x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354553
  • სურათი:492660
"ნაცების" ბოიკოტით ბიუჯეტმა 1 067 520 ლარი დაზოგა, უსარგებლო "ნაცების" მეტი ბოიკოტი ხალხს!" - ნანა კაკაბაძე

image

„ნაცების“ ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1 067 520 ლარი და 60 თეთრი. ეს არის ერთად ერთი ხეირი, რაც უხეირო „ნაცების“ პარლამენტარობით ბიუჯეტმა ნახა, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი პოსტს აქვეყნებს, თუ რა სარგებელი ნახა ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტით.

„ჩვენმა ორგანიზაციამ, პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, ბოიკოტში მყოფი პარლამენტარებისათვის დაკავებული ხელფასების თაობაზე.

აღმოჩნდა, რომ „ნაცების“ ბოიკოტით ბიუჯეტმა დაზოგა 1 067 520 ლარი და 60 თეთრი. ეს არის ერთად ერთი ხეირი, რაც უხეირო „ნაცების“ პარლამენტარობით ბიუჯეტმა ნახა. უსარგებლო „ნაცების“ მეტი ბოიკოტი ხალხს!“, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


2 ოქტომბრიდან უკვე 2 თვეა, რაც "ნაცები" თუთიყუშებივით მხოლოდ 2 მოთხოვნას უყენებენ ხელისუფლებას: 1. გაათავისუფლეთ ჩვენი ბელადი (რადგან ის უდანაშაულოა) და 2. დანიშნეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (რადგან მისი შედეგები გაყალბებულია).

"ნაცებს" არ ადარდებთ, რომ ორივე შემთხვევაში კონკრეტული ფაქტები მათ მოთხოვნების საწინააღმდეგოა, რადგან ასეთ შემთხვევებში მათი მუდმივი დევიზია - „მით უარესი ფაქტებისათვის!“ ისიც კარგად იციან, რომ ამ ორი მოთხოვნიდან არც ერთს არ უწერია შესრულება, მაგრამ რაღაცნაირად ცდილობენ, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს და აჩვენონ, როგორი პრინციპული არიან.

შეუძლებელია ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება ამ ეტაპზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რადგან მისი შედეგები "ნაცებისთვის" დიდი დარტყმა, ხოლო დანარჩენი ოპოზიციისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

რატომ? იმიტომ რომ 2020 და 2021 წლების არჩევნებს თუ ავიღებთ, როგორც ერთგვარ რეფერენდუმს ვნახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ (+გახარიას, ელისაშვილის, ანა დოლიძის, გირჩის და პატრიოტთა ალიანსის არანაცური პარტიებიც) ქვეყნის მასშტაბით ბევრად მაღალი პროცენტი აქვთ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ პარტიებს.

ვადამდელი არჩევნების 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარების შემთხვევაში ძალაში იქნება 5%-იანი ბარიერი, რომლის გადალახვის შესაძლებლობა, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ოცებას, "ნაცებს" და გახარიას პარტიებს აქვთ.

შეიძლება მოულოდნელად კიდევ ერთი არა "ნაც-ქოცური" პარტიაც გადაახტეს ბარიერს და პარლამენტში მცირე ჯგუფიც გაიყვანოს. ეს არის და ეს, ხოლო 5%-იანი ბარიერით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, დანარჩენი პატარა პარტიების პროცენტებს ბარიერგადალახული პარტიები დაიმატებენ და ყველა შემთხვევაში "ნაცები" იმას მიაღწევენ, რომ მარტონი იქნებიან საპარლამენტო უმცირესობაში, ხოლო დანარჩენი პრონაცური პარტიები უბრალოდ, განულდებიან.

დავუშვათ, ამას "ნაცები" აცნობიერებენ და როდესაც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, გულისხმობენ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებებით ბარიერის 2 ან 3%-მდე ჩამოწევას (რასაც დაახლოებით 1-წლიანი საკონსტიტუციო პროცედურები სჭირდება) და მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ 2022 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

ამ შემთხვევაში თითქმის გარდაუვლად დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა, მაგრამ დიდი ალბათობით, ბარიერგადალახულ პარტიებს შორის უფრო მეტი იქნება ის, ვინც ქოცებთან დათანხმდება კოალიციის შექმნას, ვიდრე ნაცებთან, რადგან რაც არ უნდა ილუზიები და მოდელირებული რეალობა შექმნას ნაც-მედიამ, ფაქტია, რომ არანაცქოცური ელექტორატისთვის ნაცები გაცილებით უფრო ტოქსიკურები არიან, ვიდრე ქოცები.

თუ ეს ყველაფერი ესმით, მაშინ რატომ მოითხოვენ ასე დაჟინებით "ნაცები" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

აქ პასუხი ერთადერთია: "ნაცებს" მხოლოდ მწვავე კრიზისის პირობებში შეუძლიათ არსებობა და გამარჯვებაზე ოცნება. სულ ერთია, ეს კრიზისი პოლიტიკური იქნება, სამხედრო, ფინანსური, მორალური თუ სხვა.

ამიტომ ნებისმიერი არჩევნების შედეგები, რომელშიც ისინი ვერ გაიმარჯვებენ, მათთვის იქნება „გაყალბებული“. არადა, ფაქტია, გაუყალბებელ არჩევნებში ვერ იმარჯვებენ და ამიტომ მანამ, სანამ ეს პარტია არსებობს, ის იქნება მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო.

ისიც გავიხსენოთ, რომ ოპოზიციაში ყოფნის თითქმის 10-წლიან პერიოდში პრაქტიკულად არ არსებობს ხალხის ან ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული არც ერთი კანონპროექტი, რომელიც ამ პარტიას შეეტანოს პარლამენტში ან რომელიმე საკრებულოში და მისი მიღებისთვის ებრძოლოს. სამაგიეროდ, მათ ყოველდღიურ არსენალშია დესტრუქცია, ქაოსი, არეულობა, შეტაკება, შტურმი, შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, სტვენა-ხმაური, დარბაზებში ჰაერის მოწამვლა და პროპაგანდის საშუალებად ტყუილების გამოყენება. ამას ეძახიან ისინი „რევოლუციური მუხტის“ შენარჩუნებას მანამ, სანამ საწადელს, ანუ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას არ მიაღწევენ. ხოლო ვინც ამ გზაზე მათ გვერდით არ არის, ისინი ჩასარეცხად განწირული „პუტინის მონები“ არიან. ამის კარგი მაგალითია ბოლო დღეებში ბათუმის, ზუგდიდის და ზოგიერთ სხვა საკრებულოში "ნაცების" ინიციატივით განვითარებული მოვლენები, რომლებიც მხოლოდ იმისკენ იყო მიმართული, რომ მიეღწიათ ადგილობრივი ბიუჯეტების ორჯერ ჩაგდების გზით არჩეული მერების გადაყენებისა და ახალი ადგილობრივი არჩევნების დანიშვნისთვის. ახალ არჩევნებზე კი ახალი პერსპექტივები ჩნდება არეულობის მოწყობისა და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერისათვის.

საზოგადოებამ "ნაცების" "დემოკრატიულობა" და "პროევროპულობა" გამოსცადა როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში მათი ყოფნის დროს. ასე რომ, როდესაც ისინი „ვადამდელ არჩევნებს“ ახსენებენ, ამ სიტყვებში იმ მნიშვნელობას კი არ დებენ, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, არამედ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას, თორემ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რა უიმედო პერსპექტივა ელოდებათ "ნაცებს" ნებისმიერ ნორმალურ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში.
0
376
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0