x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის სექსტინგი და როგორ დავკავდეთ მისით? - რას ამბობენ სპეციალისტები

image

ტერმინი "სექსტინგი" გულისხმობს სექსუალური შინაარსის მქონე მესიჯების ურთიერთცვლას - ეროტიკულ მიმოწერას განშორებისას ან კი ცეცხლოვანი საღამოს მოლოდინში. აქ ახალი არაფერია, უბრალოდ, ჩვენი წინაპრებისაგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ რომანტიკული წერილებით შემოიფარგლებოდნენ, თანამედროვე სამყაროში მესენჯერის არსებობა იძლევა საშუალებას დარჩეთ "ხაზზე" ნებისმიერ დროს და გამოავლინოთ ინტიმური კრეატიულობის შთამბეჭდავი შესაძლებლობები.

"სექსტინგი - იდეალური პრელუდიაა, ეფექტური საშუალება საპასუხო ვნების შესანარჩუნებლად, იმ უჩველო მიზიდულობის ხელახალი შექმნის გზით, რომელსაც განვიცდით ურთიერთობის დასაწაყისში", - ამბობს დოქტორ ქეით სკალისი, სექს-მწვრთნელი და სექსუალური განათლების პლატფორმის passionbykait.com-ის დამფუძნებელი.

"სექსტინგი - ესაა სიკეკლუცის ფორმა, დელიკატური ექსტრიმი, რომელიც მოიცავს ფლირტის ნიშნებს და ითრევს თქვენს პარტნიორს თქვენს ფანტაზიებში", - ამბობს სექსოლოგი ემილი მორსი, Sex With Emily -ის წამყვანი.

მათ, ვისაც აინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებული რჩევები, მინიშნები, გირჩევთ რომ წაიკითხოთ ეს სტატია, რომელსაც საფუძვლად უდევს ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტების 10 რჩევა - ძირითადი ჭეშმარიტებიდან დახვეწილ მომენტამდე.

1. დარწმუნდით მიზანშეწონილობაში

მანამ სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, დააზუსტეთ თუ რას აკეთებს თქვენი პარტნიორი. რა თქმა უნდა, თქვენს სურვილებთან შედარებით, დანარჩენი ყველაფერი ფუჭი და წვრილმანია, თუმცა თუ ის დედასთან სადილობს ან იძულებელია მოუსმინოს უფროსის გამოსვლას, მას, ალბათ, გაუჭირდება თქვენს ცეცხლოვან გზავნილზე ორიენტირება. უბრალოდ იკითხეთ: "გცალია?", რათა დარწმუნდეთ მის ხელმისაწვდომობაში.

image2. ნუ იჩქარებთ

სექსტინგი, ისევე როგორც სასიყვარულო კავშირის ნებისმიერი ფორმა, გულისხმობს ვნების ეტაპობრივ ზრდას. შესაბამისად, დაიწყეთ ლაპარაკი კეკლუცურად, ამავდროულად, ნუ დაპირდებით ძალიან ბევრს - მაგალითად, გაუგზავნეთ სელფი, რომელიც დაფოკუსირდება ოდნავ გახსნილ ზედაზე, თან დაურთეთ მისალმების ტექსტი. ამით თქვენ მიიპყრობთ ყურადღებას და ერთგვარად განმარტავთ თქვენ განზრახვებს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება წარიმართოს საუბარი, თუკი ის (პარტნიორი) გაგცემთ პასუხს.

"როდესაც ვსაუბრობ სექსზე, ყოველთვის ვურჩევ ყველას იმოქმედონ იმაზე 5-ჯერ უფრო ნელა, ვიდრე ფიქრობენ, - აკეთებს კომენტარს ემილი მორსი - ასეთი მიდგომა ეფექტურია სექსტინგშიც. უმცირესობას თუ იზიდავს სქესობრივი აქტი ყოველგვარი პრელუდიების გარეშე, შესაბამისად, პატარა "მოთელვა" ყოველთვის დადებით შედეგს იძლევა ინტიმური მიმოწერისას. დაიწყეთ დიალოგი ისეთი ფრაზით, როგორიცაა: " ახლაც კი ვგრძნობ შენს ტუჩებს ჩემს ყელზე", საიდანაც ნელ-ნელა გადახვალთ ჩამთრევ დეტალებზე.


image

3. მიეცით თავისუფლება თქვენ სურვილებს

არც თუ ისე ადვილია იმის აღიარება, თუ რისი მოსინჯვა გინდათ საწოლში, მითუმეტესს მაშინ როდესაც პარტნიორი თქვენს წინაშე დგას. სექსტინგის შემთხვევაში, თქვენი ფანტაზია არაფრით იზღუდება - თქვენ არ გიწევთ თვალის არიდება, წარმოიდგენთ და აღწერთ რა ყველაფერს, რაც გსურთ რომ ინტიმურ ცხოვრებაში გადაიტანოთ. "ერთადერთი ხერხი იმის გასარკვევად, იმყოფებით თუ არა სწორ გზაზე - თქვენი ფიზიკური რეაქციაა, რომელსაც უნდა ენდოთ კიდევაც, - ამბობს ქეით სკალისი - თუ ის ემთხვევა თქვენს "დისტანციურ" ინტიმურ სიახლოვეს, keep going, ენდეთ თქვენს წარმოსახვას".



image

4. გაერთეთ თქვენივე კომფორტის ზონაში

სექსტინგი შეიძლება იყოს ისეთივე თავმდაბლური, როგორიცაა: "ვეღარ ვითმენ საღამომდე, ერთ სული მაქვს როდის გაკოცებ", ან კი ისეთივე თამამი, როგორიცაა შიშველი სელფი საჯდომზე ფოკუსირებით. დაიწყეთ იმ დონიდან, სადაც თავს ცოტა უხერხულად იგრძნობთ, თუმცა არა იმდენად, რომ სირცხვილისაგან თვალები დახუჭოთ ყოველ მესიჯზე. აქ უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამას აკეთებთ საკუთარი სიამოვნებისთვის, და არა რაიმე კონკურსის ჯილდოსათვის.


image

5. გააკეთე ექსპერიმენტები რაკურსებთან დაკავშირებით

რაც შეეხება ვიდეოებსა და ფოტოებს, ძირითადი ასპექტი - გადაღებისას სწორი რაკურსის არჩევაა. "გარეგნულ ეფექტებს შეუძლია როგორც აღგზნების გაძლიერება, ისე მისი დათრგუნვა, - განმარტავს ემილი მორსი - პროვოკაციული ფოტოს მიღება დამოკიდებულია თქვენზე, მთავარი რჩევა კი ასეთია - არ დაგენანოთ ეროგენული ზონების გამოჩენა: პირი, ყელი, მკერდი, თეძოები, მუცელი, საჯდომი, ტერფი. კარგი მაგალითია - ფოტო, სადაც კამერა მდებარეობს მაღლა კუთხეში, დახრილი ქვევით და მიმართულია მკერდზე. პოზიტიური გამოხმაურება გარანტირებულია".

image

6. შექმენით სექსი-სელფის ბაზა

" შეინახეთ წარმატებული კადრების ნაკრები, რათა ცეცხლოვან მომენტებში არა გადაღებებზე მოგიწიოთ "გადარბენა", არამედ შეინარჩუნოთ შესაბამისი განწყობა არქივში არსებული '"ჰიტების" საშუალებით, - განაგრძონს მორსი - ამისთვის გირჩევთ Private Photo Vault-ის სერვისს, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ და დაფაროთ ფოტო PIN-კოდის საშუალებით".

7. ისწავლეთ ემოჯი-კოდების ხმარება

პიქტოგრამის ვირტუოზოლი გამოყენება უფრო მეტ ელფერს სძენს მიმოწერას და ეფექტური ხერხია სიტყვების ჩანაცვლებისათვის, თუკი ამ დროს საზოგადოებაში იმყოფებით. მართალია, სერიოზული გრძნობების აღიარებისთვის "ემოჯის" საკმარისი სიღრმე არ გააჩნია, თუმცა ცალსახა მინიშნებისათვის ნამდვილად გამოდგება.

image

8. ისაუბრეთ გულწრფელად

"დაარქვით საგნებს თავისი სახელები და ნუ შეგეშინდებათ "ბინძური" ლაპარაკის, - ამტკიცებს დოქტორი სკალისი - გულწრფელობა გეხმარებათ ნათლად წარმოაჩინოთ თქვენი ღრმა ფანტაზია. აღწერეთ თუ რა გაცვიათ, და შესთავაზეთ პარტნიორს დაგეხმაროთ გახდაში, შესაბამისი დეტალური კომენტარების დართვით. ნება მიეცით აღწეროს, თუ როგორ რეაგირებს მისი სხეული იმაზე, რაც ხდება და საპასუხოდ, დეტალურად მოუყევით ამასთან დაკავშირებით თქვენი გრძნობები. ეს სწორი, უტყუარი გზაა საერთო ორგაზმამდე".

image

9. გამოიყენეთ აუდიო ეფექტები

"ჩაიწერეთ ხმოვანი გზავნილები, ეცადეთ რომ თქვენი ხმა ბუნებრივი იყოს, - გვარწმუნებს ელის მორისი - მიზანმიმართულად სექსუალური ხმის დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს, პარტნიორის მხრიდან, დაცინვა, ვიდრე აღზგნება. შესაბამისად, არა არის საჭირო რაიმე როლის მორგება, როდესაც ამის პრაქტიკა არ გაგაჩნიათ, - უბრალოდ დაიწყეთ ჩაწერა, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თითქოს თქვენი პარტნიორი თქვენთანაა და გიკეთებთ იმას, რაც მოგწონთ და გსიამოვნებთ, შემდეგ კი გააგზავნეთ ჩანაწერი მესიჯის სახით. თქვენი ხშირი სუნთქვისა და კვნესის გაგონებისას, აბონენტი აუცილებლად აღმოჩნდება ექსტაზის პირას.

image10. მიმები და გიფები - პატიოსანი თამაში

ნუ შეაფასებთ არასწორად სექსუალური მიმებისა და გიფების პოტენციალს. შეეცადეთ აირჩიოთ რამე თემასთან დაკავშირებით, გააგზავნეთ და - რეაქცია გაგაკვირვებთ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კადრში თქვენ არ იმყოფებოდეთ, მასზე ასახული პროცესი მაინც იწვევს მღელვარებას პარტნიორში. შესაბამისად, გამოიყენეთ უცხო ავტორის შემოქმედება, რათა უფრო მეტი ელფერი შესძინოთ თქვენს მინაწერს. ამავდროულად, ეს გეხმარებათ აიცილოთ ზედმეტი ორიგონალურობის საჭიროება, ვინაიდან ზედმეტმა დაძაბვამ, ფიქრმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ სიამოვნების მიღებაში.

image



















.






0
578
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0