x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120614
  • ვიდეო:354548
  • სურათი:492660
ალეკ ბოლდუინმა ბოლო ინტერვიუს შემდეგ "ტვიტერის" ექაუნთი გააუქმა

ალეკ ბოლდუინი
ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა Twitter-ის ექაუნთი მას შემდეგ გააუქმა, რაც ABC-სთვის მიცემული მისი ინტერვიუ გავიდა ეთერში, რომელშიც ის ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის გარდაცვალების შესახებ ყვებოდა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News იუწყება.

ცნობილია, რომ მსახიობს ორი ექაუნთი ჰქონდა „ტვიტერში“. მათგან ერთ-ერთზე ის უფრო აქტიური იყო. ბოლდუინმა უფრო აქტიური გვერდი გააუქმა.

რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მსახიობმა, უცნობია. კინოვარსკვლავის წარმომადგენლები უარს ამბობენ კომენტარზე.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ვესტერნის გადასაღებ მოედანზე ტრაგედია დატრიალდა. ბოლდუინმა რევოლვერიდან ისროლა, რომელიც ცარიელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის საბრძოლო აღმოჩნდა.

ახლახანს ბოლდუინმა ტრაგედიის შესახებ თავისი პირველი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ტელეარხ ABC-ს, რომელშიც განაცხადა, რომ სასხლეტისთვის ხელი არ გამოუკრავს. მან ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რაიმე პრობლემა თუ იყო გადასაღებ მოედანზე, არ იცოდა.

0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0