x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი... პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა“ - თაკო ჩარკვიანი

image

თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას კიდევ ერთხელ უპირისპირდება და ღიად ამბობს, რომ ენმ-ს აქციები არ მოსწონს და მათი აქტიურობის ფორმები სრულიად მიუღებელია მისთვის. როგორც ჩარკვიანი ამბობს, ამავე აზრზეა ოპოზიციის ბევრი მომხრეც.

„მანდატის გამოყენება, მათ შორის ქუჩის აქციების დროს, აუცილებელია“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა TV კავკასიის ეთერში განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ქართული საზოგადოება ცუდ დღეშია, ასეთი ხელისუფლება ჯერ ჩვენ არ გვყოლია. ამასთან, ჩარკვიანი ამბობს, რომ აუცილებელია მოქმედება რადგან პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა.

„საქართველო არის უმძიმეს მდგომარეობაში, ასეთი ხელისუფლება არ გვყოლია. თუ ქუჩა არ გააქტიურდა და თუ მანდატიც დატოვე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გეგმა, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია აღარ იარსებებს. არ დაიჭირეს და არც ახლა იჭერენ ამ ბოიკოტს, ამიტომ თუ არ გამოიყენე ის მანდატი არც დიპლომატებთან და ქუჩაშიც ვერ აღმოჩნდი სიმაღლეზე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქართული საზოგადოება. ქუჩა უნდა ვაზანზაროთ. ძალიან გამიხარდებოდა, იმ დღეს მაგალითად თუ იქნებოდა 40-ზე მეტი მანდატი და პროტესტით, ბრახუნით ამ ლაზღანდარობას, ამ სრულიად მანიაკურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს წულუკიანს.

ამიტომ ვამბობ, შემომაქვს წინადადება, რაღაც ვქნათ, ბატონებო, ან ქუჩა ვარყიოთ, ან პარლამენტი. ადამიანებმა უნდა დაინახონ რაღაც - პიპინ-პიპინით ბიძინა ივანიშვილი არ წავა. არ მომწონს ენმ-ს აქციები. მათი ამომრჩევლის ნაწილი აბსოლუტურად ჩემს აზრზეა.

ჩვენ ეს ადამიანი უნდა გამოვიხსნათ, პროტესტი უნდა გავაგრძელოთ. ძალიან საშიში პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფო მიტაცებულია. იცით რა ბატონებო და ქალბატონებო? ვეღარ მივდივართ ქალები კოსმეტოლოგებთან იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გასაჭირშია და მაპატიეთ, რომ ამბოხის და პროტესტის დროს ნაკლებად ლამაზად გამოვიყურები. ჩვენ ყველამ თავები გადავდეთ, ოჯახები გადავდეთ იმიტომ, რომ ჩვენს ლამაზ ქვეყანას შემოესივნენ ბანდიტები და კორუფციონერები“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას პასიურობა როგორც პატიმარ სააკაშვილის ციხეში მონახულებასთან, ისე ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ბევრს არ მოსწონს, რის გამოც დაძაბულობა და შიდა ბრძოლა პიკს აღწევს. ღიად და ფარულად "ნაცმოძრაობის" წევრები და ცალკეული ლიდერები გამოხატავენ აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქტიურობა საკმარისი არ არის და ამას ნიკა მელია განაპირობებს. ის, რომ "ნაცმოძრაობა" უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე არ გადადის და 60 000-იან აქციებს ნიკა მელია უხმაუროდ შლიდა, ეს თავად ოპოზიციაში ბევრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ამჯერად სოციალურ ქსელში ღიად წერენ, რომ კვირას თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. კულუარული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე სწორედ მელიას გადაყენების საკითხი განიხილეს. როგორც ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფას ნიკა გვარამია და ნიკა მელია შეეცდებიან და ეს პარრტია ორად გაიყოფა. ეს ყველაფერი კი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე:

"გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ოფიციალურად გადაწყდა, რომ გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ! ეს ყველაფერი მოყვა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიშას ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია. სავარაუდოდ ხვალ მელიას ოფიციალურად გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვისურვებდი უფრო ეფექტური ლიდერი ყოლოდა "ნაცმოძრაობას: ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში - ასე უპასუხა "ტვ აჭარის" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ შეკითხვას, ისურვებდა თუ არა ნიკა მელიას გადადგომას. მაია ორჯონიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შიდა დემოკრატიის პროცესები უფრო მეტ ხარისხში უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, მას მხარდამჭერები ეუბნებიან, რომ რომ ნიკა მელია უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ამუხრუჭებს, რომ დიდი პროვოკაციებია მოსალოდნელი ხელისუფლებისგან.

"დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენდა სამარცხვინოდ გისოსებს უკან იდგა, მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის, ნიკა მელიასაც. მიხეილ სააკაშვილი ენდობა ნიკა მელიას და ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ მე, რამეთუ არ ვარ სექტანტი, ბრმა მხარდამჭერი და ვარ გაცნობიერებული მხარდამჭერი, მაქვს უფლება ცემი აზრი მქონდეს მათ შორის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით. მე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პირველი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ნიკა მელია გადადგება, ეს ალბათ მოარული ხმებია, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შიდა დემოკრატიის პროცესების უფრო მეტ ხარისხში არსებობას ვისურვებდი და ამ შემთხვევაში ვისურვებდი, უფრო ეფექტური ლიდერი ჰყოლოდა ნაცმოძრაობას ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში. თუმცა, მე მელაპარაკებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები და ჩვენ ხომ მტრები არ ვართ, ერთ რამეზე შეგვტკივა გული და ისინი ამბობენ, რომ კი, ნიკა მელია უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ამუხრუჭებს, რომ დიდი პროვოკაციებია მოსალოდნელი ხელისუფლებისგან, შეიძლება იქ სისხლისღვრა მოხდეს. სისხლისღვრა არავის უხარია, მაგრამ მშვიდობიანი მასობრივი პროტესტის უფლება გვაქვს და სხვა გზა არ არსებობს", - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

1
145
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
145
  
2021, 7 დეკემბერი, 14:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1