x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
11 ყველაზე სულელური გამოგონება, რომლებიც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოპულარულია

image
ცხოვრების გამარტივებისკენ სწრაფვაში ადამიანები ხანდახან ისეთ ახალ “აღმოჩენებს" აკეთებენ და ისეთ სისულელეებს იგონებენ, რომ ხანდახან სიმარტივის იდეა უბრალოდ აბსურდად ექცევათ ხოლმე. წარმოგიდგენთ ძალიან უცნაურ გამოგონებებს, რომლებიც გაგიკვირდებატ და კარგად იყიდება:

1. წარმოსახვითი მეგობარი

ალბათ, ბევრს გყოლიათ ბავშვობაში წარმოსახვითი მეგობარი, მისი გაყიდვა ოდესმე მოგინდებოდათ? აი ჯონ მალიპიმენს კი მოუნდა თავისი “მეგობრის" გაყიდვა და გაყიდა კიდეც, 3000 დოლარად.image

2. მტაცებლების ექსკრემენტები

ამბობენ, რომ ამ “ღირებული" პროდუქტის შეძენას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. კერძოდ, ლაშქრობის დროს ამ სითხის გარშემო “მოფრქვევა" სხვა მტაცებლებს დააფრთხობს და ახლოს არ მოგეკარებიან.image

3. საბავშვო პარიკები

იმ მშობლებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც პატარა შვილების ხარჯზე გართობა უყვართ. გაგიკვირდებათ და ასეთი პატარა, გლამურული პარიკები საკმაოდ წარმატებითაც იყიდება.image

4. უცხოპლანეტელების დეტექტორი

75 დოლარიანი თანამედროვე ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა გალაქტიკებშიც კი უცხოპლანეტელებთან დაკონტაქტებაში. ვის დაეხმარა ეს ჭკვიანი მოწყობილობა უცნობია, თუმცა სხვადასხვა საიტებზე მაინც პოპულარულია.image

5. სასეირნო აკვარიუმი

თქვენს თევზსაც ხომ უნდა “თვალს წყალი რომ დაალევინოს" და გარეთ გაისეირნოს თქვენთან ერთად, ამაში კი ეს პორტატული აკვარიუმი დაგეხმარებათ.image

6. ტელეფონის ყურმილი USB კაბელით

სპეციალურად მათთვის, ვისაც ძველი “ტექნიკა" უყვარს და კომფორტულ მობლურ ტელეფონს სალაპარაკოდ ისევ დიდი ყურმილი ურჩევნია.image

7. ბორბლებიანი უნიტაზი

ბრიტანელმა სანტექნიკოსმა გამოგონა ყველაზე სწრაფი მობილური ტუალეტი, რომელიც ასევე თავის საქმესაც ასრულებს. აღჭურვილია 140 სმ3 მოცულობის მძლავრი ძრავით, რომლის წყალობითაც იგი აღწევს სიჩქარეს 90 კმ/სთ-მდე. კოლინ ფურსმა ერთი თვე დახარჯა ამ უნიკალური გამოგონების შესაქმნელად. საჭეზე არის სპეციალური ღილაკი, რომელიც წყლის ავზს აცლის და ტუალეტს რეცხავს. image

8. ქოლგა-კაბინა

მთლად უსარგებლო გამოგონება არაა, თუკი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ხშირად წვიმს...image

9. პორტატული ტუალეტი ძაღლებისთვის

ეს უფრო იმ პატრონებისთვისაა, რომლებსაც “ნარჩენების" აღება ეზარებათ.image

10. დიეტური წყალი

იცოდით, რომ წყალიც კი კალორიულია?image

11. იატაკის საწმენდი

ცნობისთვის, ბავშვებისთვისაც კი არსებობს ამგვარი საწმენდები, კატებმა რა დააშავეს?image











0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0