x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"გვალია დედა შენ მოგიკვდა ხომ? (ცოტა ირონიული ტონით)" - მსახიობი თემურ გვალია ციხეში ყოფნის პერიოდს იხსენებს

image

"2010 წელს გლდანში ვიხდიდი სასჯელს. მაგ პერიოდში დედა გარდამეცვალა.. გარედან ჩემებმა დაწერეს თხოვნა, რომ მოეცათ უფლება გამოვმშვიდობებოდი დედას და რაც იყო განსაზღვრული თანხა ამისთანა შემთხვევისთვის, სრულად გადაიხდიდნენ. თუ არ ვცდები 300 ლარამდე იყო...

იმ დღესვე, როცა წერილი მიიღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, იღება საკნის "კარმუშკა" და ვიღაცა ოფიცერი კითხულობს:

- გვალია რომელია?
- მე ვარ - ვპასუხობ და ვდგები ფეხზე.
- დედა შენ მოგიკვდა ხომ? (ოფიცერი)
- დიახ.
- მოემზადე, პანაშვიდზე მიგვყავხარ და ყოველ წუთს შეიძლება გაგიყვანოთო...

მეც სასწრაფოდ ჩავიცვი და დავჯექი მაგიდასთან. თანასაკნელებიც მომისხდნენ და გაისუსნენ. გაისუსნენ იმიტომ, რომ შეიძლებოდა ვინმე "კლუჩნიკს" ან ოფიცერს შემოეხედა საკანში და შარი მოედო, ფეხზე რატომ დგეხართო და აღარ გამიყვანდნენ. რადიოს ხომ არც გვასმენინებდნენ ისედაც და სულ მიაქვესკნელეს ბიჭებმა.

მოკლედ ბევრი, რომ არ ვწერო, მთელი დღე ასე ვისხედით გასუსულები. ბიჭები მეუბნებოდნენ, ალბათ ხვალ წაგიყვანენ თემოო - მამხნევებდნენ..
მეორე დღე.

დილის დაახლოვებით 10 საათზე, ისევ იღება კარმუშკა და ახლა სხვა ოფიცერი მკითხულობს და ხმამაღლა მეკითხება:

- შენ მოგიკვდა ბიჭო დედა!?
- დიახ.
- მზად იყავი, ყოველ წუთში შეიძლება გაგიყვანოთო.

ისევ ჩავიცვი გარეთ გასასვლელი ტანსაცმელი და დავჯექი მაგიდასთან. მოკლედ იგივე მოხდა, არავინ გამიყვანა. მთელი დღე მოლოდინში მამყოფეს.
წარმოიდგინეთ მაგ დროს ჩემი მდგომარეობა. ძალიან ცუდად ვიყავი. ვიყავი იმიტომ, რომ ყველაფერთან ერთად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი დედის გამო...

ბიჭები ისევ მაიმედებდნენ: აუცილებლად გაგიყვანენ ხვალ გასვენებაშიო.

გასვენების დღეს ისევ შემოიხედა ვიღაცამ:

- გვალია!
- მე ვარ.
- დედა შენ მოგიკვდა ხომ? (ცოტა ირონიული ტონით)
- დიახ.
- ჩაიცვი და მოემზადე! და დახურა "კარმუშკა".

ჩავიცვი, მოვემზადე და იმ დღესაც "ტრადიციულად" არავინ შემომაკითხა...

მეოთხე დღეს სიცილით მეკითხებოდნენ მიშას ნაბოზარი ჯალათები, როგორ გეგონა, რომ დედის გამოსამშვიდობებლად გაგიყვანდითო!?
ეს პატარა ჩემი ისტორია, იმასთან შედარებით რაც იქ ხდებოდა იმ პერიოდში, არაფერია. კატაფალკით და მინა-დაბურული მარშრუტკებით გაყავდათ ყოველ დღე გარდაცვლილი პატიმრები.

მე "ბ" კორპუსზე ვიხდიდი სასჯელს და ეგრედწოდებული "რეზბალნიცის" კორპუსი ზუსტად "ბ" კორპუსის წინ იდგა. გაანათლოს მათი სული უფალმა.."-იხსნებს მსახიობი თემურ გვალია.
image
უფრო ადრე თემურ გვალიამ კიდევ ერთი ეპიზოდი გაიხსენა, თუ როგორ მოაბრუნეს უკან ციხეში ხელმეორედ ერთი პატიმარი სასჯელის მოხდის შემდეგ:

"- რუსთავის მაშინდელ N-1 ეგრედწოდებულ ზონაში ვიხდიდი სასჯელს. ღია ზონა ერქვა მაშინ. ახლა ნახევრად ღია ჰქვია და ნომერიც სხვა აქვს, ”მეჩვიდმეტე” თუ არ ვცდები.

მოკლედ, ერთი პატიმარი იჯდა ჩვენთან... 4 წელი მოიხადა და გამოიძახეს გასანთავისუფლებლად. კარგი კაცი იყო… ხოდა, მთელი ზონა ვაცილებთ. გახარებული გვემშვიდობებოდა… ჩვენც ვულოცავდით და ვემშვიდობებოდით. მოკლედ გადაიყვანეს ადმინისტრაციულ კორპუსში და გაანთავისუფლეს. ეს ხდება დილას, სადღაც 12 საათზე.

ზონაში გაგრძელდა ცხოვრება. იმ დღეს შევედი “სახლში” და შუადღისას დავიძინე.. ვიღვიძებ და ჩემი “საკამერნიკი” მეუბნება: თემო იცი რა მოხდა ტო?

რა? – ვეკითხები. დილას დავითა რომ გავაცილეთ, ისევ ზონაში მოიყვანესო…
რატომ?- ვიკითხე.

გაუფორმეს ყველაფერი, მისცეს “სპრავკა ასვაბაჟძენია” და როგორც კი ზონის კარებიდან გავიდა, დახვდა პატრული. წაუყენეს ახალი ბრალდება, დაადეს ბორკილები და გადაიყვანეს სასამართლოშიო…
მერე? – ვეკითხები გაოცებული.

მერე მისცეს ისევ მეორე 4 წელი და ისევ აქ მოიყვანესო…
ესეიგი, ელოდებოდნენ როდის გამოვიდოდა, რომ ისევ უკან შეებრუნებინათ რაღაცა შეთითხნილი ბრალდებით…

ვნახე ეს პატიმარი. გაქვავებული იყო… ხმას ვერ იღებდა… ვეუბნები: მესმის ძმა შენი, მაგრამ ხომ ხედავ რეები ხდება ციხეებში?… უფალს მადლობა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ მეთქი..

კი თემო, რაზეა ბაზარი, მაგრამ ერთი დღე მაინც ეცდიათ, მეუღლეს და ბავშვებს მოვინახულებდი და ჩავიხუტებდიო და თვალზე ცრემლი მოადგა… თან თავს იკავებდა, ერიდებოდა…

ხოდა აი ის კაცი, “გამოძალვაზე” იჯდა… ფული უსესხებია “ახლობლისთვის” 5 000 ლარი და მასტი არ აბრუნებდა… დაურეკავს ტელეფონზე და შეხვედრა უთხოვია კულტურულად: დავჯდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ მოვიქცეთო. იმ “კეთილშობილს” შეშინებია და სამართაკლდამცავებთან ერთად დახვდა სვიდანიაზე… ფულს მძალავსო.. მოკლედ დააჭერინა…

მოიხადა ეს 4 წელი და ისევ შემოატრიალეს, ისევ 4 წლით… ხოდა ახლა თქვენ თქვით: უნდა ვინერვიულო მიშას შექმნილი ბოზური შენაერთის “კმარას” ლიდერის ბედზე? ვერანაირად! ის ადამიანი აღარ მინახავს მას შემდეგ. მე მოვიხადე სასჯელი, გამოვედი… ის კი ისევ ზონაში დარჩა…"

შეგახსენებთ, მსახიობი თემურ გვალია, მომღერალ ეკა კვალიაშვილის ყოფილი მეუღლე და ნუკას მამა ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით ორჯერ დააკავეს, 2007 და 2010 წელს, გაათავისუფლეს 2012 წლის ნოემბერში, გვალია ამბობს, რომ ციხეში ჯოჯოხეთი გამოიარა და ამ ჯოჯოხეთს ხშირად ოდიოზური ძმები ახალაიები აწყობდნენ.
0
976
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
976
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0