x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
გინახავთ ბოტასები რომლებიც თქვენი ფეხის ზომას იდეალურად ესადაგებიან

image

დამეთახმებით, რომ ხშირად ძალიან ძნელია მოძებნოთ და შეარჩიოთ სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს და გემოვნებას დააკმაყოფილებს.

სპორტული ფეხსაცმლის შერჩევისას უმთავრესი პრიორიტეტია ფეხსაცმელი კარგად ერგებოდეს ფეხის ტერფებს და მოძრაობისას ან თუნდაც სირბილისას დისკომფორტს არ უქმნიდეს მის მფლობელს.

იშვიათად ხდება როცა მყიდველი ახერხებს და ყიდულობს ფეხსაცმელს რომელიც მთლიანად მოხერხებულია მისთვის.

იაპონელმა დიზაინერმა გადაწყვიტა შეექმნა სპორტული ფეხსაცმლის ისეთი დიზაინი რომელიც ფეხის ტერფების ფორმას ესადაგება და იდეალურად უხდება ნებისმიერი ფორმის ტერფებს.

იაპონელი მასაია ჰაშიმოტომ თავისი დიზაინის ფეხსაცმელის შექმნაში გამოიყენა ეროვნული ტრადიციის შემადგენელი კომპონენტი "ფუროშიკი", რაც ნივთის ქსოვილით გადახვევას ნიშნავს.

მასაია ჰაშიმოტომ შექმნა სპორტული ფეხსაცმელი რომლის ფორმა ზუსტად იმეორებს თქვენი ფეხის ტერფების ფორმას და გამოსადეგია როგორც სპორტულ მოედნებზე გამოსაყენებლად, ასევე ყოველდღიური ტარებისათვის.

ფეხსაცმელი ჩასაცმელადაც ადვილია და სატარებლადაც, ფეხს დგამთ ფეხსაცმლის სპეციალურ ლანჩზე და მასზე გადაკრული ნაჭერს შეიკრავთ ტერფებზე.

აქედან გამომდინარე ფეხსაცმლის მტარებელი არ განიცდის არანაირ დისკომფორტს, ტერფები არაა შეზღუდული სპორტული ფეხსაცმლის მიერ ისე, როგორც ეს ხდება ტყავით ან ტყავის შემცვლელი მასალით შეკერილ სპორტულ ფეხსაცმელში.

ფეხსაცმლის კონვეიერული წესით შეკერვა უკვე დაიწყო ერთერთმა იტალიურმა კომპანიამ, რომელიც მზა საქონელს მხოლოდ იაპონიას აწვდის ამ ეტაპზე და მისი ფასი 140 დოლარია.
imageimageimageimageimage





0
82
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
82