევიდმა, პროფესიონალმა მასწავლებელმა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა საკუთარი ცოლი და ქალიშვილები, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა. პროკურორების თქმით, თითოეული გოგონა საკუთარ საძინებელში იპოვეს გარდაცვლილი.


image

მამაკაცმა ტრაგედიის წინ დატოვა ვრცელი წერილი, სადაც ის საუბრობს მისი მეუღლის ვაქცინის პასპორტის გაყალბებაზე, ლინდა მუშაობდა მახლობლად ვილდოუს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სანამ ყალბი ვაქცინაციის საშვი აღმოუჩინეს უფროსებმა და დაემუქრნენ, რომ ამ საქმეს "მკაცრი" მოქმედებით უპასუხებდნენ.

image


გამომძიებლები ამბობენ, რომ დევიდს ეშინოდა, რომ მას ან მის მეუღლეს ციხეში ჩასვამდნენ, ხოლო მათ ქალიშვილებს წაიყვანდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში მიღებული ახალი კანონის თანახმად, კოვიდ ვაქცინაციის საბუთის გამყალბებელი თავისუფლების აღკვეთით ისჯება, იურისტები ამბობენ, რომ ეს მაინც ნაკლებად სავარაუდო იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

image

თუმცა, როგორც ჩანს, უნივერსიტეტის მხრიდან ქმედითმა მუქარამ აიძულა დევიდს ჩაედინა სასტიკი მკვლელობა. ადვოკატმა გერნოტ ბანტლეონმა Bild-ს განუცხადა: „[წერილში] ის ფაქტობრივად წერს, რომ უნივერსიტეტს სურდა ვაქცინაციის ყალბი პასპორტების გამო “ მაქსიმალური სიმკაცრით" დასჯა."

უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აღიარეს, რომ ლინდას ვაქცინის ყალბი საშვის გამო მოითხოვეს წერილობითი ახსნა -განმარტება.

ადვოკატებმა გამოცემა Bild-ს განუცხადეს, რომ ჯარიმის გარდა, დევიდს - საშვის გაყალბებისთვის შესაძლოა დაემუქრებოდა რაიმე სახის სასჯელი საკუთარ სამსახურში - როგორც პროფესიული სკოლის მასწავლებელი . მაგრამ, ადვოკატებმა დასძინეს, რომ სხვა სასჯელი ნაკლებად სავარაუდო იყო, მათ შორის, თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბავშვებს არავინ ჩამოართმევდა, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტის ისტორია.

1
616
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
616
  
2021, 8 დეკემბერი, 23:52
:-(
0 1 1