x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინელი ჩოგბურთელი მას შემდეგ გააქრეს, რაც აღიარა, რომ ყოფილ ვიცე-პრემიერთან ჰქონდა რომანი
image

სექს-სკანდალის გახმაურების შემდეგ, ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ გააუქმა ყველა ტურნირი ჩინეთში, სანამ არ დარწმუნდება, რომ ცნობილ ჩოგბურთელს საფრთხე არ ემუქრება.

„ვახშმის შემდეგ სულ ვტიროდი, სექსი არ მინდოდა. აღელვებული და ამავდროულად შეშინებული ვიყავი“, - წერდა ნოემბრის დასაწყისში ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე, თავის გვერდზე ცნობილი ჩინელი ჩოგბურთელი პენგ შუაი.

იმ სკანდალურ პუბლიკაციაში 35 წლის სპორტსმენმა პირველად აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა რომანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-პრემიერ ჩჟან გაოლისთან. მათი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო და სულ 10 წელი გაგრძელდა. მაგრამ 2012 წელს წყვილი დაშორდა, რადგან გაოლი ჩინეთის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედ კომიტეტში შეიყვანეს, კაცს ეშინოდა ამ ამბის გამჟღავნების.

image

მაგრამ 2017 წელს ოფიციალურმა ჩინოვნიკმა მოულოდნელად გადაწყვიტა განეახლებინა ურთიერთობა ყოფილ საყვარელთან: მან ის სახლში სადილზე დაპატიჟა და სექსზე დაყოლიება აიძულა. სპორტსმენმა წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ყოფილი საყვარლის ზეწოლას ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ დანებდა.

მათი რომანი ისევ გაჩაღდა, მაგრამ ახლა მან ახალი თვისებები შეიძინა. ჩჟან გაოლი ხშირად ქრებოდა, აუქმებდა პაემნებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რაც ქალს სერიოზულ ტანჯვას აყენებდა.


imageფოტოზე ყოფილი ვიცე პრემიერი ჩჟან გაოლი, რომელიც 35 წლის ჩოგბურთელზე ასაკით ორჯერ უფრო დიდია

„30 ოქტომბერს მაგრად ვიჩხუბეთ. თქვენ თქვით, რომ 2 ნოემბერს თქვენს სახლში შევხვდებით და ვისაუბრებდით. მაგრამ შუადღისას დარეკეთ და თქვით, რომ დაკავებული ხართ და საბაბი იპოვე საუბრის სხვა დროს გადასადებად. ამის შემდეგ ისევ გაქრი“, - დაწერა ჩოგბურთელმა.

პენგ შუაის სულის ამოძახილი სოციალურ ქსელში სეულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში არსებობდა. ამის შემდეგ პუბლიკაცია გაქრა, სხვა პოსტებზეც კომენტარები დაიბლოკა და საძიებო სისტემიდან არა მხოლოდ თავად სპორტსმენის ხსენება გაქრა, არამედ სიტყვა "ჩოგბურთის" ძებნაც დაიბლოკა.

image

როგორც ჩანს, ეს იმ მაღალი თანამდებობის ბრალია, რომელიც ჩჟან გაოლის ხუთი წლის განმავლობაში ეკავა. ის კვლავ ითვლება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, სი ძინპინის უახლოეს თანამოაზრედ. ამ რანგის პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ "გაშავებულნი" . თუმცა 30 წუთი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დალოკვამდე ჩოგბურთელის ნახევარმილიონიან გამომწერს მისი პოსტი შეემჩნია და გაევრცელებინა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ხუთშაბათს გამოთქვა შეშფოთება პენ შუაის სიტუაციის შესახებ და განაცხადა, რომ აგრძელებს მოვლენებს მონიტორინგს.

პენ შუაი არის ორგზის დიდი სლემის წყვილების გამარჯვებული (2014 როლან გაროსი და 2013 უიმბლდონი), მის აქტივში 23 მოგებაა WTA წყვილებში და ორიც ერთეულში.

image


ასევე იხილეთ


გავრცელებული ინფორმაციით, თალიბებმა ახალგაზრდა ფრენბურთელ ქალს თავი მოკვეთეს და მისი თავის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ქაბულის მუნიციპალიტეტის ფრენბურთის კლუბის ამომავალი ვარსკვლავი მაჰჯაბინ ჰაკიმი ამ თვის დასაწყისში ჯიჰადისტებმა მოკლეს, ამის შესახებ მისმა მწვრთნელმა გამოცემა The Persian Independe...


ცნობილმა მწვრთნელმა ეთერი თუთბერიძემ ქალიშვილი, დიანა დევისი, აშშ -ში 2003 წელს გააჩინა. მას არასოდეს უხსენებია მამის სახელი. მხოლოდ ერთხელ თქვა, რომ დიანას მამა ამერიკელია. ეთერიმ არ დაასახელა მისი სახელი, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში დიანას მამის სახელად მითითებულია სერგეი. ჭორები დადის, რომ დიანა და...


"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. მალევე კომენტარში ბასილაშვილის ფოტოს მისი ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი გამოეხმაურა: "კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკე...


ტანმოვარჯიშეს შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა 2000 წელს. 2000 წლის ვიდეოს ალინა კაბაევას მონაწილეობით მეორე სიცოცხლე შეიძინა კადრები ესპანეთში ჩატარებული კორდობას თასის საერთაშორისო ტურნირიდან არის, სადაც იმ დროს 17 წლის სპორტსმენის ცეცხლოვანი ცეკვაა აღბეჭდილი, თავისი გამოსვლის დროს გოგონას ეცვა კოსტუმი აღმოსავლუ...

0
396
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0