x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საკულტო ჰიტის "მალინოვკას" შემსრულებელი კარმადონის ხეობაში დაიღუპა
image


ჯგუფ "ვერასის" სოლისტი "ოქროს შემადგენლობიდან" კარმადონის ხეობაში დაიღუპა - ის და მისი მეუღლე ღვარცოფმა წალეკა.


აღსანიშნავია, რომ ტრაგედია 2021 წლის აგვისტოში მოხდა, მაგრამ ბელორუსის მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცლებია. სახალხო არტისტი იადვიგა პოპლავსკაია ამბობს, რომ ვერ იჯერებს, რომ მისი კოლეგა ანსამბლიდან, სვეტლანა სკაჩკო ცოცხალი აღარ არის, რომელიც მონაწილეობდა "მალინოვკას" სატელევიზიო პრემიერაში.იუწყება KP.

image


სვეტლანა სკაჩკო "ვერასის" სოლისტი 1980 წელს გახდა. მან დაიკავა დეკრეტში გასული ლუკინა შემეტკოვას ადგილი .მანამდე დეკრეტში გავიდა კიდევ ერთი წინა სოლისტი, ზემოთ ნახსენები იადვიგა პოლავსკაია.


ცოტა მოგვიანებით, მაგრამ იმავე 1980-ში, გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი სოლისტი - ნადეჟდა დეინეკო. სწორედ ეს დუეტი-სვეტლანა საჩკო და ნადეჟდა დეინეკო, "ვერასის" ის შემადგენლობაში გამოჩნდნენ "სიმღერა -80" -ის ფესტივალის სცენაზე, რათა წარმოედგინათ ანსამბლის მთავარი ჰიტი - სიმღერა "მალინოვკა".


სვეტლანა და ნადეჟდა მხოლოდ ლამაზი სტატისტები არ იყვნენ - ორივეს კარგი ხმა ჰქონდა და კონცერტებზე ექსკლუზიურად ცოცხლად მღეროდნენ. უფრო მეტიც, სვეტლანას, რომელსაც იშვიათი მეცო-სოპრანო ხმას ფლობდა, დაამთავრა ნოვოპოლოცკის მუსიკალური კოლეჯი ვოკალის კლასში. მის შემდეგ კონსერვატორიაში ჩაბარება იფიქრა, მაგრამ ვერ გაბედა. ფინანსებიც ხელს არ უწყობდა - მრავალშვილიან ოჯახიდან გამოსულ გოგონას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდა, არავინ ჰყავდა დამხმარე.

image

"სიმღერა-80"-ის შემდეგ "მალინოვკა" თითქმის ყველა კუთხეში ჟღერდა, რის შემდეგაც ვია "ვერასი" საბჭოთა სცენის ელიტაში მოხვდა. მომდევნო ხუთ წელიწადში, მას მოჰყვა ისეთო ჰიტები, როგორიცაა - «Я у бабушки живу», «Завiруха», «Карнавал», «Звезда любви», «Караван», «Музыка для всех» და სხვები.

სვეტლანამ ვერასი 1985 წელს დატოვა, შემდეგ იყო უამრავი პროექტები და სოლო ჩანაწერები.მომავლშიც ბევრი გეგმები ჰქონდა, თუმცა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ყაზბეგის მთლის ძირში მოხდა, 62 წლის მომღერლის სიცოცხლე შეიწირა. მისი ქმარი, პროფესიით ალპინისტი 61 იგორ ვორობიოვი მაშველებმა მალევე იპოვეს, ის გადარჩა, ხოლო სველტანას გვამი 6 დღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

image




0
247
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0