x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
უცხოეთში გასული სტუდენტების რაოდენობა: 2007-12 წლებში - 574; ხოლო 2013-21 წლებში - 8 101

image

სააკაშვილის მორიგი დაყვედრების პასუხად, 6, 3 მილიონი გადავრიცხე, თქვენ რამდენი გადარიცხეთო, რომ დაიყვირა:

უცხოეთში გასული სტუდენტების რაოდენობა:
2007-2012 წლებში - 574;
2013-2021 წლებში - 8 101.

2014 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შეიქმნა განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელმაც დღემდე, სტუდენტთა უცხოეთში სწავლების დასაფინანსებლად 44 მილიონი ლარი გადარიცხა. ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ 14-ჯერ მეტი სტუდენტი გაუშვა და 7-ჯერ მეტი თანხა გადარიცხა.

რა უნდა ქნან ახლა, უნდა გვაყვედრონ? ვალდებულები არიან და აკეთებენ. თქვენ კი მრჩევლები გამოცვალეთ.

2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში გამოფხიზლებულმა ნაცმოძრაობამ სასწაული დაპირება გასცა, ყოველ წელს საზღვარგარეთ 100 სტუდენტს დავაფინანსებთო. ყოველ წელს განათლების სახელმწიფო 900 სტუდენტს აგზავნის, 900-ს.

ახლა ხვდებით რამდენად აცდენილები ხართ რეალობას თქვენს მომხრეებთან ერთად?

P.S. 2014 წელს ცენტრს ჰქონდა 3 სასტიპენდიო სქემა, დღეისათვის უკვე აქვს 12 სქემა და იგეგმება ახალი პროგრამების დამატება.

„მეგობრებო, 2013 წელს, თუ არ ვცდები, 6 მილიონზე მეტი გადავრიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. თქვენ რამდენი გადარიცხეთ?! ამერიკულ აკადემიაში, ჩემი შვილი იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული. შეგიძლიათ, აკადემიის არქივებში გადაამოწმოთ", - ამის შესახებ მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ამაყობს შვილით და სწორად მიაჩნია, რომ მისი სწავლის გადასახადს ბიუჯეტიდან აფინანსებდა.

„მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდით. ის არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის შვილი არ უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შეგიძლიათ ნახოთ, დღეგამოშვებით არის BBC-ზე, CNN-ზე და სხვა ძირითად ტელესადგურებზე. მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ, იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯე საუკეთესო ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაში, როცა საუკეთესო 50 სტუდენტი ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, როცა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი ჩამოგვყავდა, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლის საშუალება, ყველა ადამიანის შვილს, ყველაზე შორეულ სოფელსა და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანშიც კი, შეძლებოდა ეს... დიახაც, მე ვამაყობ, რომ, ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრ ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე, ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი. თუ ვინმე უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ამბობს, რომ ზოგიერთებივით ოროსანია, ეს თქვენი შეფასების თემაა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს. საქმეზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

3
191
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
191
  
2021, 6 დეკემბერი, 19:18
შანსი არაა, არც პოლიტიკა მაინტერესებს და არც საქართველოში მინდა მუშაობაო-მოკლედ მოჭრა ინტერვიუს დროს.
2021, 6 დეკემბერი, 15:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 6 დეკემბერი, 13:45
ძირითადად მისივე გარემოცვის ხალხის შვილებს აფინანსებდა, თქვას აბა სხვა იშვიათი გამონაკლისის გარდა ვინ დააფინანსა ან როდის?
იმის ნაცვლად მისი "ნულოვანი ტოლერანტობის" წყალობით ჩახოცილი ადამიანების ოჯახებს ბოდიში მოუხადოს კიდევ მის "საგმირო საქმეებზე" ლაყბობს ეს მკვლელი.
0 1 3