x
მეტი
  • 03.07.2022
  • სტატია:120533
  • ვიდეო:354518
  • სურათი:492610
პრეზიდენტის ბრძანებით, მექსიკაში პლაჟზე დამსვენებლებს შეიარაღებული სამხედროები იცავენ
image

მექსიკაში, კანკუნში პლაჟის ქვიშაზე ზღვის ნიჟარების გვერდით სამხედრო ფეხსაცმლის ნაკვალევს შეხვდებით მას შემდეგ, როდესაც მექსიკის ეროვნული გვარდია ოკეანის სანაპიროზე მზეზე მიფიცხებულ დამსვენებლებს შეუერთდა, რათა კურორტის მობინადრენი დაიცვას ნარკოკარტელის ძალადობრივი ტალღისგან, რომელმაც სულ მცირე ორი ტურისტის სიცოცხლე შეიწირა.

ოთხშაბათს დაახლოებით 1500 ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონი გადანაწილდა ტურისტულ ქალაქებში კვინტანა- რო ისლა მუხერესში, სოლიდარიდადში, პუერტო- მორელოსში და ტულუმში, ხოლო ხუთშაბათს, 2 დეკემბერს დაიწყო პლაჟებისა და ქუჩების პატრულირება.

image

ამ ფოტოებზე მართლაც უცნაური სურათს წააწყდებით, მცხუნვარე მზეზე, შეიარაღებული და სრული ეკიპირებით გამოწყობილ სამხედრო ფორმაში პარტულირებენ ჯარისკაცები, რა დროსაც ტიტლიკანა დამსვენებლების ფონზე, რომელებიც მზის აბაზანებს იღებენ, საკმაოდ კონტრასტულად გამოიყურებიან.


image

ტურისტების უსაფრთხიების დაცვისთვის, ეროვნული გვარდიის ბატალიონის შეყვანა მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა 17 ნოემბერს მომხდარი სროლების შემდეგ გადაწყვიტა, რამაც საგრძნობლად შელახა რეგიონის იმიჯი, მათ შორის ორი ტურისტი ქალი მკვლელობა, რომელთაგან ერთი ცხოვრობდა სან ხოსეში, კალიფორნია.

image

„ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან დაგვიანებული“, - განაცხადა საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციების ექსპერტმა რობერტ ალმონტემ DailyMail-თან სატელეფონო საუბარში.

4 ნოემბერს პუერტო მორელოსში Hyatt Ziva Riviera Cancún-ის მახლობლად სანაპიროზე დაქირავეულ კილერთა ჯგუფმა მოკლა ორი კონკურენტი ნარკოდილერი. დღისით განხორციელებულმა თავდასხმამ აიძულა ტურისტები და მუშები თავი შეეფარებინათ სასტუმროსთვის, სანამ შეიარაღებული ბანდა ჩქაროსნული კატარღებით დანაშაულის ადგილს დატოვებდა.

image

20 ოქტომბერს ორ ბანდას შორის საქმის გარჩევას, რომლებიც ტერიტორიების გადანაწილებისთვის იბრძოდნენ, შეეწირა ანჯალი რეია, 25 წლის ინდოელი გოგონა, რომელიც ცხოვრობდა კალიფორნიაში და გერმანიის მოქალაქე, 35 წლის ჯენიფერ ჰენზოლდი.

ტულუმში, ბარ La Malquerida-ში ასევე დაშავდა ორი გერმანელი მამაკაცი და ერთი ქალი ნიდერლანდებიდან.

image

ფოტოზე:ანჯელა რეია და ჯენიფერ ჰენზოლდი

ამა წლის 11 ივნისს, 30 წლის ქალი, რომელიც კენტუკიდან ჩამოვიდა მექსიკაში, დაშავდა მას შემდეგ, რაც კრიმინალები შევარდნენ კანკუნის სანაპიროზე კვადროციკლით და მოკლეს საჩუქრების მაღაზიის ორი მუშა.

„ტურისტებს უკვე დიდი ხანია კლავენ ან თავს ესხმიან კურორტებზე და მხოლოდ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, რომ შექმნა ეს სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაიცვას საკურორტო ზონას“, - დასძინა ალმონტემ.

image

მთავრობის მონაცემებით, მინიმუმ 21, 495 ადამიანი დაიღუპა სექტემბრის მდგომარეობით კრიმინალური ორგანიზაციების მიერ განხორცილებულ ძალადობრივ ინციდენტებში.


image

ასევე იხილეთ



ქალაქი სოჭის ისტორია 1838 წლიდან იწყება, თავიდან იყო პატარა დასახლება ალექსანდრია ერქვა, შემდგომში კი ნავაგინსკის სიმაგრე. 1854 წელს ყირიმის ომის დროს დასახლება რუსეთის იმპერიის ჯარებმა დატოვეს. 1864 წლის 25 მარტს ტერიტორიის თავიდან დაპყრობის შედეგ, დახოვსკის რაზმის საპატივცემულოდ დასახლებას ეწოდა დახოვსკი (პოსტ-დახოვსკი). 1866 წლ...


რუსმა ჟურნალისტმა დარია ასლამოვამ ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმოგზაურა, და თავისი შთაბეჭდილება KP-ს მკითხველებს გაუზიარა, ვფიქრობ ქართველი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება მისი თვალით დანახული საქართველო, ქართველები და ქვეყნის ორი მთავარი ქალაქი-ბათუმი და თბილისი, მიუხედავად...


თითქმის ყველა ქალს სურს იყვეს ერთადერთი და განუმეორებელი საყვარელი მამაკაცისთვის. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ბლოგერმა მეტსახელად thicctok5280 გააზიარა ვიდეო "ტიკ-ტოკში" რის შემდეგაც მას ურჩიეს განქორწინება. გოგონამ თქვა, რომ ის და მისი მეუღლე ისვენებდნენ სანაპიროზე, სადაც მისი რჩეული იღებდა ვიდე...


ალბათ, ახალგაზრდა მამაკაცს გარკვეული ტიპაჟის ქალები მოსწონს. სხვანაიარად როგორ უნდა ავხსნათ, რომ გოგონები გარკვეულწილად არა მარტო გარეგნობით ჰგვანან ერთმანეთს, არამედ ასე სწრაფად შეძლეს საერთო ენის გამონახვა და მეგობრობაც? ამერიკელ მორგან ტეაბორს რამდენიმე წლის განმავლობაში ჰქონდა ბედნიერი ურთიერთობა...


სტუდია 54 კლუბი 70-იანი წლების ველური წვეულებების ლეგენდარული სიმბოლოა. აბსოლუტურად ყველანი ცდილობდნენ იქ მოხვედრას, ოლიგარქებიდან და შოუბიზნესის ვარსკვლავებიდან დაწყებული და რიგით გართობის მოყვარულით დამთავრებული. იქ ადამიანებს ჰქონდათ აღვირახსნილი სექსი, ხოლო კოკაინი ზეციდან მანანებივით ცვიოდა. თუმცა დაწესებულებაში შესვლა უმკაცრესი ფ...

0
1241
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0