x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ მოვიშოროთ სახლიდან სწრაფად ზედმეტი ნივთები
არაერთხელ გსმენიათ ალბათ, რომ გარკვეულ ნივთებს, რომლებიც სახლში გაქვთ, ცუდი აურა ან უბარაქობა მოაქვთ. ბევრ თქვენგანს კი, მიუხედავად მათი ნეგატიური გავლენისა, მოშორება ძალიან უჭირს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რჩევებს ლეო ბაბაუტისგან, თუ როგორ გათავისუფლდეთ არასაჭირო და უსარგებლო ნივთებისგან.




image



ლეო ბაბაუტი არის ცნობილი ბლოგერი, რომელიც ასევე გატაცებული იყო მრავალი ნივთის შეგროვებით და წლების მანძილზე უკვე უსარგებლო ნივთების გორა ჰქონდა. რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ადამიანი ერთ ადგილას, მით უფრო დიდია ეს გორა. ახლა ლეოს ცხოვრების წესი მინიმალიზმი და მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთებია და ის გვიყვება, თუ როგორ მოახერხა ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა.


რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ იქნება მყისიერი და მარტივი და შეიძლება თვეები დასჭირდეს, მაგრამ თავად პროცესი იქნება სასიამოვნო და იგრძნობთ ეტაპობრივად შინაგან თავისუფლებასაც.




როგორ მოვიშოროთ სახლიდან სწრაფად ზედმეტი ნივთები





1. დაიწყეთ წვრილმანებით.

მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ სამზარეულოდან. სამზარეულოს გარნიტურით, თაროთი... გადმოალაგეთ, ყველაფერი ზედმეტი და უსარგებლო გადაყარეთ ან გააჩუქეთ. დაიტოვეთ მხოლოდ საჭირო ნივთები.



image



2. დანაწევრება...

მართალია სამზარეულოდან მოაშორეთ ზედმეტი ნივთები, მაგრამ სახლი ჯერ ისევ სავსეა "ნაგვით". ენთუზიაზმმა რომ გაიღვიძოს, ამას ძალდატანებით ნუ გააკეთებთ. მოიტოვეთ ამისათვის შაბათი-კვირა, რომ პროცესი სასარგებლოსთან ერთად სახალისოც იყოს.





3. გამოიყენეთ მარტივი მეთოდი.

მაგალითად, მაგიდის ან კარადის ნებისმიერი უჯრებიდან ამოალაგეთ ყველაფერი და დააწყვეთ ერთ გორად, შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ამ ნივთებიდან რას იყენებთ და რა გიყვართ. თუ ძალიან არ დაფიქრდებით და მართლა იმას დაიტოვებთ, რაც ნამდვილად საჭიროა, მათი გადაყრა და გაჩუქება აღარ გაგიჭირდებათ.



image




4. სწრაფად შეინახეთ საბარგულში...

არასაჭირო ნივთები, რომელთა გაჩუქებაც გადაწყვიტეთ, ჩააწყვეთ ჩანთებში და ჩაიტანეთ საბარგულში, თუ ავტომობილი არ გყავთ, მაშინ დადეთ შემოსასვლელში, რომ მათი სახლიდან გატანა მალე მოხდეს და არ დააბრუნოთ ისევ იქ, საიდანაც შეაგროვეთ.





5. ესაუბრეთ ოჯახის წევრებს.

სანამ ამ ყველაფრის გადაწყვეტილებმადე მიხვალთ, აუცილებლად გაესაუბრეთ ოჯახის წევრებს, რომლებიც თქვენთან ერთად ცხოვრობენ. დაარწმუნეთ, რომ ამის გაკეთება სასარგებლოა. თუ წინააღმდეგობას გაგიწევენ, მაშინ მხოლოდ საკუთარი ნივთებისგან გათავისუფლდით, იქნებ შემდეგში, ამ პროცესში ცართვა მათაც მოისურვონ.





6. თვალყური ადევნეთ თქვენს წინააღმდეგობას.

"ნაგვისგან" გათავისუფლების პროცესში ხშირად გექნებათ შინაგანი პროტესტი. მაშინაც კი, თუ რაიმე კონკრეტულ ნივთს არ იყენებთ, მისი გადაგდება შეიძლება გაგიჭირდეთ. მაგალითად, ახლობლის ფოტო, ქირწილში ნაჩუქარი ან მოგზაურობიდან ჩამოტანილი ნივთები და ა, შ, რომლებიც გარკვეულ მოგონებებს აღვიძებენ თქვენში. სინამდვილეში კი ამ უსარგებლო ნივთებში კი არა, სიყვარული თქვენშია, ამიტომ, მოიშორეთ ნივთები, გრძნობები და მოგონებები კვლავ თქვენში დარჩება.



image




7. ისიამოვნეთ პროცესით.

თუ "ნაგვის მოშორების" დროს დაიწყებთ ფიოქრს, რომ ეს მორიგი მოსაწყენი საშიანო დავალებაა, პროგრესი არ იქნება. უფრო სავარაუდოა, რომ საბაბს აუცილებლად მონახავთ იმისათვის, რომ ამ მოსაწყენ რუტინას თავი დააღწიოთ.


ამის ნაცვლად, "ნაგვის მოშორების" პროცესს შეხედეთ, როგორც განმათავისუფლებელი პროცესი, ნაბიჯი შინაგანი სისრულისა და სიცხადისაკენ. გაიღიმეთ არასაჭირო ნივთების დალაგებისა და გადაყრის დროს, ფოკუსირდით სუნთქვაზე, სხეულზე, მოძრაობებზე, გრძნობებზე იმის მიმართ, რასაც იშორებთ. ეს კარგი პრაქტიკაა და ლეო ყველას გირჩევთ ამის გაკეთებას.




პ.ს. ეს ნაბიჯები არ დაგეხმარებათ უსარგებლო ნივთების მოშორებაში მხოლოდ ერთ შაბათ-კვირას, თუმცა შეგიძლიათ ისიამოვნოთ პროცესით და ბოლოს, აუცილებლად მოგეწონებათ ცვლილებები.



0
93
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0