x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მომენტი,როდესაც ჰიტლერმა იგრძნო, რომ ომს წააგებდა - ესპანეთში აღმოჩენილი 1942 წლის დეპეშა
image

ესპანეთში აღმოაჩინეს ადოლფ ჰიტლერის დეპეშა, სადაც მას, როგორც ჩანს, პირველად უჩნდება ეჭვები მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შესახებ.


დაბეჭდილი წერილი გაგზავნილია 1942 წლის 2 იანვარს, რამდენიმე დღით ადრე, სანამ ნაცისტები მოსკოვის მისადგომებთან საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში დამარცხდებოდნენ, -ომის მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტში.


ჰიტლერმა საახალწლო მილოცვა გაუგზავნა ესპანელ გენერალსა და პოლიტიკოს მუნიოს გრანდესს, რომელიც მეთაურობდა მოხალისეთა ცისფერ დივიზიას ესპანეთში და რომელიც იბრძოდა ვერმახტისთვის.


image

ჰიტლერმა ხაზი გაუსვა ფრაზას, რომელიც ხელნაწერით, კერძოდ ფანქრით არის ჩამატებული: „trotz allem“, რაც ნიშნავს „ ყველაფრის მიუხედავად“, ექსპერტების მიერ აღწერილია, როგორც ჰიტლერის ეჭვი, იმის შესახებ, რომ შესაძლოა გერმანიის ბედი საბედისწეროდ შეტრიალდეს.



image

საინტერესო დოკუმენტები, მათ შორის ჰიტლერის დეპეშა ანოტირებული ფრაზით, ესპანეთში, მალაგაში, საერთაშორისო ავტოგრაფის აუქციონზე გასაყიდად არის გატანილი.





ბოლო წერილი გაგზავნილია 1942 წლის 2 იანვარს, სულ რაღაც ხუთი დღით ადრე, სანამ მისი არმია მოსკოვიდან უკან დაიხევდა გერმანელების მიერ რუსეთის დედაქალაქის აღების ორთვიანი მცდელობის შემდეგ.


მოსკოვთან ბრძოლა იყო გადამწყვეტი მომენტი, როდესაც საბჭოთა ჯარებმა შეძლეს გერმანიის აქამდე უძლეველი არმიის შეკავება.


წერილის დაწერის დროს ჰიტლერი მოსალოდნელ დამარცხებაზე ფიქრობდა.

image


მუნიოსი, რომელიც მოგვიანებით გენერალ ფრანკოს დროს ვიცე-პრემიერი იყო, თავის ჰიტლერისადმი გაგზავნილ წერილში წერდა:


„იმ ფიქრებთან ერთად, რომლებიც ჩემს ქვეყანისკენ მიდის, ვუსურვებ გერმანიას სრულ გამარჯვებას ჩვენს მტრებზე იმ წელს, რომელიც ახლახან დაიწყო.


„ამჟამინდელი სირთულეები მხოლოდ მიმტკიცებს რწმენას, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ და ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმა და მჭიდრო გახდეს, თუნდაც მძიმე მსხვერპლის ფასად. "

image





მეორე წერილში, რომელიც 7 იანვრით არის დათარიღებული მუნიოს გრანდესი წერს: „ვთხოვ თქვენს აღმატებულებას, დარწმუნებული იყოთ, რომ მსხვერპლი არ არის ძალიან დიდი იმისთვის, რომ საბოლოოდ მოვიგოთ ომი ჩვენი ერთობლივი იარაღით. "

image

„ჩვენ ვიცით, რისთვისაც ვიბრძვით გრაფენვერის ხელშეკრულების დადების შემდეგ და ჩვენ უყოყმანოდ ვასრულებთ თქვენი აღმატებულების ბრძანებებს მორჩილი სათანადო მადლით და მოწიწებით"





image

ასევე დაგაინტერესებთ


ქალის სილამაზის დახმარებით ინფორმაციის შეგროვება და ადამიანურ სისუსტეებზე თამაში ეფექტური ტექნიკაა, რომელსაც მსოფლიოში მრავალი სადაზვერვო სამსახური იყენებს. აქ ყველაზე მძლავრ იარაღად ცნობილი თაფლის ხაფანგი ითვლება, რომელშიც ბევრი ცნობილი პიროვნება გაება. მსხვერპლნი ვერ ეწინააღმდეგებოდნენ ჯაშუშების სილამაზეს თუ მომხიბვლელობას დ...



ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინვე დაამტკიცა, რომ წამოსროლილ სიტყვებზე არავინ გამოეკიდებოდა .მოსწონდა ნიკიტას "მხურვალე" ემოციური მუქარის შემცველი გამოსვლები, რომელიც ხშირად იწვევდა პრობლემებს. 50-იანი წლების შუა ხანებში სსრკ ღიად უჭერდა მხარს ეგვიპტეს და პრეზიდენტ გამალ აბდელ ნასერს, რომელმაც ქვეყანაში ძა...


ზუსტად 80 წლის წინ 1941 წლის 3 ივლისს, სტალინმა, პირველად დიდი სამამული ომის დაწყების შემდეგ რადიოთი მიმართა საბჭოთა ხალხს, ამის გარდა მიმართვის ტექსტი დაიბეჭდა როგოც ცენტრალურ გაზეთებში, ასევე ცალკე პროშურად გამოიცა. ის ფაქტი, რომ სტალინმა ომის დაწყებისთანავე არ მიმართა ხალხს, ზოგიერთები მაშინვე საგონებელ...


80 წლის წინ 1941 წლის 22 ივნისს, განთიადისას ვერმახტის ჯარები საბჭოთა კავშირს თავს დაესხა, ჰიტლერელთა სტრატეგიული მიზანი იყო საბჭოთა კავშირის უმოკლეს დროში, "ელვისებურად" დამარცხება, რომლის გეგმაც 1940 წელს შემუშავდა და ეწოდებოდა "ოპერაცია ბარბაროსა", ან "ბარბაროსას გეგმა". რატომ ჩაფლავდა " ბარბაროსას" გეგმა? ამ კითხვაზე პასუხი აი...


1945 წლის მაისის დასაწყისში ბრიტანელმა სამხედროებმა ჩაძირეს გერმანული ხომალდები, სადაც ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით პატიმარი იმყოფებოდა. ტრაგედიის აქამდე უცნობი დეტალები აღწერა სპეცსამსახურების ისტორიკოსმა დიმიტრი ხოხლოვმა. 1945 წლის 3 მაისს, ბალტიის ზღვაში, ლიუბეკის ყურეში, სამეფო საჰაერ...

0
1169
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0