x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გასკდა გული, ორსულებო აიცერით, გთხოვთ!“ - ბიძინა კულუმბეგოვი გარდაცვლილ ორსულზე

image


ბათუმში კორონავირუსით 25 წლის ორსული გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში გადიოდა მკურნალობას, რის შემდეგაც, მისი მდგომარეობა შედარებით დამძიმდა.

როგორც ბათუმის კოვიდ კლინიკის დირექტორი განმარტავს, პაციენტი 24 ნოემბერს ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ორსული ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის თურქეთის ერთერთ კლინიკაში გარდაიცვალა. 25 წლის ახალგაზრდას კოვიდი 20 ნოემბერს დაუდასტურდა და თავდაპირველად მკურნალობას ბათუმის სამშობიარო სახლში გადიოდა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გამოეხმაურა.

„გასკდა გული, ორსულებო აიცერით, გთხოვთ“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, ექიმმა ნუგზარ პაპავამ გარდაცვლილ პაციენტზე განაცხადა, რომ კლინიკაში მოთავსებისას პაციენტს სპაზმური ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი 32 კვირის ორსული იყო.

საქართველოში კორონავირუსის გართულებებით ჯამში 25 ორსულია გარდაცვლილი. ხშირ შემთხვევებში ვერც ნაყოფის გადარჩენა ვერ ხერხდებოდა.

სპეციალისტების განმარტებით, აუცილებელია ორსულების ფაიზერით აცრა. კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება დასაშვებია როგორც ორსულობის დაგეგმვამდე, ისე ორსულობის ნებისმიერ ვადაზე და ლაქტაციის პერიოდშიც. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ ორსულები განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიაა და დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ გადარჩენის ერთადერთი შანსი ვაქცინაციაა. ორსულებისთვის ყველაზე ეფექტური ფაიზერის ვაქცინაა.

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0