x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ვინც მის წიკვინს სოლიდარობას უცხადებთ, მტრები ხართ და არა მოყვრები !" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში საუბრისას, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსა და დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საპარლამენტო დებატში წულუკიანმა ჩარკვიანს ცალსახად მოუგო:


"მოვიცალე და ვუყურე: ალეკო ელისაშვილთანაც მართალი იყო თეა წულუკიანი და თაკო ჩარკვიანთანაც. რას შეპრონწიალდით? რას აკეთებთ კასტრირებულ პარლამენტში?!


სულ ტყუილად ირჯებით ჩემი ბრიფინგების ლინკების ფრიალით-ყველაფერი ჩემია და არაფრის უარყოფას არ ვაპირებ !დღესაც ვთვლი რომ წულუკიანმა ჩარკვიანს მოუგო პარლამენტში და ვინც მის წიკვინს სოლიდარობას უცხადებთ, მტრები ხართ და არა მოყვრები !


წულუკიანი ჩარკვიანს ახსენებდა მისსავე დაპირებებს, საპასუხოდ ჩარკვიანი კიოდა! თავხედ მინისტრს უნდა მოუგო აკადემიურობით, ფაქტებით, არგუმენტებით და სიმშვიდით !


მინიმუმ, დანგრეული გელათი უნდა შეახსენო ... ვისაც ეს კლოუნადა მოგწონთ - თქვენი გემოვნების ამბავია, აღლიცინეთ ქოცები და იყავით ! სტატუსის მერე სოლიდარობის გამოცხადება არ დაგავიწყდეთ


p.s. ამიტომ უნდა დაფიქრდეს პოლიტიკოსი, როცა კამერებთან დაპირებებს ისვრის, აღარ უნდა გაუკვირდეს რომ დადგება დრო და შეახსენებენ ხოლმე ! ლეიბსაც აჩუქებს და აქაც გააბანძებს" - წერს კილაძე.


შეგახსენებთ, რომ "პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერს თაკო ჩარკვიანსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შორის მწვავე დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაიწყო, სადაც თეა წულუკიანი სიტყვით გამოდიოდა.


მან ჩარკვიანის მისამართით განაცხადა რომ ერთი შეურაცხადი დეპუტატი გასამხიარულებლად ყველა პარლამენტს სჭირდება და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ერთადერთია, ვისაც არავითარი პოლიტიკური მომავალი არ აქვს.



კულტურის მინისტრმა საუბრის ბოლოს პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერს შემდეგი სიტყვებით მიმართა:


"ახლა ჩემო კულტურულო თაკო, გაიქეცი და დაწექი პარლამენტის წინ, ჩქარა! თუ ყველაფერი მითხარი, წადი და წამოწექით! თუ სხვებიც მოგიწვებიან გვერდით, შეგიძლიათ რუსთაველის გამზირი თავფეხშექცევით დაიკავოთ. კარგად ბრძანდებოდეთ - ლეიბი გაშლილია!".



0
293
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
293