x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ხვალ მელიას გადააყენებენ!.. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ“

image

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ნიკა მელიას პასიურობა როგორც პატიმარ სააკაშვილის ციხეში მონახულებასთან, ისე ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ბევრს არ მოსწონს, რის გამოც დაძაბულობა და შიდა ბრძოლა პიკს აღწევს. ღიად და ფარულად "ნაცმოძრაობის" წევრები და ცალკეული ლიდერები გამოხატავენ აზრს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქტიურობა საკმარისი არ არის და ამას ნიკა მელია განაპირობებს. ის, რომ "ნაცმოძრაობა" უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე არ გადადის და 60 000-იან აქციებს ნიკა მელია უხმაუროდ შლიდა, ეს თავად ოპოზიციაში ბევრის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ამჯერად სოციალურ ქსელში ღიად წერენ, რომ კვირას თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. კულუარული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოზე სწორედ მელიას გადაყენების საკითხი განიხილეს. როგორც ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფას ნიკა გვარამია და ნიკა მელია შეეცდებიან და ეს პარრტია ორად გაიყოფა. ეს ყველაფერი კი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გაფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე:

"გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ოფიციალურად გადაწყდა, რომ გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ! ეს ყველაფერი მოყვა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიშას ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია. სავარაუდოდ ხვალ მელიას ოფიციალურად გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან", - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვისურვებდი უფრო ეფექტური ლიდერი ყოლოდა "ნაცმოძრაობას: ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში - ასე უპასუხა "ტვ აჭარის" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა მაია ორჯონიკიძემ შეკითხვას, ისურვებდა თუ არა ნიკა მელიას გადადგომას. მაია ორჯონიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შიდა დემოკრატიის პროცესები უფრო მეტ ხარისხში უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, მას მხარდამჭერები ეუბნებიან, რომ რომ ნიკა მელია უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ამუხრუჭებს, რომ დიდი პროვოკაციებია მოსალოდნელი ხელისუფლებისგან.

"დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, ჩვენდა სამარცხვინოდ გისოსებს უკან იდგა, მადლობა გადაუხადა ყველას, მათ შორის, ნიკა მელიასაც. მიხეილ სააკაშვილი ენდობა ნიკა მელიას და ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ მე, რამეთუ არ ვარ სექტანტი, ბრმა მხარდამჭერი და ვარ გაცნობიერებული მხარდამჭერი, მაქვს უფლება ცემი აზრი მქონდეს მათ შორის მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით. მე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ პირველი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ ნიკა მელია გადადგება, ეს ალბათ მოარული ხმებია, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც საქართველოში ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, შიდა დემოკრატიის პროცესების უფრო მეტ ხარისხში არსებობას ვისურვებდი და ამ შემთხვევაში ვისურვებდი, უფრო ეფექტური ლიდერი ჰყოლოდა ნაცმოძრაობას ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში. თუმცა, მე მელაპარაკებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები და ჩვენ ხომ მტრები არ ვართ, ერთ რამეზე შეგვტკივა გული და ისინი ამბობენ, რომ კი, ნიკა მელია უკან იხევს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო ამუხრუჭებს, რომ დიდი პროვოკაციებია მოსალოდნელი ხელისუფლებისგან, შეიძლება იქ სისხლისღვრა მოხდეს. სისხლისღვრა არავის უხარია, მაგრამ მშვიდობიანი მასობრივი პროტესტის უფლება გვაქვს და სხვა გზა არ არსებობს", - განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

0
1502
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0