x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
18 საინტერესო ფაქტი, რომლებიც იმდენად აბსურდულად ჟღერს, რომ მათში ეჭვი შეგეპარებათ, მაგრამ სიმართლეა

წარმოგიდგენთ საინტერესო ისტორიულ ფაქტებს სხვადასხვა თემაზე, რომლებიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ მაინც წმინდა წყლის სიმართლეა:

1. 1950-იან წლებში თამბაქოს რეკლამები სიგარეტს ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქციის რეკლამას უკეთებდნენ.image

2. მე-19 საუკუნეში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში პოპულარული იყო ქალბატონი უინსლოუს დამამშვიდებელი სიროფი ბავშვებისთვის, რომელიც ითვლებოდა შეუცვლელ დახმარებად დედებისთვის და ძიძებისთვის. ის აქრობდა ნებისმიერ ტკივილს, რადგან მასში შედიოდა მორფინი და ამიაკი. რა თქმა უნდა, რომელი ბავშვი არ წყნარდება, თუ მას ასეთ სიროფს აძლევენ.image

3. შუა საუკუნეებში 600 000 მდე ადამიანი დასაჯეს “ალქაჯობის" გამო. იმ პერიოდში რა თქმა უნდა ბრალდებულებს არ შეეძლოთ თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცება და მათ არც დაუჯერებდნენ.image

4. ისევ შუა სუკუნეებში, არსებობდა საღვთო სასამართლო, ანუ წყლით და ცეცხლით გამოცდა. განსასჯელს ხელი უნდა ჩაეყო ადუღებულ წყალში და თუკუ არ დაიწვებოდა, ნიშნავსდა იმას, რომ ღმერთი მის მხარეს იყო და ათავისუფლებდნენ.image

5. რომის ცნობილ იმპერატორ კალიგულას იმდენად უყვარდა თავისი ცხენი ინციტატუსი, რომ ჯერ რომის მოქალაქე გახადა, შემდეგ კი სენატორი.image

6. 1917 წელს შეერთებულ შტატებში მარგარეტ სენგერი დააპატიმრეს და ციხეში გაგზავნეს მსოფლიოში პირველი შობადობის რეგულირების კლინიკის გახსნისთვის.image

7. მე-16 საუკუნეში კანადაში ადამიანები სვამდნენ ნაყენს, როგორც კონტრაცეფციის საშუალებას. ამ წამლების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო თახვის სათესლე ჯირკვლები.image

8. კოლონიალურ შეერთებულ შტატებში მშობიარობის დროს ქალებს არ აძლევდნენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. მშობიარობის ტკივილი ითვლებოდა პირველი ქალის, ევას ცოდვის სასჯელად.image

9. პაპი გრიგოლ IX თვლიდა, რომ კატები ეშმაკის შთამომავლები იყვნენ და ისინი უნდა გაენადგურებინათ. შედეგად, ვირთხების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ შავი (ბუბონური) ჭირი გაჩნდა, რომელმაც 100 მილიონი ადამიანი შეიწირა.image

10. მე-13 საუკუნეში 30 ათასამდე ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა ეგრეთ წოდებულ ბავშვთა ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ ღმერთი დაიცავდა უიარაღო ბავშვებს. მათი უმეტესობა გზაში დაიღუპა, დანარჩენი მონობაში ჩავარდა.image

11. ძველ ეგვიპტეში ფარაონების მსახურებს თაფლს უსვამდნენ, რათა ბუზებს თავად ფარაონები არ შეეწუხებინათ.image

12. კომპანია Nintendo დაარსდა 1889 წელს. სინი სათამაშო კარტს ხატავდნენ ხელით და ყიდდნენ.image

13. მე-19 საუკუნეში პროთეზებს გარდაცვლილი ჯარისკაცების კბილებისგან ამზადებდნენ.image

14. საფრანგეთში, როდესაც ვარსკვლავური ომების პირველი ფილმი გამოვიდა, ხალხს ჯერ კიდევ გილიოტინით სჯიდნენ. 1977 დაფიქსირდა ამ ხერხით დამნაშავის სიკვდილით დასჯა საფრანგეთში.image

15. მე-19 საუკუნეში ბევრს ეშინოდა ცოცხლად დამარხვის. 1934 წლამდე ზოგიერთი კომპანია აწარმოებდა სპეციალური უსაფრთხოების კუბოებს, რომლებიც აღჭურვილი იყო სამაშველო აღჭურვილობით. მაგალითად, მიცვალებულს კუბოში თოკს აკრავდნენ და ზედაპირზე ზარს უკავშირებდნენ.image

16. 1909-დან 1970 წლამდე ავსტრალიის მთავრობამ აბორიგენული ოჯახებიდან წაიყვანა ბავშვები და მინდობით აღზრდაში სხვადასხვა ოჯახებში გადაიყვანა. ბავშვები იძულებულნი იყვნენ დაევიწყებინათ თავიანთი წარმომავლობა.image

17. საუდის არაბეთის ველური ფლორა და ფაუნა უნიკალურია. თუმცა ქვეყანაში ცხოველთა სამყაროს ზოგიერთი წარმომადგენელი მოჰყავთ. მაგალითად, საუდის არაბეთში ყველა აქლემი ავსტრალიიდან მიჰყავთ.image

18. კოლუმბიელი პედრო ლოპესი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე სასტიკი მანიაკი. ის დამნაშავედ ცნეს 1983 წელს 110 გოგონას მკვლელობაში. ასევე ცნობილი იყო როგორც ანდების ურჩხული, მან აღიარა, რომ სულ 300 ადამიანი მოკლა. მკვლელს მიუსაჯეს 20 წელი, გადაიყვანეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რადგან შეურაცხადად გამოცხადდა და 1998 წელს გაათავისუფლეს კარგი ქცევისა და პოლიციასთან თანამშრომლობისთვის. ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობია.image

1
694
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
694
  
2021, 8 დეკემბერი, 22:20
მაშინ კი არა ახლაც რამდენი იდიოტობების სჯერათ ან რელიგიური ან სხვა თვალსაზრისით ,იმ დონეზე,რომ სტატიის სათაური სრულად მიესადაგება
0 1 1