x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
საინტერესო ფაქტები ცნობილი ფილმების შესახებ, რომლებიც თავად ფილმზე არანაკლებ საინტერესოა

წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს იმ ფილმების შესახებ, რომლებიც ყველას გექნებათ ნანახი:

1. გაქცეული პატარძალი

- რიჩარდ გირს ძალიან მოეწონა ფილმის სცენარი, მაგრამ უარს ამბობდა მონაწილეობის მიღებაზე, თუკი სტუდია ჯულია რობერტსს არ დაითანხმებდა როლის მიღებაზე. თავად რობერტსი არ იყო ფილმში დარწმუნებული, მაგრამ გირთან დაუბრის შემდეგ გადაიფიქრა და როლზე დათანხმდა.image


-რეალურ ცხოვრებაში, ჯულიამაც გააუქმა ქორწილი რამდენიმე დღით ადრე 1991 წელს.

-გადაღებები მერილენდის შტატში, პატარა ქალაქ ბერლინში მიმდინარეობდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და ტურისტების ნაკადმაც იმატა.

-სხვადასხვა სცენაში ალბათ შეამჩნევდით რამდენიმე ტყუპს, საქმე იმაშია, რომ ეს პატარა ქალაქი ნამდილამ მდიდარი იყო ტყუპებით, რეჟისორს ეს ფაქტი საინტერესოდ მოეჩვენა და ისინი ფილმში მიიწვია.image


2. ეშმაკი ატარებს პრადას

-სწორედ მერილ სტრიპმა მოიფიქრა, რომ მის პერსონაჟს თეთრი თმა უნდა ჰქონოდა და დიზაინერიც დაარწმუნა ამაში.image


-მიუხედავად ფილმის სახელწოდებისა, მირანდა პრისლის უმეტესად პრადა კი არა დონა კარანის დიზაინის ტანსაცმელი აცვია.

-ბევრი ფიქრობდა, რომ მირანდა პრისლი ჟურნალ Vogue ის ამერიკულუი გამოცემის რედაქტორს, ანა ვინტურს განასახიერებდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს პერსონაჟი სინამდვილეში ჟურნალ Harper’s Bazaar ის რედაქტორის, ლიზ ტილბერისის შთაგონებით შეიქმნა.image

- ფილმის შემქმნელებს თავიდან არ სურდათ ენ ჰეტეუეის დამტკიცება როლზე, რადგან იმ პერიოდში მას არ აღუქვამდნენ სერიოზულ მსახიობად და ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ კომედიებისთვის, როგორიცაა “როგორ გახდეთ პრინცესა" გამოდგებოდა. ამიტომ, მსახიობმა ყურადღების მისაქცევად მოლაპარაკებებზე, სადაც პატარა ძენ-ბაღი ედგათ, მიწაზე დაწერა “ამიყვანეთ". როგორც ჩანს ამ ხრიკმა გაამართლა და ჰეტეუეის შანსი მისცეს.

-ჰეტეუეის ჯერ 4-5 კილოს მომატება სთხოვეს, რაც სიამოვნებით შეძლო მხოლოდ პიცის და ნაყინის ჭამით, შემდეგ კი უკვე დაკლების დრო რომ მოვიდა ძალიან გაუჭირდა, მსახიოიბის თქმით წონაში მომატებისთვის 1 თვე დასჭირდა, დასაკლებად კი 2.image
-ჟიზელ ბიუნდჰენი ფილმში პატარა როლზე მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა- თუკი მისი პერსონაჟი მოდელი არ იქნებოდა

-სტენლი ტუჩი ნაიჯელის როლს ფილმის გადაღებებიდან 72 საათით ადრე დათანხმდა.


3. სიამაყე და ცრურწმენა

-
თავდაპირველად კირა ნაითლი დაიწუნეს ელიზაბეტ ბენეტის როლზე, რადგან მეტისმეტად ლამაზად ჩათვალეს, მაგრამ როდესაც ფილმის რეჟისორი პირადად შეხვდა მსახიობს, გადაიფიქრა.

-მსახიობი მეთიუ მაკფედიენი ახლომხედველია, ამიტომ, ამ სცენის გადაღებების დროს რეჟისორი წითელი დროშით ხელში იდგა, რათა მსახიობს სცოდნოდა სად წასულიყო.

-ფილმს ორი დასასრული აქვს - ამერიკული და ბრიტანული ვერსია. ბრიტანულ ვერსიაში სიუჟეტი მთავრდება ბენეტის ოჯახში მამის კურთხევით. ამერიკელი მაყურებლისთვის შემქმნელებმა დაამატეს კიდევ ერთი სცენა, სადაც შეყვარებულები რომანტიკულ საღამოს ატარებენ პემბერლისთან და ერთმანეთს კოცნიან.

-მსახიობ ჯუდი დენჩის ფილმში შესატყუებლად, რეჟისორმა ჯო რაიტმა წერილი მიწერა სიტყვებით “მომწონს, როცა ძუკნას თამაშობ", ამ ხრიკმა გაამართლა და დენჩი როლზე დათანხმდა.image

4. მის კონგენიალურობა

-როგორც წესი, სანდრა ბულოკის გრიმს 30 წუთზე მეტი არ სჭირდებოდა, მაგრამ როდესაც გრეისის გარდასახვის სცენას იღებდნენ, მაკიაჟს 2.5 საათი დასჭირდა.

-სანდრა ბულოკი და მისი პარტნიორი ფილმში ბენჯამინ ბრეტი კასკადიორების გარეშე იღებდნენ ბრძოლის სცენებს, ბრეტი სერიოზულად დაშავდა კიდეც, როდესაც სანდრამ ფეხი ძალიან ძლიერად ჩაარტყა სცენაში, სადაც გრეისი მაყურებელს ასწავლის თავდამსხმელის განაიარაღებას.

-ფილმის პრემიერაზე სანდრა მისი გმირივით მანქანიდან გადმოსვლისას წაბორძიკდა და კინარამ წაიქცა, ბევრმა ეს პიარ-სვლად ჩათვალა.

-გრეისისთვის დამახასიატებელი სიცილი სცენარიში არ იყო გათვალისწინებული, უბრალოდ რეჟისორთან ვახშმობის დროს მსახიობმა სიცილის დროს შემთხვევით წაიღრუტუნა, იდეაც ასე დაიბადა.

-სილამაზის კონკურის მაყურებელთა უმეტესობა გამოჭრილი მუყაოა.image

0
262
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0