x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
„ომიკრონის“ წინააღმდეგ ყველაზე მოწყვლადი რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არც დაავადება გადაუტანია და არც აცრა აქვს გაკეთებული" - ბიძინა კულუმბეგოვი

image

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ყველაზე მოწყვლადი რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არც დაავადება გადაუტანია და არც აცრა აქვს გაკეთებული.

„წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონის“ შტამს შეუძლია შედარებით უფრო მეტი ადამიანი დააინფიციროს, ანუ გადატანილი იმუნიტეტის დაცვის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება. საბედნიეროდ, ვაქცინირებულ ადამიანებში მძიმე დაავადება და სიკვდილობა ნაკლებია. ანუ, ავადობის საფრთხე გაიზრდება, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობა იქნება ნაკლები. შესაბამისად, ყველაზე მეტად მოწყვლადი რჩება საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არც დაავადება გადაუტანია და არც აცრა აქვს გაკეთებული.

როგორც კი „ომიკრონი“ დაფიქსირდება, ის ძალიან სწრაფად, როგორც ცეცხლი, მოედება საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აუცრელ ადამიანებს. ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აიცრან. თუ ასე შევხვდებით „ომიკრონის“ შტამს, მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ ამ ტალღას“, - აცხადებს კულუმბეგოვი.


0
47
შეფასება არ არის
ავტორი:თამარა კაროიან
თამარა კაროიან
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0