x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ჩვეულებრივი ქლესა, უხერხემლო პოლიტიკოსი ხართ" - რატომ დაუპირისპირდა გიორგი თაბაგარი კახა კალაძეს

image

"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პარლამენტის წინ არსებული ჯვრის ფორმის კონსტრუქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თბილისის მერს "უხერხემლო" პოლიტიკოსს უწოდებს.

"კარვებსა და ძალადობის სიმბოლოს შორის განსხვავებას რომ ვერ ხედავს ზუსტად ესაა პრობლემა. ჩვეულებრივი ქლესა, უხერხემლო პოლიტიკოსი ხართ ბატონო Kakha Kaladze კახა კალაძე!

კალაძის საპატივცემულოდ ვარდისფერი დილდო რომ აღვმართოთ პარლამენტის წინ, მოგვცემს მერია ამის უფლებას? სამართლიანი ქალაქის მერია, იმსახურებს პატივისცემას. Kakha Kaladze კახა კალაძე much love" – წერს "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ თაბაგარის ზემოაღნიშნული პოსტი კახა კალაძის პარლამენტთან აღმართული რკინის ჯვრის კონსტრუქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აქვთ ჟურნალისტებს აგრესია პარლამენტის წინ დადგმულ ჯვართან და რატომ არ სთხოვენ მას რუსთაველიდან, "ზუნზლიან და აყროლებული" კარვების აღებას.

"რატომ გაქვთ ეგეთი აგრესია ჯვართან? რავიცი, ქრისტიანები ვართ, მართლმადიდებლები ვართ. რატომ გაქვთ ასეთი აგრესია? მე არ მახსოვს თქვენი მხრიდან მოსულიყავით და დაგესვათ ჩემთან შეკითხვა, როდესაც ის ზუნზლიანი კარვები იყო და აყროლებული ჰქონდათ რუსთაველი. არასდროს არ მოსულხართ და არ დაგისთვიათ შეკითხვა, რატომ არ ვიღებთ კარვებს. რომ არ არის ერთი და იგივე [კარავი და ჯვარი] ზუსტად ამიტომ უნდა იყოს ეგ ჯვარი იქ", - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.



0
396
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
396