x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116381
  • ვიდეო:353111
  • სურათი:490213
"რუსეთს აეკრძალება დასავლეთში ვალის აღებაო.. ასეთი დასჯა უკრაინის ანექსიის სანაცვლოდ?"
რომან გოცირიძე"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქზე" რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ ეკონომიკურ სანქციებზე წერს და მიაჩნია, რომ რუსეთისთვის ეს მცირე "ეკონომიკური ფასია". გოცირიძის აზრით, ეს სანქციები რუსეთს დღემდე უნდა ჰქონდეს დაწესებული საქართველოსთან ომის, ყირიმისა და დონბასის მიერთების გამო.

"აბსურდთან გვაქვს საქმე. რას ჰქვია ასე უმიზეზოდ, რაიმე საბაბის გამოყენების გარეშეც კი ადგეს და რუსეთი შეიჭრას უკრაინაში და ამას სერიოზულად განიხილავენ ევროპაში და ამერიკაში და მსგავსი ქმედების შემთხვევაში თურმე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს. ეს სანქციებიაო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან, სვიფტიდან რუსეთის გათიშვაო, რუსეთის ბანკებისთვის სანქციების დაწესებაო, რუსეთს აეკრძალება დასავლეთში ვალის აღებაო და ზოგიერთ ჩინოვნიკს ამერიკაში სეირნობის უფლებას ჩამოვართმევთო.

ასეთი დასჯა უკრაინის ანექსიის სანაცვლოდ? ხვალვე მართლაც იზამდა ამას, რომ არა ის კოლოსალური მსხვერპლი, რაც ამას მოჰყვება რუსეთისათვის. არაა უკრაინა ხელწამოსაკრავი ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით. როცა საქმე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არნახულ ანექსიას ეხება, რომელ სვიფტზე და პროცენტებზეა საუბარი. ეს სანქციები რუსეთს დღემდე უნდა ჰქონდეს დაწესებული საქართველოსთან ომის, ყირიმისა და დონბასის მიერთების გამო.

თუ რუსეთს ეცოდინება, რომ მხოლოდ ეს არის მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი, რითაც აშინებენ, ასე პოლონეთამდეც გავა საქართველოს გავლით. რუსეთი ახლა წაუგებელ თამაშს თამაშობს-მარტო ის რად ღირს, რომ მთელი მსოფლიოს ყურს შეაჩვია-მინდა და დავიპყრობ! კვლავ ევროპის ჟანდარმის როლში მოგვევლინა. ალბათ მალე ვიზეიმებთ უკრაინის ანექსიის თავიდან აცილებას", - წერს რომან გოცირიძე.

0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0